imedi /  02 აპრილი 2020, 11:34 / სანდო წყარო

სირიაში ომის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა

სირია

მარტში სირიაში მხოლოდ 103 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამის შესახებ Deutsche Welle ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. 51 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი ნაღმების აფეთქებამ, წამებამ და მკვლელობებმა იმსხვერპლა. ერთი ადამიანი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა შორის 9 არასრულწლოვანი და 16 ქალია.

ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიანობის თვალსაზრისით ქვეყანაში 2016 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ალეპოს პროვინციაში საბრძოლო მოქმედებებს 1 590 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:35

COVID19

გიორგი გახარიამ ოპოზიციას კორონავირუსის გამო სხვა ქვეყნებში დაწესებული ჯარიმები გააცნო

„რა თქმა უნდა, 3 ათასი ლარი დიდი ჯარიმაა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეკომენდაციები უკვე აღარ მუშაობდა და მოქალაქეები რთულად იჯერებდნენ, რომ ეს მათთვის საციცოცხლო რისკია, იძულებულნი გავხდით, შემაკავებელ ინსტრუმენტებად გამოგვეყენებინა ჯარიმები“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:32

COVID19

პრემიერი: ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა. ვიდეო

„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ამ სეროპრევალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ინფიცირებულ რეგიონში სეროპრევალენტური კვლევა და ეს სეროპტრევალენტური კვლევა ტარდება შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით, აჩვენა, რომ დახურულ ინფიცირებულ რეგიონებშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის გამოკვლევა და სრულად სუფთა რეგიონშიც, არ დავასახელებ რომელში, იქაც. რეალურად, 2 G და M ანტისხეულის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ენტონი ფაუჩი

27 მაისი 2020, 18:31

COVID19

ენტონი ფაუჩი: ამერიკელებს მოვუწოდებ, საჯარო ადგილებში ყოფნისას პირბადე აუცილებლად ატარონ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ ამერიკელებს მოუწოდა, საჯარო ადგილებში ყოფნისას პირბადე აუცილებლად ატარონ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს

„520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრად გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეველოპმენტის და სამშენებლო სექტორის დახმარების შემდგომ, შემდეგი სექტორული ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტემის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:26

COVID19

გიორგი გახარია: სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, რადგან არავის არაფერი დაუშავებია

სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, უბრალოდ არავის არაფერი არ დაუშავებია. საბედნიეროდ არავის უყიდია უვარგისი ტესტები, ამ პროცესში გამოწვევები სხვდასხვა იყო- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დასმული კითხვის საპასუხდო განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეალურად ეს ადამიანები დასჯას არ იმსახურებდნენ.

27 მაისი 2020, 18:25

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება

კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სწრაფად, სანამ სტრუქტურირებული იქნებოდა სისტემურად სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით, რომ ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა. ორი მიმართულება იყო ეს - კომუნალურები და კრედიტები. კომუნალურები მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ. ვნახოთ ეს ფინანსური შედეგები როგორი გვექნება. კრედიტის მოსმახურების ნაწილში გაგრძელება იქნება”, - განაცხადა პრემიერმა.

გიროგი გახარია

27 მაისი 2020, 18:19

სამართალი

გიორგი გახარია ფარცხალაძის დაჯარიმებაზე: ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დააჯარიმეს. „ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:15

პოლიტიკა

გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიცია მთავრობასა და ეკლესიას შორის კონფლიქტის გაჩენის მიზანშეწონილობას ხედავდა

„თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდნენ, რომ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ცდილობდით ამას. ყოველ შემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად, შეხედეთ, რა მოხდა. მარტივი რაღაც მოხდა. ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა უბრალოდ, ენდო ხელისუფლებას და მთავრობას და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:13

COVID19

გიორგი გახარია: თუ შემოდგომაზე მეორე ტალღა იქნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი

„დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანა ყველას უნდა ესმოდეს და ეს მინდა პირველ რიგში ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, ეს 3-4 თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომაზე, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი“.

27 მაისი 2020, 18:09

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. აღნიშნული შეთანხმება 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:01

საზოგადოება

გიორგი გახარია: თეატრი სპეციფიკური ჟანრია, იქ დრამაა, სხვადასხვა სცენა არსებობს, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ

ჩვენ გვესმის რომ სასურსათო უსაფრთხოება უსაფრთხოებაა, მაგრამ ადამიანს სულიერი საზრდოც სჭირდება, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც რისკები არ შევქმნათ, - ამით უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თეატრის გახსნასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

დმიტრო კულება

27 მაისი 2020, 18:00

პოლიტიკა

დმიტრო კულება: დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო მიზნები - ეს არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება და ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნულიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული წერილით კულება თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კრისტინ ლაგარდი

27 მაისი 2020, 17:59

COVID19

კრისტინ ლაგარდი: კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12%-ით შემცირდება

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12%-ით შემცირდება.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:57

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, სიმღერას, ღვინოს და სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა

ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს სიმღერას, ჩვენს ღვინოს და სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არაფერი დამირღვევია, რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ საგანგებოს გამოცხადების დროს პარლამენტში მოსულიყო საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იძლევა ასეთ შესაძლებლობას. მე არაფერი დამირღვევია. რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ საგანგებოს გამოცხადების დროს მოსულიყო საპარლამენტო მდივანი. მე ეს შესაძლებლობა კანონის უბრალოდ გამოვიყენე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „მაშინაც, როდესაც კანონის ამ შესაძლებლობას ვიყენებდი, ვიცოდი, რომ მოვიდოდი თქვენთან, როდესაც ეს პროცესი დასრულდებოდა და წარვსდგებოდი იმ ანგარიშით, რომელიც გავაკეთე დღეს. რამდენიმე მიზეზი მქონდა ამისთვის. პირველი, რომ კანონს არ ვარღვევდი. მეორე, რომ მართლა დაძაბული გრაფიკი იყო და მესამე - პროცესში აქ დგომა, მაშინ როდესაც იყო შუა პროცესი და ძალიან გახურებული იყო ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ზედმეტი ემოციები ჩემთვისაც და თქვენთვისაც იქნებოდა არასასურველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მერწმუნეთ, წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება

მერწმუნეთ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ დამკვირვებლების ჩამოსვლა არ შეფერხდეს.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:45

პოლიტიკა

გიორგი გახარია სალომე სამადაშვილს: მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ იტყუებით

„კითხვის აი ასეთი პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი მოსახლეობის 60% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საბედნიეროდ, არსებობს სხვა, ბევრად უფრო დამაჯერებელი კვლევებიც, რომლებშიც 70, 75 და 80%-ს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა, როგორც ნატოში გაერთიანების, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის არ ჩამოსულა“, - განაცხადა პრემიერმა.

ქვეშის ციხე

27 მაისი 2020, 17:44

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:40

პოლიტიკა

პრემიერი სამადაშვილს: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო დროს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ, რომელიც სინამდვილეში არ გაქვთ

„ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც შეაფასებენ კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავთ, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:39

COVID19

გიორგი გახარია: მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენმა ოლიმპიელებმა ვარჯიში და წვრთნა გააგრძელონ

საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენს ოლიმპიელებს, იმ 200 ადამიანს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური საგზური, შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები იმისთვის, რომ ივარჯიშონ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.