imedi /  17 თებერვალი 2020, 13:58 / სანდო წყარო

ინდოეთში ქალი სამხედროები მაღალი თანამდებობების დაკავებას შეძლებენ

ინდოეთი ჯარი ქალები

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობების დაკავების უფლება მიეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.

ქვეყანაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. კომისიისთვის მიმართვის უფლება ნებისმიერ ქალ სამხედროს ექნება.

მთავრობა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოსამართლემ მთავრობის არგუმენტებს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული უწოდა.

„ქალების ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მათ უფლებებთან არაფერი აქვთ საერთო. ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბაქოში, უახლოეს მომავალში კი სომხეთში ჩავა

„რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი არის, რომ იმ ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ ორი ქვეყნის ლიდერს შორის, ამაში რაღაც სასარგებლო წვლილი, თუნდაც მცირედი, ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს. რა თქმა უნდა, მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები. ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც გვაქვს კარგი ურთიერთობა და რაც მთავარია, ნდობა ჩამოყალიბებული. როცა ნდობა არსებობს ქვეყნებსა და ლიდერებს შორის, ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან. სომხეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

29 სექტემბერი 2021, 00:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს გახარიას სააკაშვილი

გიორგი გახარიამ ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა - ასეთი ღალატის შემდეგ როგორ უნდა ენდოს ვინმე მას? ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს მას სააკაშვილი. როგორ შეიძლება კაცი იყოს პრემიერ-მინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი? ამაზე სჯობს, თავად გახარიას ჰკითხოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:53

პოლიტიკა

პრემიერი პრეზიდენტის მიერ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ განცხადებაზე: ეს მისი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება გულისხმობდა 2024 წელს

„ეს არის მისი პირადი მოსაზრება, შეიძლება მისი სურვილიც არის. არ ვიცი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება. წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება მას მხედველობაში ჰქონდა რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ამ პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შეიძლება ამას გულისხმობდა. მე არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან. როცა დაბრუნდება მექნება საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონმა ადამიანმა 4 წლით მოგვცა მანდატი, ამის გარდა სხვა დათქმა არ არსებობს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება

ჩვენ დღეს ვიხილეთ ბოლო კვლევები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი. მზარდი რეიტინგი აქვს ჩვენს პარტიას. აღარაფერ შუაშია 43%, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ეს იყო ანტიკონსტიტუციური და უსამართლო ჩანაწერი. მაშინ მე განმარტება გავაკეთე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ვეცით პატივი და მხედველობაში მივიღეთ ზოგადი პოლიტიკური ფონი. გვინდოდა, რომ პოლარიზაცია დაგვესრულებინა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ეს ბლეფი და მორიგი გათამაშება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ზოგად სიტუაციას და გვინდოდა სიტუაციის დამშვიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში?

დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა მას თბილისის მერად?“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 23:45

მსოფლიო

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი დაბლოკა

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ისევ უნდათ სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი

თუ ისევ უნდათ, სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების, ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი, მათი არჩევანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში

„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს ადამიანი. მით უმეტეს, პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ამიტომ მან ფული არ მისცა საკუთარ გუნდს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ორ თუ სამ მის ლობისტს. რატომ არის საინტერესო? მით უმეტეს არჩევნების წინ, ჩვენ მოსახლეობას უნდა ველაპარაკოთ ჩვენს გეგმაზე, ჩვენს ხედვაზე, განვითარების გეგმებზე და ა.შ. უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღეს. ეს უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.​

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია

„მისი საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის ნიკა მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. მეტს გეტყვით, რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ჩამოვა. თვითონაც ამბობდა, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან არ დააფინანსა საკუთარი პარტია და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, ამ მიზნით თქვა რომ ჩამოვა. ჩამოვიდეს, რას იმუქრება?“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილზე: ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ

„სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: გვაქვს ერთი გეგმა - კანონის აღსრულება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა

ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა: კანონის აღსრულება. ჩვენ კომპრომისს არ ვუშვებთ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.

28 სექტემბერი 2021, 23:16

სამართალი

გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ჯენ ფსაკი

28 სექტემბერი 2021, 23:12

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცი რომ დაეტოვებინა, შედეგად ომს მივიღებდით

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ „თალიბანთან“ ომში იქნებოდა, 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში რომ დაეტოვებინა.

ზურაბ ჩიკვილაძე; კახა კალაძე

28 სექტემბერი 2021, 23:09

პოლიტიკა

მომავალ წელს ივერთუბანში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრეს.

კონსტანტინე შარაშენიძე

28 სექტემბერი 2021, 22:54

სამართალი

სასამართლომ ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ ოზურგეთის მოქმედი მერი და ოპოზიციის კანდიდატი მერის არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო. შარაშენიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერიის თანამშრომლების ერთი ნაწილი უკანონოდ შეკრიბა, რითაც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 93-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.

ზურაბ ჩიკვილაძე

28 სექტემბერი 2021, 22:53

პოლიტიკა

ზურაბ ჩიკვილაძე: ზემო ჩუღურეთში ყველა ქუჩა მოვაწესრიგეთ და გავანათეთ

დღეს ვერავინ იტყვის, რომ ჩუღურეთში რომელიმე ქუჩა მოუწესრიგებელი და გაუნათებელია, - ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან ერთად, სოციალური ქსელში ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჩუღურეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

28 სექტემბერი 2021, 22:46

COVID19

CDC: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები მეორე დოზის შემდგომი გვერდითი მოვლენების მსგავსია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ.