imedi /  09 მაისი 2020, 13:38 / სანდო წყარო

აშშ-მა პანდემიის დროს მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუცია დაბლოკა

გაერო

აშშ-მა დაბლოკა კენჭისყრა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლობას რეზოლუციის არსებული მონახაზი არ აკმაყოფილებს. დელეგაციის წევრებმა გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენ 14 წევრს განუცხადეს, რომ მიმდინარე პროექტს მხარს ვერ დაუჭერენ. ჟურნალისტებთან საუბარში კი ამერიკელმა დიპლომატებმა დააზუსტეს, რომ ამის მიზეზი ჩინეთთან უთანხმოებაა, რადგან პეკინი გამუდმებით ბლოკავდა კომპრომისული ვარიანტებს, რომლებიც საბჭოს რეზოლუციის მიღების საშუალებას მისცემდა.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

რას ყვებიან თვითმხილველები დმანისში მომხდარ ინციდენტზე

„იმედის კვირა“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებს შეხვდა, რომლებმაც გაიხსენეს, რამ გამოიწვია დაპირისპირება. ამასთან, შემთხვევის ადგილთან ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს როგორ იწყებს დაპირისპირებას ქალბატონი, რომელიც ზურგიდან უახლოვდება სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს და უმიზეზოდ ურტყამს ხელებს ზურგში.

ლიუის ჰემილტონი

26 სექტემბერი 2021, 20:01

სპორტი

ლიუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ში თავისი მეასე რბოლა მოიგო🏎️🏆

გამოცემის ინფორმაციით, ჰემილტონისთვის ეს ფორმულა 1-ში საიუბილეო, მეასე გამარჯვებაა. მეორე ადგილი რბოლაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, მესამე კი კარლოს საინსი გახდა („ფერარი“).

მხედვარი ჰენრი კევილი

26 სექტემბერი 2021, 19:30

კულტურა

Netflix-მა „მხედვარის“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

მეორე სეზონი 8 სერიისგან შედგება. მთავარ როლებს სერიალში ჰენრი კავილი, ანია ჩალოტრა და ფრეია ალანი ასრულებენ. მეორე სეზონი Netflix-ზე 17 დეკემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 19:03

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წინასაარჩევნო პარტიული შეხვედრები დაასრულეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და უმრავლესობის წევრი სუმბატ კიურეღიანი სამცხე ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ახალციხეში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ალან ლანკასტერი

26 სექტემბერი 2021, 18:30

კულტურა

ჯგუფის Status Quo წევრი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა

ლანკასტერმა Status Quo 1962 წელს, გიტარისტ ფრენსის როსისთან ერთად დააფუძნა. ჯგუფმა 33 ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმაც 110 მილიონს გადააჭარბა. მათი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: In The Army Now, Down, down, Rockin' All Over the World.

26 სექტემბერი 2021, 18:01

კულტურა

მსოფლიო ვარსკვლავები 24-საათიან საერთაშორისო ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ვიდეო

ფესტივალში მონაწილეობას 60-ზე მეტი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. შოუ შაბათს ელტონ ჯონმა გახსნა, რომელმაც პარიზში, ეიფელის კოშკის წინ იმღერა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია გაეროს Youtube-არხზე მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2021, 17:41

მსოფლიო

ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა ქალია

არჩევნები ქვეყანაში გუშინ ჩატარდა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.

თორნიკე რიჟვაძე

26 სექტემბერი 2021, 17:12

რეგიონი

ბათუმში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში 40 ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერების კუთხით ძალიან დიდი და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:59

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა ასევე, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:52

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

პრინცი ამილახვრის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო. როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, „ტვ პირველის“ ეთერში მან თქვა, რომ „პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა“.

26 სექტემბერი 2021, 16:41

რეგიონი

სამეგრელოში, ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის, მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებენ

სამეგრელოში, წუხელ, ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის, მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებენ. ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი

მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა კრიმინალი სააკაშვილთან დაახლოებულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე პასუხად, წინასაარჩევნოდ კალაძესთან დაახლოებული კრიმინალები რატომ გააქტიურდნენ.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გახარია არ არის თავის ამპლუაში და იძულებით არის ჩართული იმ პროცესში, საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა

გუშინ, მისი განცხადებებით გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, არის რეალური. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა მან, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციები არის ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა

„მანამდე იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო და გასული კვირის განმავლობაში დღეს არ აცდენენ პროვოკაციის გარეშე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და ხელოვნურად არ შექმნან სურათის გაფუჭების გარკვეული საბაბი. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად უნდა მიუდგნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, საარჩევნო პროცესის ჯანსაღად წარმართვის ინტერესებს , თუმცა მათგან ამის მოლოდინი, ბუნებრივია, არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან „ოცნებობდა“ იმაზე, რომ გახარიას იმედები გაემართლებინა

გახარია უკვე სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც სრულიად არ შედის მის ინტერესებში“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.

26 სექტემბერი 2021, 15:40

რეგიონი

თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

26 სექტემბერი 2021, 15:35

მსოფლიო

მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული შენობის მილიარდერი ბინადრები მშენებელ კომპანიას უჩივიან

აუტანელი ხმაური, გაუმართავი ლიფტები და სადრენაჟო სისტემა - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობის მილიარდერი მცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შენობის პრობლემები „საფრთხეს უქმნის და აწუხებს“ ბინადრებსა და სტუმრებს.

26 სექტემბერი 2021, 15:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

26 სექტემბერი 2021, 15:08

ეკონომიკა

100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში, ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.