23 აპრილი 2020, 17:00 / სანდო წყარო

ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად ასამართლებენ

ბაშარ ალ-ასადი

ბაშარ ალ-ასადი

გერმანიის სასამართლო, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებით, სირიის საიდუმლო პოლიციის ორ წარმომადგენელს ასამართლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უყენებენ ბრალს. ამის შესახებ cp24 წერს.

საქმე ეხება სირიის სამოქალაქო ომის დროს, დამასკოს მახლობლად მდებარე ალ-ხათიბის ციხეში ადამიანთა წამების შემთხვევებს. 57 წლის ანვარ რ. და 43 წლის ეიად ა. 2019 წელს გერმანიაში დააკავეს. ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ჩვენებას რამდენიმე სირიელი ლტოლვილი მისცემს. მათი განცხადებით, ისინი სირიის ციხეში აწამეს.

ასადის რეჟიმი ადამიანთა წამების გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2017 წელს სირიის ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მაშინ თეთრის სახლის ადმინისტრაციამ მომხდარი სირიელი ხალხის მიმართ ძალადობად შეაფასა და ქვეყნის მთავრობას იქამდე არსებული სანქციებიც გაუგრძელა.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 11:05

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკთან 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.

არქივი

08 ივლისი 2020, 10:55

თავდაცვა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა. ქართულ ქვედანაყოფს მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობა ბაგრამის საავიაციო ბაზის აეროპორტში დახვდა.

მონტენეგრო

08 ივლისი 2020, 10:55

COVID19

საქართველოდან მონტენეგროში ჩასულები ქვეყანაში შესვლას დამატებით შეზღუდვების გარეშე შეძლებენ

ევროკავშირის ქვეყნების გარდა მასში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც მონტენეგროში ჩასულებს არც კორონავირუსზე ტესტის შედეგის წარდგენა და არც კარანტინის გავლა მოუწევთ.

სპორტდარბაზი

08 ივლისი 2020, 10:49

საზოგადოება

სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. უწყების მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან ერთად, აუცილებელია ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და იკრძალება საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ლენი კრავიცი

08 ივლისი 2020, 10:44

კულტურა

ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით მსოფლიო ტური - HERE TO LOVE აღარ გაიმართება

ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით მსოფლიო ტური - HERE TO LOVE აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს. მომღერალმა ტურის გაუქმების შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა. „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური - HERE TO LOVE აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“, - ნათქვამია ლენი კრავიცის მიერ გავრცელებულ წერილში.

ბელგრადი

08 ივლისი 2020, 10:41

მსოფლიო

ბელგრადში არეულობების შედეგად 43 პოლიციელი და 17 დემონსტრანტი დაშავდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კომენდანტის საათის დაწესებას არეულობა მოყვა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 43 პოლიციელი და 17 დემონსტრანტი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

კორონავირუსი უკრაინა

08 ივლისი 2020, 10:35

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 23 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 306-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 23 119 პაციენტი.

08 ივლისი 2020, 10:35

რეგიონი

სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი ლოკალიზებულია

სოფელ ხაიშთან ხანძრის სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება.

ნუკრი ქანთარია

08 ივლისი 2020, 10:30

პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია: დაარქვეს „ძალა ერთობაშია“ მაგრამ ძალა იქ საერთოდ არ ჩანდა

„იქ რამდენიმე ერთ კაციანი პარტიაა მიწებებული. ბუნებრივია, ბლოკად გასვლის შემთხვევაში თუ არ ვცდები ათამდეა, მაშინ 11 პროცენტი მოუწევთ გადალახვა და ალბათ ამ მიზნით დაიშლებიან“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

08 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა

მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა, რის შემდეგაც, სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული, ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი.

ფილიპ მონგიო

08 ივლისი 2020, 10:24

მსოფლიო

საფრანგეთში მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი, რომელიც მათ პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა

საფრანგეთში მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს. ინციდენტი ქალაქ ბაიონაში 5 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის მძღოლმა ავტობუსში ასულ 5 ადამიანს პირბადის გაკეთბისკენ მოუწოდა, თუმცა მგზავრებმა მის შენიშვნას ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მგზავრებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

08 ივლისი 2020, 10:24

რეგიონი

წინანდლის „რედისონ ქოლექშენში“, ხანძრის შემდეგ მხოლოდ სასტუმროს თანამშრომლები იმყოფებიან

წინანდლის „რედისონ ქოლექშენში“ ხანძრის ლიკვიდაცია გვიან ღამით დასრულდა. ამ წუთებში ადგილზე მხოლოდ სასტუმროს თანამშრომლები იმყოფებიან. ადმინისტრაციამ დამსვენებლები იმავე სოფელში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელში“ წუხელვე გადაანაწილა.

ალექს პულინი

08 ივლისი 2020, 10:20

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონი სნოუბორდში ალექს პულინი 32 წლისა გარდაიცვალა

ავსტრალიელი სპორტსმენის ქუინსლენდის შტატის სანაპიროზე, შუბით თევზაობისას დაიღუპა. თვითმხილველებმა მისი ცხედარი წყლიდან ნაპირზე გაიტანეს, სადაც ექიმები მისი გულის ამუშავებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

08 ივლისი 2020, 10:19

სპორტი

„მილანმა“ ტურინის „იუვენტუსი“ 4-2 დაამარცხა

როსონერიმ იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4-2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ „სან სიროზე“ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მე-2 ტაიმში გუნდებმა 6 გოლის გატანა მოახერხეს. ტურინელთა მხრიდან ანგარიში რაბიომ გახსნა, ხოლო შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მე-2 გოლის გატანა მოახერხა. „მილანის“ მხრიდან გოლები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ფრანგ კესიმ, რაფაელ ლეაომ და ანტე რებიჩმა გაიტანეს.

08 ივლისი 2020, 09:57

პოლიტიკა

მთავრობამ საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ რამდენიმე სახელმწიფოსთან კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწია

ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ. ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კორონავირუსი

08 ივლისი 2020, 09:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

08 ივლისი 2020, 09:32

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას სულ მცირე 3 პოლიციელი დაიღუპა და 18 დაშავდა. თავდასხმა ყანდაღარის პროვინციაში პოლიციის შენობაზე მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი TOLO News ავრცელებს.

იაპონია, წყალდიდობა, არქივი.

08 ივლისი 2020, 09:16

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობას 57 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი წვიმების შედეგად, წყალდიდობას იაპონიაში 57 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2020, 09:02

COVID19

უკრაინაში 13 ფეხბურთელი COVID19-ით დაინფიცირდა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოთამაშე ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ 13 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

08 ივლისი 2020, 08:50

რეგიონი

თელავში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თელავში, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.