imedi /  08 მაისი 2020, 21:09 / სანდო წყარო

მომდევნო კვირას მაიკ პომპეო ისრაელში ვიზიტით გაემგზავრება

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მომდევნო კვირას ისრაელში ვიზიტით გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე ეს აშშ-ის მთავრობის წევრის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

მომდევნო კვირას ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობა ფიცს დადებს და მოვალეობების შესრულებას შეუდგება. მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელურ მხარესთან კორონავირუსთან ბრძოლის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და რეგიონში ირანის საქმიანობის საკითხებს განიხილავს.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა

ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიზნესის მიერ გაკეთებულ შემოწირულობებზე განაცხადა. „როდესაც ბიზნესი ახორციელებს თანხის შეწირვას კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის ძალიან კარგი. ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, ბიზნესს ართმევდა, ოჯახებს აუბედურებდა, კლავდნენ, აწამებდნენ.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 15:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე 8 ტყუილზე ირაკლი კობახიძის რეპლიკას პასუხობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში 8 სიმართლე ისროლა. რომან გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

29 მაისი 2020, 15:47

COVID19

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა და ცენტრებმა

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში. არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:44

პოლიტიკა

კახა კალაძე Gorbi-ის კვლევაზე: სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, ამას უნდა შენარჩუნება

მე სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ამას უნდა შენარჩუნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. „საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ დაინახა, როგორ ზრუნავს ხელისუფლება მათზე, როგორი დამოკიდებულება აქვს მთავრობას ადამიანების მიმართ.

ირმა ინაშვილი

29 მაისი 2020, 15:40

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის ხსენებისას პარტია დააკონკრეტონ

„ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები. მე ვთვლი, რომ რეალური ოპოზიცია პარლამენტში დღეს ვართ „საქართველოს პატრიოტები“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:36

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონმა რომანმა ბრძანა ტყუილი, 427 206 ადამიანს სახელმწიფომ სოციალური დახმარება უკვე ჩაურიცხა

ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია - თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, ლოგიკურია

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის ქვეშ, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია, რომ თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტურად ლოგიკურია.

29 მაისი 2020, 15:34

მსოფლიო

მინეაპოლისში საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავა

აშშ-ში ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ჩართვისას დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად CNN-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:32

საზოგადოება

კახა კალაძე: მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამისთვის გულწრფელი მადლობა საზოგადოებას

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მიმართულებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. კალაძე აცხადებს, რომ თუ დისტანციის დაცვის აუცილებლობა გახდება საჭირო, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

29 მაისი 2020, 15:26

ეკონომიკა

რა რეკომენდაციების დაცვით უნდა იმუშაონ კვების ობიექტებმა

ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდების ერთ მაგიდასთან განთავსება.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 15:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 5 წუთის განმავლობაში რომან გოცირიძემ 8 ტყუილის თქმა მოასწრო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, 5 წუთში 8 ტყუილი თქვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონი რომან გოცირიძე მთავაზობდა სამშენებლო კომპანიებისა და მოქალაქეების ისევე მიტოვებას, როგორც მათ მიატოვეს ისინი 2008 წლის კრიზისის შემდგომ

„ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი“.

29 მაისი 2020, 15:20

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 15:16

პოლიტიკა

ნათია თურნავა: დემაგოგიურ შეკითხვაზე პრემიერის პასუხისმგებლიანი პასუხი მოვისმინეთ

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. არასდროს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს. ეს პრობლემა ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებს აწუხებთ. მაგრამ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვითარება გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:11

პოლიტიკა

გიორგი გახარია ოპოზიციაზე: ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

29 მაისი 2020, 15:07

პოლიტიკა

38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა

38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან ფული არ ჰქონოდათ ამოსაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 14:59

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანაა მსოფლიოში

2 დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის 11-საათიანი მოხსენება, თუმცა ვერ მოვისმინეთ ვერ ერთი ზუსტი და დამაიდებელი პასუხი, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს, მხარდაჭერასა და დახმარებას მოუტანდა- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ

ჩჟაო ლიცზიანი

29 მაისი 2020, 14:53

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჰონგ-კონგის საკითხზე პოლიტიკური მანიპულაციები

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის წინააღმდეგ ყველა საჭირო კონტრზომას მიიღებს, თუ ამერიკული მხარე ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას განაგრძობს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:50

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

თორნიკე შენგელია

29 მაისი 2020, 14:47

სპორტი

Eurobasket.com-ის მიერ გამოქვეყნებულ საუკთესოთა სიაში თორნიკე შენგელია მოხვდა

Eurobasket.com-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათამაშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. ამ შემადგენლობაში არის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია. შენგელია დასახელდა ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე საშუალოდ: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი იყო. ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, 25 მაისს კი, სეზონი გაუქმდა.