imedi /  23 იანვარი 2020, 12:46 / სანდო წყარო

აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლაში ბრალი წაუყენეს

იზაბელ დოშ სანტუში

იზაბელ დოშ სანტუში

აფრიკის უმდიდრეს ქალს, იზაბელ დოშ სანტუშს ანგოლის პროკურატურამ თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გენერალური პროკურორის, ჰელდერ პიტა გროსის განცხადებით, ბრალდება შეეხება სანტუშის მიერ სახელმწიფო ნავთობკომპანია Sonangol-ის ხელმძღვანელობის პერიოდს. სანტუშთან ერთად ბრალი კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს. 

გენპროკურორის განცხადებით, თუ ბრალდებულები ანგოლის მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგებიან, მათი დაკავებისთვის საერთაშორისო ორდერები გაიცემა. 

იზაბელ დუშ სანტუში Sonangol-ს 18 თვის განმავლობაში, 2016 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. დოკუმენტებში, რომლებიც ამ კვირაში გამოქვეყნდა, წერია, რომ იზაბელ დუშ სანტუშმა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი საკუთარი ქვეყნის ექსპლუატაციისა და კორუფციის წყალობით დააგროვა. 

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 09:26

სამართალი

შსს: საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა

ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.

01 აპრილი 2020, 09:16

COVID19

საყოველთაო კარანტინის რეჟიმში საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს

საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდი ქალაქის შესასვლელთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს. გამკაცრებულია ზომები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

01 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის ინფექციურ კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული რვა პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 76 წლის კაცს ორმხრივი პნევმონია და გულის დაავადება აქვს, ის რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა.

01 აპრილი 2020, 08:55

COVID19

კახეთის საკარანტინო ზონიდან ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს

კახეთის საკარანტინო ზონიდან ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შუახნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს.

01 აპრილი 2020, 08:45

ეკონომიკა

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩქაროსნული ავტო-მაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კილომეტრიანი ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

01 აპრილი 2020, 08:40

საზოგადოება

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18-წლამდე მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18- წლამდე ასაკის მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

01 აპრილი 2020, 08:30

COVID19

ბოლო 24 საათში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა

ბოლო 24 საათში, „სტოპ კოვ ფონდში“ ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა. ფონდში უკვე 19 მილიონ 935 ათასი ლარია ჩარიცხული. ფონდი COVID19-ის წინააღმდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

01 აპრილი 2020, 08:20

COVID19

დღეს ბულგარეთიდან სამშობლოში სპეციალური ავიარეისით საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, დღეს ბულგარეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება. ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარი ავტომანქანებით გამომგზავრების უფლება არ მისცა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 -წუთზე დაეშვება.

01 აპრილი 2020, 08:12

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან წალენჯიხის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს

წალენჯიხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ფახულანი-საბერიოს ეგრეთ წოდებული საზღვრიდან, კიდევ ერთ პაციენტი გადაიყვანეს. „ქრონიკის “ინფორმაციით, შუახნის ქალს მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნება. ის ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიის გამყიდველია.

01 აპრილი 2020, 08:05

COVID19

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულები თერმოსკრინინგს გაივლიან. ექიმები შემოწმების შემდეგ განსაზღვრავენ, მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ, თუ სამედიცინო დაწესებულებაში.

01 აპრილი 2020, 04:14

COVID19

დონალდ ტრამპი: რომ არა მკაცრი ზომები, აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა

რომ არა მკაცრი ზომები, აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ენტონი ფაუჩი

01 აპრილი 2020, 03:34

COVID19

ენტონი ფაუჩი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს, - განაცხადა ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 02:58

COVID19

დონალდ ტრამპი ამერიკელებს: მომდევნო ორი კვირა ძალიან რთული და მტკივნეული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ მომდევნო ორი კვირა ყველაზე რთული და მტკივნეული იქნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორანგუტანგი წავები

01 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ბელგიის ზოოპარკში ორანგუტანგები და წავები დამეგობრდნენ. ფოტო

ზოოპარკ Pairi Daiza-ში ცხოველები ერთად ცხოვრობენ. ეს პროგრამა იმისთვის შეიქმნა, რომ დატყვევებულმა პრიმატებმა თავი კარგად იგრძნონ. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მათ მუდმივი გართობა და საქმიანობა სჭირდებათ, რადგან ამას დადებითი გავლენა აქვს მათ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

იერუსალიმი

01 აპრილი 2020, 00:50

COVID19

Jerusalem Post: წმიდა ცეცხლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება

ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა კორონავირუსის გამო შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2020, 00:41

COVID19

თეა წულუკიანი: 800 თანამშრომელი დარჩა ციხეში პატიმრებთან ერთად, ეს არის უპრეცედენტო

ჩვენ კვირას დილით, რაკი ვნახეთ, რომ შიდა გავრცელება დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში, გადავედით ციხეების მართვის ახალ ეტაპზე, ჩვენ ეს მანამდე შევიმუშავეთ. შერჩეული გვყავდა საკადრო რესურსიც და მოწყობილი გვქონდა სახელდახელოდ თითოეულ დაწესებულებაში საყაზარმე სივრცე - - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ პატიმრები ციხეში თავს დაცულად გრძნობენ. მისი თქმით, ეს უწყების გამართულად მუშაობის ნიშანია.

01 აპრილი 2020, 00:40

ტაბლოიდი

ცნობილმა ანიმაციურმა პორნოვებგვერდმა უფასო სერვისის ამოქმედების შემდეგ დატვირთვას ვერ გაუძლო

პოპულარულმა ინგლისურენოვანმა ანიმაციურმა პორნოვებგვერდმა Fakku დროებითი ყველა მსურველს უფასო სერვისი შესთავაზა. Vice-ს ცნობით, როცა უფასოდ დაშვების მომსახურება სრულად ამოქმედდა ვებგვერდმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მუშაობა შეწყვიტა.

მტრედი

01 აპრილი 2020, 00:27

COVID19

გერმანიის ქალაქებში მცხოვრებ მტრედებს კარანტინის გამო შიმშილი ემუქრებათ

ბონში ჩამოყალიბებულ ცხოველთა კეთილდღეობის გერმანულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი ასობით ათასი მტრედისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან ისინი საკმარის საკვებს ვერ პოულობენ. ჩვეულებრივ, ქალაქებში მობინადრე ველური მტრედები ადამიანების ნარჩენებით იკვებებიან, ახლა კი, როცა გერმანიის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, შიმშილობენ.

ფრიდონ შუბითიძე

01 აპრილი 2020, 00:13

COVID19

მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის თეორია კვლევებმა უნდა დაამტკიცოს

იმის მიხედვით, თუ რომელ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, ან რა გარემოში ვცხოვრობთ, ჩვენი იმუნური სისტემა შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს მზად სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ თეორიაა, მიდის კვლევები და ალბათ, რამდენიმე ხანში გვექნება საშუალება, უკვე მონაცემებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, მართლაც ასეა თუ არა.

მარინა ენდელაძე

01 აპრილი 2020, 00:09

COVID19

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური

ეს ნამდვილად კარგი მეთოდია და ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. არის რაღაც ნაბიჯები გადადგმული და სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური. იმიტომ, რომ აქ ​ჯი-კლასის ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, პაციენტი რა თქმა უნდა შესწავლილი იქნება. გამოჯანმრთელებულ იმუნოკომპეტენტურ პიროვნებას უკვე უვითარდება ანტისხეულები და პლაზმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ეფექტური და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია და დაწყებულია მუშაობა ამ საკითხზე და მალე გვექნება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა მარაგში - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.