imedi /  28 იანვარი 2020, 19:49 / სანდო წყარო

მედია: ბელარუსში შაქრის ქარხნების დირექტორები გაუჩინარდნენ

ბელარუსი მილიცია

ბელარუსში მოქმედი ოთხი შაქრის ქარხნის დირექტორები ერთდროულად გაუჩინარდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა Tut.by ავრცელებს.

მისი ცნობით, გოროდეის კომბინატის დირექტორი მიხეილ კრიშტაპოვიჩი 24 იანვარს თვითმფრინავიდან, მიუნხენის რეისიდან ჩამოსვეს. 27 იანვარს „სლუცკის შაქრისა და რაფინადის ქარხნის“ დირექტორი ნიკოლაი პრუდნიკი „შვებულებაში გავიდა“, „სკიდელის შაქრის კომბინატის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ეგოროვი „მინსკში, მივლინებაში იმყოფება“, „ჟაბინკის შაქრის ქარხნის“ დირექტორი ვიქტორ მირონოვი კი უბრალოდ სამსახურში აღარ გამოჩენილა.

​გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, შაქრის ქარხნების დირექტორები დააკავეს კორუფციის საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აწარმოებს. ოფიციალური ინფორმაცია ამ საქმეზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. გამოცემის წყაროების განცხადებით, კორუფციის საქმეზე საერთო ჯამში 11 ადამიანია დაკავებული.
 

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 11:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსს 74 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 348 430 კი დაინფიცირდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 74 795-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (16 523) და ესპანეთი (13 341). აშშ-ში ამ დროისთვის 10 943 ადამიანი გარდაიცვალა, საფრანგეთში 8 911, ჩინეთში კი- 3 3331. მსოფლიოში ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 348 430 ადამიანი დაინფიცირდა, 286 567 კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 43 პაციენტია, კვლევაზე 34 ანალიზი იყო გაგზავნილი და აქედან 2-ის პასუხი დადებითი მოვიდა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე პაციენტი არ გვყავს“. - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსში და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყვეს პირველადი საჭიროების დახმარებით, დროებითი თავშესაფრით და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას, ამის შესახებ ინფორმანციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ხელშეწყობას.

კრონავირუსი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 20 ადმიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნაციონალური ცენტრი ავრცელებს.

თამარ ივერი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის. სახალისო ვიდეო

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის, ამას „იმედის დილის“ ეთერში გასული ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ. კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ადამიანების, მათი შინაური ცხოველების ცხოვრების სტილიც შეცვალა, რადგან მათ კარანტინის პერიოდის გავლა თავიანთ პატრონებთან ერთად მეტწილად შინ უწევთ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი არა ერთი სახალისო ვიდო გამოქვეყნდა. ტომი საქართველოში პირველი ცუგაა, რომელიც თვითიზოლაციაში პატონთან ერთად იმყოფება. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კი ვიდეოს თავისი დაუმორჩილებელი კატის შესახებ აქვეყნებს, რომელიც ქუჩაში გაპარვას მაინც ახერხებს.

07 აპრილი 2020, 11:17

COVID19

StopCov ფონდიდან დასაფინანსებელი საჭიროებები მიხეილ დაუშვილმა და სოზარ სუბარმა გუბერნატორებთან ერთად განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

07 აპრილი 2020, 11:04

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება.

07 აპრილი 2020, 11:04

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დადასტურებული COVID-19-ით ინფექციურში ამ ეტაპზე 6 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ორის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი პაციენტისათვის გამოჯანმრთელებაზე ჩატარებულმა საკონტროლო ტესტმა ვირუსის არსებობა კვლავ დაადასტურა, რის გამოც პაციენტები კლინიკაში დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

07 აპრილი 2020, 10:55

COVID19

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უცნობია პაციენტის დაინფიცირების წყარო და ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იკვლევენ.

მეუფე დანიელ დათუაშვილი

07 აპრილი 2020, 10:50

საზოგადოება

მეუფე დანიელ (დათუაშვილი): ყველა, ვინც რისკის ჯგუფშია და რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება

ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა) განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა.

მარინა ეზუგბაია

07 აპრილი 2020, 10:45

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთი აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაინფიცირების წყარო კი აშშ-ში მოგზაურობაა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 79 პაციენტი მკურნალობს, 29 პაციენტი კი განიკურნა.

გიორგი ღვინჯილია

07 აპრილი 2020, 10:44

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი: ყოველდღე ვლოცულობ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდეთ

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებს. ამის შესახებ მან „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

07 აპრილი 2020, 10:43

COVID19

„გორმედის“ ცხელების ცენტრებში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„გორმედის“ ქსელის ცხელების ცენტრებიდან კორონავირუსის ტესტირებაზე გაგზავნილი 3 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი გორის ცხელების ცენტრში, ორი პაციენტი კი ხაშურში იყო მოთავსებული. სამივე პაციენტი ბოქსირებულ პალატებში მოათავსეს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. . ამ ეტაპზე ცხელების ცენტრებისთვის საეჭვო სიმპტომებით ჯერ არავის მიუმართავს.

07 აპრილი 2020, 10:38

COVID19

იანვრის შემდეგ პირველად, ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

6 აპრილს ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული კომისია ავრცელებს. კომისიის არქივის თანახმად, ჩინეთის მთავარობა 22 იანვრის შემდეგ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების რაოდენობას ყოველდღიურად აქვეყნებდა. ქვეყანაში პირველი პაციენტი 11 იანვარს გარდაიცვალა.

არქიმანდრიტი იოანე

07 აპრილი 2020, 10:33

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ვინც უძლურებაშია და ვისაც შიში აქვს, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი არ დაიხურება

როგორც აქამდე, ახლაც ყელაფერს ვასრულებთ იქნება ეს დისტანციის დაცვა, თუ ხატების ხშირი წმენდა. სტიქაროსნებიც ერთჯერადი ჭიქებით არიგებენ სიტკბოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, ვინც უძლურებაშია და შიში აქვს ეკლესიაში მისვლის, შეუძლია სახლში დარჩეს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

07 აპრილი 2020, 10:32

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ინფექციონისტმა თამარ ბადურაშვილმა განუცხადა. „ბოჭორიშვილის კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 39 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებულია. 10 შემთხვევიდან 2 დღეს დაემატა, ახალი პაციენტები არიან. ორივე ჩვენს კლინიკაში წინა დღეებში დადასტურებული პაციენტის ოჯახის წევრები არიან. ათივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთს გამოვყოფდი, რომელიც ამ პაციენტებთან შედარებით მძიმეა. თუმცა, სტაბილურ მდგომარეობას მასთანაც ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ბადურაშვილმა.

07 აპრილი 2020, 10:31

COVID19

გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა

ხარების დღესასწაულს ზეიმობენ გორშიც. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში დილას ადრე დაიწყო, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კი წირვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

ალექსანდრე გოგინავა

07 აპრილი 2020, 10:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა

ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა, თუმცა იმუნურ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება მხოლოდ იმუნიტეტზე არაა დამოკიდებული.

ნინო ლომჯარია

07 აპრილი 2020, 10:19

COVID19

სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარებას შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკარანტინო ზონებში შექმნილი ვითარების შესწავლას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სთხოვს ინფორმაცია მიაწოდონ.

ლევან გოფოძე

07 აპრილი 2020, 10:16

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა „რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 50 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულია. მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება“, - განაცხადა გოფოძემ.