imedi /  15 თებერვალი 2020, 19:24 / სანდო წყარო

ბერლინის ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ბერლინი სროლა

შემთხვევის ადგილი

ბერლინის ცენტრში, კროიცბერგის რაიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაჭრილია. ამის შესახებ პორტალი Local ბერლინის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, სროლა საკონცერტო-სპორტულ დარბაზთან „ტემპოდრომთან“ მოხდა, სადაც თურქული კომედიური შოუ "Güldür Güldür Show" მიმდინარეობდა. ინციდენტის შემდეგ ყველა მაყურებლის ევაკუირება მოხდა.

დაღუპულია 42 წლის კაცი, დაჭრილების მდგომარეობა კი მძიმეა. პოლიციის განცხადებით, სროლა რამდენიმე ადამიანმა გახსნა. ადგილზე 200-მდე სამართალდამცველია მობილიზებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

ოლივიე ვერანი

24 სექტემბერი 2020, 13:15

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მარსელსა და გვადელუპის ზღვისიქითა დეპარტამენტში ყველა რესტორანი და ბარი დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

კახეთი

24 სექტემბერი 2020, 13:00

COVID19

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაგეგმილია ინფიცირებულების სპეციალიზირებულ კლინიკაში მოთავსება და კონტაქტების მოძიება. ბოლო მონაცემებით, რეგიონში COVID-19 სულ 43 ადამიანს დაუდასტურდა. მოქალაქეების ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტემბერს მოეწყო, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს.

ევროპა ლიგა

24 სექტემბერი 2020, 12:57

სპორტი

დღეს ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

დღეს ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც მეორე ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა, სტუმრად ესპანეთში „გრანადას“ შეხვდება . „გრანადა“ ამ დროისათვის ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ლიდერია.

ჯოგური იმუნიტეტი

24 სექტემბერი 2020, 12:55

COVID19

კვლევა: ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქის მოსახლეობამ კორონავირუსისადმი ჯოგური იმუნიტეტი გამოიმუშავა

„ინფექციის ბუნებრივი გავრცელების გზით ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა სტრატეგია არ არის. ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ მთავრობამ ვირუსი ვერ გააკონტროლა და საფასური დაკარგული სიცოცხლეებით გადაიხადა“, - დაწერა მიკრობიოლოგიის პროფესორმა ფლორიან კრამერმა Twitter-ზე.

24 სექტემბერი 2020, 12:35

მსოფლიო

ევროკავშირი: ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ ცნობს. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2020, 12:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა

საქართველოს მომავალი სიძლიერე და ეკონომიკური კეთილდღეობა ზღვას უკავშირდება. საქართველო ზრუნავს საკუთარი საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაზე და ამასთან, საქართველოს, როგორც IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) წევრ ქვეყანას თავისი კონტრიბუცია შეაქვს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. საქართველო იყო ერთ-ერთი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მხარდაჭერა გამოუცხადა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ქვეყნის საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო საზღვაო დღე მიულოცა.

კორონავირუსი ისრაელი

24 სექტემბერი 2020, 12:25

COVID19

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება

25 სექტემბრიდან ისრაელში ორი კვირით სრული კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ერგნეთი

24 სექტემბერი 2020, 12:25

რეგიონი

ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს

ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 97-ე შეხვედრა იმართება. ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ასევე განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინცინდენტებს.

24 სექტემბერი 2020, 12:24

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 1300-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან 22 შემთხვევაზე დადებითი პასუხი მიიღეს. გუბერნატორის ინფორმაციით, 11 შემთხვევაში დაინიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. დანარჩენი დადასტურებული შემთხვვები კი უკვე არსებულ კოვიდინფიცირებულთა კონტაქტებია. სულ იმერეთის კოვიდკლინიკებში, სხვადასხვა რეგიონიდან 300 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 160 შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი.

24 სექტემბერი 2020, 12:17

COVID19

12 ივლისის შემდეგ რუსეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა

12 ივლისის შემდეგ რუსეთში კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 149 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,948-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 929,829 პაციენტი.

ბირკიანი

24 სექტემბერი 2020, 12:04

სამართალი

სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი პოლიციამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავა

გამოძიება 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს ედავება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში ტურისტული მარშრუტით გადაადგილებისას შეხვდა. დაკავებული შშმ პირია და მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 12:02

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში OGP-ს სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

რესან კონცელიძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 11:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილისთვის საქმეზე, ძალადობისთვის, ძალადობის ორგანიზების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ე.წ. ოქროს მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება. მისი ადვოკატის განმარტებით ის ყველა დეტალზე ისაუბრებს. ირმა ჭკადუას თქმით ბრეგვაძემ არ იცის კონკრეტული პირები შესაბამისად ვერავის ამოიცნობს, იცის მხოლოდ მათი რაოდენობა რადგან ბნელოდა.

24 სექტემბერი 2020, 11:44

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ კორონავირუსზე 631 ნიმუში გაიტესტა, მათგან ხუთი დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ახალი შემთვევებიდან 4 ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი საბერიოდან გადმოსული მოქალაქეა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200-ზე მეტი ანალიზის კვლევა.

uncle bens რებრენდინგი

24 სექტემბერი 2020, 11:43

მსოფლიო

კორპორაცია Mars-ი ბრენდს Uncle Benʼs სახელწოდებას და ლოგოტიპს შეუცვლის

„ვაცნობიერებთ უთანასწორობას, რომელიც ბრენდის სახელწოდებას და სახეს უკავშირდება და როგორც ივნისში აღვნიშნეთ, მზად ვართ შევიცვალოთ“, - განაცხადეს კომპანიაში.

24 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,372 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,372 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 188,106 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 52 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,757-მდე გაიზარდა, ჯამში 83,458 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი შერმადინი

24 სექტემბერი 2020, 11:33

სპორტი

გიორგი შერმადინი „ბილბაოსთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ლიგა „ენდესას“ მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარმა“ სტუმრად „ბილბაო“ 81:70 დაამარცხა.

24 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 374 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 374 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 48,251 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,266.