აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები მდინარე ელბაზე ამერიკული და საბჭოთა ძალების შეხვედრის 75 წლის იუბილეს ეხმაურებიან
დონალდ ტრამპი
ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Facebook
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მდინარე ელბაზე ამერიკული და საბჭოთა ძალების შეხვედრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„2020 წლის 25 აპრილს სრულდება 75 წელი ამერიკული და საბჭოთა ძალების ისტორიული შეხვედრიდან, როდესაც მდინარე ელბაზე ჯარისკაცემბა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ეს მოვლენა ნაცისტური რეჟიმის დამარცხების საწინდარი გახდა. შეხვედრა მდინარე ელბაზე გაეროს 1942 წლის დეკლარაციის ფარგლებში გაერთიანებული ქვეყნებისა და ერების უდიდესი ძალისხმევის კულმინაციას წარმოადგენდა. ერთობლივი ბრძოლას მილიონობით ჯარისკაცის, მეზღვაურისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პუტინისა და ტრამპის ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრა ელბაზე წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის გზით საერთო მიზანს მიაღწიონ.
ყველა სიახლე
08 ოქტომბერი 2024, 18:11
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ
ჩვენ დღეს ვაცხადებთ და საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვან დაპირებას ვიძლევით, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გვექნება პენსიების ამბიციური ზრდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
08 ოქტომბერი 2024, 18:08
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება იმ მაჩვენებლების, რომელზეც ვსაუბრობდით არ გვექნება
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება იმ მაჩვენებლების, რომელზეც ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა არ გვექნება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
08 ოქტომბერი 2024, 18:05
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი და ეკონომიკის ზრდა არ გვექნება
„ჩვენი გეგმა არის ძალიან დეტალური და კონკრეტული. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო დაპირებები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვესმის, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს არის ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც იმ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, რომელზეც პრემიერ საუბარი ჰქონდა. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ბევრი დაპირება შეიძლება გაიცეს, მაგრამ ამ დაპირების საფუძველი რა არის, ეს არის მნიშვნელოვანი“.
08 ოქტომბერი 2024, 18:01
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: 6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში ბინებს
„არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
08 ოქტომბერი 2024, 17:57
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას
მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
08 ოქტომბერი 2024, 17:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით
„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
08 ოქტომბერი 2024, 17:54
მსოფლიო
პუტინი ალიევსა და ფაშინიანს კრემლში ცალ-ცალკე შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან. ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. პუტინმა პირველი შეხვედრა ალიევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. შემდეგ კრემლის ლიდერი ფაშინიანს შეხვდა.
08 ოქტომბერი 2024, 17:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა
ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
08 ოქტომბერი 2024, 17:35
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის მემკვიდრე სავარაუდოდ ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას მემკვიდრე ჰაშემ საფი ად-დინი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰეზბოლა“ - ეს ულიდერო ორგანიზაციაა. ნასრალა ლიკვიდირებულია, მისი შემცვლელი სავარაუდოდ ასევე ლიკვიდირებულია. ეს უდიდეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ხდება. ვერავინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერავინ მოქმედებს“, - თქვა გალანტმა. მისი აზრით, ისრაელის მოქმედებას ახლა მთელი ახლო აღმოსავლეთი ადევნებს თვალს. „როცა ლიბანის თავზე კვამლი გაიფანტება, ირანში მიხვდებიან, რომ მათ „ჰეზბოლას“ სახით ყველაზე ღირებული აქტივი დაკარგეს“, - დასძინა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
08 ოქტომბერი 2024, 17:34
არჩევნები 2024
ოთარ შამუგია: 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც მიმართული იქნება სწორედ სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაზე, ფერმერების მხარდაჭერაზე
3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც მიმართული იქნება სწორედ სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაზე, ფერმერების მხარდაჭერაზე, - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით.
08 ოქტომბერი 2024, 17:34
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიაზე: მისი ამომრჩევლებიც კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი გადამგდებია
საზოგადოება, მისი ამომრჩევლებიც კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი გადამგდებია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.
08 ოქტომბერი 2024, 17:28
არჩევნები 2024
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ევროკავშირის კანდიდატ ძალიან ბევრ ქვეყანას გავასწრებთ და დავუახლოვდებით წევრ ქვეყნებს. ეს გულისხმობს გაზრდილ ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება 2028 წლისთვის
„ყველა ის ამოცანა, რომელსაც საზოგადოებას ვეუბნებით, აუცილებლად შესრულდება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში 130 მილიარდზე მეტი იქნება 2028 წლისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე დოლარებზე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 36 ათას დოლარამდე ავა. ჩვენ ძალიან ბევრ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას გავასწრებთ და დავუახლოვდებით წევრ ქვეყნებს. ეს გულისხმობს გაზრდილ ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება 2028 წლისთვის და გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვიძლია ბევრ ამოცანას ვუპასუხოთ. ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, თავდაცვითი და ა.შ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 17:21
არჩევნები 2024
სოფელ კალაურში ჩასულ გვარამიას პარტიის წევრებს ადგილობრივი მცხოვრები დაუპირისპირდა
სოფელ კალაურში ჩასულ გვარამიას პარტიის წევრებს ადგილობრივი მცხოვრები დაუპირისპირდა. მან გვარამიას მიერ ღვინოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და პარტია „ახალის“ წევრებს უთხრა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ მათ კახეთში ჩასვლის უფლება არ აქვთ.
08 ოქტომბერი 2024, 17:20
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ოზურგეთში აგრძელებს
პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, დავით დარჩიასთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
08 ოქტომბერი 2024, 17:16
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ - მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ოტოლაძეების, ტაკიძეების, დანდალოსა და გოგიაშვილების მოსახლეობას შეხვდა.
08 ოქტომბერი 2024, 17:15
მსოფლიო
სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგი თავმჯდომარე გახდება. ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მშვიდობის შენარჩუნებას მივუძღვენი. ჩემთვის დიდი პატივია გავხდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, და ჩემი წვლილი შევიტანო „მშვიდობაში დიალოგის გზით“, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
08 ოქტომბერი 2024, 17:06
ეკონომიკა
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ვირჯინია მესინა.
08 ოქტომბერი 2024, 17:03
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
08 ოქტომბერი 2024, 16:57
საზოგადოება
ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.
08 ოქტომბერი 2024, 16:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ნინოწმინდის სოფლების: გორელოვკის, ორლოვკის, ეფრემოვკის, ჟდანოვის, სპასოვკისა და სამების მოსახლეობას შეხვდა.