imedi /  29 თებერვალი 2020, 14:29 / სანდო წყარო

ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი 

მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი 

ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ The Independent-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს, დილით დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა.

თუმცა BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 210 ადამიანი გარდაიცვალა. 25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შესაძლოა ირანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

რესპუბლიკური საავადმყოფო

08 აპრილი 2020, 15:39

COVID19

რესპუბლიკური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

რესპუბლიკური საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატიდან ორი პაციენტი მოიხსნა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისთვის კლინიკაში 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა ავღნიშნო ერთი სასიხარულო ფაქტი. ეს ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე აღარ არის და მხოლოდ ვენტილაციაზე იმყოფებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მდგომარეობიდან გამოვიდნენ“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

მიგრანტები იტალია

08 აპრილი 2020, 15:22

COVID19

იტალია ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს

„COVID 19-ის გამო მიღებული კარანტინის პერიოდში იტალიის პორტები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებითაც ადგილი უსაფრთხოდ ჩაითვლება“, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ დეკრეტში.

08 აპრილი 2020, 15:19

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და დამატებითი მობილიზაცია ჯერ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების რესურსის დეფიციტი არ არის.

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 15:07

პოლიტიკა

კახა კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება. კალაძის განცხადებით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. „პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ქობულეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო

„საბჭომ იმსჯელა და დღეის მდგომარეობით, ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება და მოკვლევა კონტაქტების. შეიძლება, ჩვენ დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე. რაც შეეხება ვანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გამკაცრებულ ზომებს, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. უკვე გამოკვლეულია 5 000 ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ვანში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი ეწყობა, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ავტომანქანა გაკონტროლდება, ასევე მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო თერმოსკრინინგს. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 70 წელს გადაცილებულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზი აუღეს მის მეუღლესაც, რომლის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. კაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ დაადგინონ ქალბატონის დაინფიცირების პირველწყარო და მისი კონტაქტები, რომლებიც სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია.

08 აპრილი 2020, 15:04

COVID19

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა კარანტინში გადაყვანის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მოხდება მათი საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

აცრა

08 აპრილი 2020, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პნევმოკოკზე აცრა შესაბამისი პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ერთი თვის განმავლობაში ასობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3 500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: PCR-ტესტების საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი

„ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ქვეყანაში არის 2 ათასი, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განმარტა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:45

COVID19

დავით ზალკალიანი: ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვანში 5 ათასი მოქალაქეა გამოკვლეული

ვანში ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

08 აპრილი 2020, 14:38

COVID19

ჯანმო დაფინანსების შემცირების თაობაზე ტრამპის მუქარას პასუხობს: ახლა ამის დრო არ არის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაფინანსება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უნდა შეამციროს. ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს. „ჩვენ ახლა პანდემიის მწვავე ეტაპზე ვართ - ახლა არ არის დრო, რომ დაფინანსება შემცირდეს”, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ

„ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას. ჩვენ ასევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დავაფიქსირებთ პაციენტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, როლებიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, - განმარტა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:33

COVID19

დავით ზალკალიანი: თუ წარმოადგენთ ერთ მგზავრს, რომელმაც სპეცრეისით ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მზად ვარ პასუხი ვაგო

ძალიან მკაცრად კონტროლდება საბჭოს მხრიდან, რომ ავიაბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

08 აპრილი 2020, 14:32

ეკონომიკა

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს. ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

გიორგი ღვინჯილია

08 აპრილი 2020, 14:30

COVID19

გიორგი ღვინჯილია: აქ თავს ყველა დაცულად ვგრძნობთ, ნურაფრის შეგეშინდებათ

„ჩემთან ახლო კონტაქტში მყოფი 10-ზე მეტი პირი შემოწმდა და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა სპორტსმენმა გიორგი ღვინჯილიამ POSTV-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა. ღვინჯილიამ სამეგრელოს რეგიონში მისი მოგზაურობის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენა და საავადმყოფოში მოხვედრამდე მის სიმპტომებზეც ისაუბრა. კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის განცხადებით, როგორც ყველა ისიც თბილისიდან რეგიონში, ზუგდიდში ჩავიდა. შემდეგ სოფლებში: ლიასა და მიქავაში იმყოფებოდა, სადაც ახლობლის საფლავზეც იყო გასული. ღვინჯილიას თქმით, იგი დაწესებულ რეგულაციებს ყველგან იცავდა.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აპრილი 2020, 14:26

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: თუ უკიდურესი აუცილებლობა არ მოითხოვს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავეთ

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის და მათი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. მან ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ის ასევე მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ მოითხოვს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:22

COVID19

დავით ზალკალიანი: 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება

10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 14:22

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

„6 და 7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან ნახევარზე მეტი, 40 კომპანია არის ის, ვისაც დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა დროებით და მათ შემოიტანეს განაცხადი აპლიკაციის სახით და მოითხოვეს აღდგენა ბიზნეს საქმიანობის. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი. მიეცათ გარკვეული დრო, რომ მათ ეს ხარვეზები გამოასწორონ და ამის შემდეგ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, განმეორებითი შემოწმების შედეგები იქნება უფრო უკეთესი და ეს კომპანიებიც შეძლებენ, რომ ყველა ხარვეზი აღმოფხვრან და სრულიად დაცულები იყვნენ ისინიც და მათ თანამშრომლებიც ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან“, - აღნიშნა თურნავამ.