imedi /  01 თებერვალი 2020, 13:20 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო მინსკში ჩავიდა

მაიკ პომპეო ალექსანდრ ლუკაშენკო

მაიკ პომპეო
ალექსანდრ ლუკაშენკო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მინსკში ჩავიდა. ეს მაღალი დონის პირველი ვიზიტია უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. 

ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით დაეხმარება. 

როგორც New York Times-ი წერს, ბელარუსი შიშობს, რომ რუსეთი მის ჩათრევას ცდილობს და ნორვეგიიდან გაზის შეძენა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსული მარაგი შეწყდა. 

პომპეომ თქვა, რომ აშშ-ს ვაკუუმის შევსებაში დახმარებას სურს და მინსკში საკუთარი საელჩოს გაძლიერებას გეგმავს. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში თანამშრომლები ამერიკამ 12 წლის წინ შეამცირა. ეს ორი ქვეყანა პირველად 2008 წლის შემდეგ, სექტემბერში შეთანხმდა ელჩების გაცვლაზე.

პომპეო ბელარუსში კიევიდან გაფრინდა. ის მინსკს დღის ბოლომდე დატოვებს.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 13:12

COVID19

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდდადებითი შემთხვევებიდან, 7 პედაგოგია, 1 ფსიქოლოგი, 4 კი დამლაგებელი. აღსანიშნავია, რომ აჭარის სკოლებში გაკვეთილები დისტაციურად ტარდება, მათ მოსწვალეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

23 სექტემბერი 2020, 12:53

ეკონომიკა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:44

საზოგადოება

თბილისის მერიამ და „ნიუ დეველოპმენტმა“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს

დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „,ნიუ დეველოპმენტთან“. ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტებზე უშუალოდ სამუშაოები განახლდეს. ამ მშენებლობის დასრულებას 400 ოჯახი ელოდება და 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

კახა კალაძე: 900-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დავუკანონეთ

საცხოვრებლების დაკანონების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 900-მდე ოჯახს უკვე დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები და ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა იგეგმება. სამშობიარო სახლში ჯამში 25 პაციენტია.

მაია ხერხეულიძე

23 სექტემბერი 2020, 12:33

საზოგადოება

პედიატრი: წელს განსაკუთრებული ზამთარი გველის

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან. დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ, რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, - განაცხადა პედიატრმა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა

ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლება მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 18 სექტემბერს გაფორმდა.

ოთარ კახიძე

23 სექტემბერი 2020, 12:23

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ბრალდებას პასუხობს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ევროპული საქართველო“ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მათი პარტიის სახელს იყენებს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 12:11

COVID19

დონალდ ტრამპი: სათანადოდ რომ არ გვემოქმედა, ახლა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს მიაღწევდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

შოთა არველაძე

23 სექტემბერი 2020, 12:05

COVID19

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკური მედია ავრცელებს.

23 სექტემბერი 2020, 12:04

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, COVID-19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან 14 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ხოლო 2 ხაიშის თემის მკვიდრია, ხოლო ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოსული, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

ბინაზე მკურნალობა

23 სექტემბერი 2020, 12:04

COVID19

ბათუმში კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბინაზე უკვე რამდენიმე პაციენტი მკურნალობს და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რატი იონათამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 12:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ეს საარჩევნო კამპანია ძალიან ბევრი პარადოქსით გამოირჩევა

„ზუსტად ამ ჟანრის გაგრძელებაა, როდესაც ადამიანი, რომელიც საკრედიტო პოლიტიკას ეწეოდა ათწლეულების განმავლობაში, დღეს მევახშეების მიმართ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. შარჟია ჩვეულებრივი ეს ყველაფერი და საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი მოსახლეობა აირჩევს მას, ვინც ყველაზე მეტად არის ახლოს ჩვენი მოსახლეობის გამოწვებებთან და ვისაც აქვს უნარი საქართველო კიდევ უფრო დააახლოვოს ევროინტეგრაციასთან“, - მიიჩნევს დეპუტატი.

23 სექტემბერი 2020, 11:58

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 210 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 210 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 47,877 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 942 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,026.

23 სექტემბერი 2020, 11:58

საზოგადოება

გამოვიყენოთ თუ არა პირბადე 2 წლამდე ბავშვებში

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც და ამისთვის დღეს რაც გვაქვს და ამაზე უკეთესი დაცვა კორონავორუსისგან ჯერ არ გაგვაჩნია, ეს არის პირბადე“.

23 სექტემბერი 2020, 11:52

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველა არსებული შემთხვევების კონტაქტია. კონკრეტულად კი ოქროს ბირჟისა და ერთ-ერთი მაღაზიის კონტაქტები, რომელთა ნაწილიც თვითიზოლაციასა და კარანტინში იყო. ამ დროისთვის იმერეთის კოვიდ-კლინიკებში სხვადასხვა რეგიონიდან 288 პაციენტი მკურნალობს, მათგან 150-ზე მეტი შემთხვევა იმერეთშია დადასტურებული.

23 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

ბოლო 24 საათში აჭარაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში 480 პაციენტია მოთავსებული. 22 სექტემბერს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 11:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პოლიტიკაში 47 თვის განმავლობაში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წლის განმავლობაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ყოფნისას უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა.