imedi /  01 თებერვალი 2020, 12:24 / სანდო წყარო

არიზონაში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ალ ქაიდა

აშშ-ში, არიზონის შტატში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ერაყის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქალაქ ფინიქსის 42 წლის მკვიდრი, იუსეფ აჰმედ ალ-ნური ერაყის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, სადაც მას 2006 წელს ორი პოლიციელის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

ერაყის ხელისუფლების მტკიცებით, ალ-ნური „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერია. ​ალ-ნურის ერაყში ექსტრადიციის საკითხს ფინიქსის სასამართლო განიხილავს.

როდის და რა მიზნით ჩავიდა ალ-ნური აშშ-ში, პროკურატურაში არ ასახელებენ.

ყველა სიახლე

ტენერიფე კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 16:23

მსოფლიო

ტენერიფეზე ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული

ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ ადეხეს სასტუმრო H10 Costa Adeje Palace-ში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტურისტების იზოლირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთი კვირის წინ ჩამოსულ იტალიის მოქალაქეს 24 თებერვალს კორონავირუსი აღმოუჩინეს.

25 თებერვალი 2020, 16:05

სპორტი

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი გაიმართება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი გაიმართება. ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე „ჩელსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიგაში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მიუნხენელებმა კი ლიგაზე ზედიზედ ექვსი თამაში მოიგეს.

არჩილ თალაკვაძე 
პაველ ვიზდალი

25 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ჰოსნი მუბარაქი

25 თებერვალი 2020, 15:50

მსოფლიო

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლისა გარდაიცვალა

ეგვიპტეს სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კაიროში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია, საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი, H1N1 დაუდგინდა.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

დავით ზალკალიანი: ნატოს მომავალი წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო, როგორც ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ყველაფერს ასრულებს და ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს მომავალი წევრობისთვის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ტოივო კლაარი

25 თებერვალი 2020, 15:02

საქართველო

ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ტოივო კლაარი ამ პოსტზე 2021 წლის 28 თებერვლამდე დარჩება.

25 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2020, 14:55

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი

გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიაში შეხვედრაზე.

25 თებერვალი 2020, 14:35

ძალოვნები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილს სუვენირი აჩუქეს.

ფეზბურთის ფედერაცია

25 თებერვალი 2020, 14:18

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარ სიახლეს მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა წარმოადგენს, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.

25 თებერვალი 2020, 14:05

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ბესო ქვარცხავა

25 თებერვალი 2020, 14:00

ძალოვნები

პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით, მიხეილ კალანდიამ მიაყენა

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, აწ უკვე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, - ამის შესახებ ხორავას საქმის პროკურორმა, ბესო ქვარცხავამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.