imedi /  28 თებერვალი 2020, 10:07 / სანდო წყარო

ბელარუსში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბელარუსი

ბელარუსში კორონავისურის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ირანელ ტურისტს დაუდგინდა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლიეტუვაშიც დაფიქსირდა. ვირუსი 39 წლის ქალს აქვს, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონიდან დაბრუნდა.

კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოპდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს.

2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.

05 აგვისტო 2026, 20:46

სამართალი

ფიქტიური კონტრაქტი ბინადრობის მოწმობის სანაცვლოდ - სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმე გახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელი.

05 აგვისტო 2026, 20:36

ჯანდაცვა

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დიუშენის სინდრომის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამაში რთავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

05 აგვისტო 2026, 20:33

მსოფლიო

ამერიკული მედია: ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 20:31

საზოგადოება

განათლების რეფორმის ახალი ეტაპი - ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში და სასკოლო ფორმები საჯარო სკოლებში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა უმაღლესი განათლების რეფორმა. ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში. სოხუმის უნივერსიტეტმა აგრარული დარგების პროგრამებზე აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. პარალელურად, ზუგდიდისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ტურიზმის დარგი დაემატა.

05 აგვისტო 2026, 20:16

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთზე გაითიშა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 19:51

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შემცირებაზე: არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები, გარდა ახლო აღმოსავლეთისა - შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი გახდეს

უკრაინამ შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის იმაზე ნაკლები რაკეტა მიიღოს, ვიდრე ესაჭიროება - ამის მიზეზი, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მცდელობა იყოს, გახადონ კიევი დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

05 აგვისტო 2026, 19:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს

„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

05 აგვისტო 2026, 19:29

სამართალი

პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 აგვისტო 2026, 19:20

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 19:14

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ

უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

05 აგვისტო 2026, 18:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2026, 18:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

05 აგვისტო 2026, 18:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩ მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

მაკრონი: კიევსა და კიევის ოლქში რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა - ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია

კიევსა და კიევის ოლქში რუსეთმა კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა - ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

05 აგვისტო 2026, 17:59

სამართალი

ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ აღკვეთეს სამართალდარღვევის ფაქტი.

05 აგვისტო 2026, 17:57

სამართალი

სოციალურ ქსელში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ირაკლი გობაძე 1000 ლარით დაჯარიმდა

სოციალურ ქსელში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ირაკლი გობაძე 1000 ლარით დაჯარიმდა

05 აგვისტო 2026, 17:54

მსოფლიო

NBC News: პენტაგონი აშშ-ის ახალ ბირთვულ სტრატეგიას ამზადებს ჩინეთთან ან რუსეთთან შესაძლო რეგიონული ომის შემთხვევისთვის

NBC News-ის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის შეკავების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ახალ ბირთვულ სტრატეგიაზე მუშაობს.

დავით მათიკაშვილი

05 აგვისტო 2026, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე პოზიორობა

„რა ყრილობაზეა ლაპარაკი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური თვალსაზრისით საბოლოო დღეები დათვლილი აქვს. მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოებიდან არ აქვთ. სრული არეულობა და ქაოსი აქვთ ე.წ. პარტიაში, ამ ყველაფრის ფონზე რა ყრილობა უშველით?“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.