ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო
ვლადიმერ პუტინი
ემანუელ მაკრონი
ვერსალის სასახლეში საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო.
მაკრონის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს პუტინის პირველი ვიზიტია საფრანგეთში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს შეხვედრა დაძაბული იქნება, ვინაიდან ცოტა ხნის წინ მაკრონმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა.
დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც სიცილიაზე რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მაკრონმა განაცხადა:
"რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია იმიტომ, რომ არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო საკითხებისა, რომლებიც რუსეთთან მკაცრი დიალოგის გარეშე არ მოგვარდება", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით BBC გამოყოფს რუსეთისა და ირანის მიერ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერას და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას. 2014 წელს, ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს საფრანგეთმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა რუსეთის ქმედებებს.
გარდა ამისა, შეხვედრა საინტერესო იქნება იმითაც, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვლადიმერ პუტინი გამოხატულად უჭერდა მხარს მაკრონის მთავარ ოპონენტს მარინ ლე პენს - პუტინმა ლე პენი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში ოფიციალური ვიზიტითაც კი მიიღო. ამასთან, წინასაარჩევნო პერიდში, ლე პენის პარტიამ რუსული ბანკებისგან მრავალრიცხოვანი ფულადი სესხი მიიღო.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის იური უშაკოვის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ლაპარაკი შეეხება სირიასა და ანტიტერორისტულ ოპერაციებს, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ამასთან, პუტინის ვიზიტი ვერსალში ემთხვევა რუსეთის იმპერატორის პეტრე პირველის საფრანგეთში განხორციელებულ პირველ ვიზიტს, რომელიც 300 წლის წინ გაიმართა.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 18:49
ეკონომიკა
ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს
ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
28 ივლისი 2026, 18:45
მსოფლიო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.
28 ივლისი 2026, 18:38
მსოფლიო
აშშ-ის სენატორთა ორპარტიული ჯგუფი ირანისა და რუსული ენერგომატარებლების მყიდველების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე შეთანხმდა
აშშ-ის სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს რუსული ენერგომატარებლების მსხვილი მყიდველებისა და ირანის წინააღმდეგ.
28 ივლისი 2026, 18:33
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ ძალიან გვინდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე ამის თანხმობას არ იძლევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ეკონომიკური და ენერგეტიკული შეშფოთებებით არის განპირობებული.
28 ივლისი 2026, 18:28
კულტურა
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაგა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
28 ივლისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, იქნება 3 000-მდე ვაკანსია
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
28 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან
ევროკავშირს, საქართველოს თანაბარ პარტნიორად აღქმაზე უარი დიდი ხანია ნათქვამი აქვს. ყველაზე კარგი მაგალითია ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში რა პროცესებს ვადევნებდით ქვეყნის შიგნით თავს. იყო მათ მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა რევოლუციური მცდელობა და ეს კიდევ ერთხელ არის დამაფიქრებელი იმაზე, თუ რა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.
28 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას
სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
28 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკაში“.
28 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს?
უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას
„ის 78-ე მუხლი და ხელისუფლების მიერ გაცხადებული გეგმა ევროკავშირში 2030 წელს ინტეგრაციის შესახებ, ნაკლებად სავარაუდო და რეალისტურია დღევანდელი მოცემულობით, რადგან ვხედავთ, რომ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება. პირიქით, სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც. ასევე, მზარდი მილიტარისტული განწყობები, რაც შეინიშნება უკვე ევროკავშირის პოლიტიკოსებში, ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას“, - აცხადებს ქიზიყურაშვილი.
28 ივლისი 2026, 17:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი დაიწყო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეიდან ამერიკის მთავრობამ ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
28 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: სარისკო არაფერია თვითონ იდეაში. საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა
რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.
28 ივლისი 2026, 17:47
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეაპოლის უნივერსიტეტის აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა
მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში. 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტრომ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიანიჭა მხატვრულ თარგმანში.
28 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული
შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები და არასწორად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე საკითხებს. ეს საკითხები არის სამართლებრივი საკითხები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგთან ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული. ასე რომ ევროპული პრაქტიკაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
28 ივლისი 2026, 17:38
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
28 ივლისი 2026, 17:38
ჯანდაცვა
საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნა
28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას ირანში არსებული ხიდების განადგურება ერთ საათში შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, თუ ის ირანის დაბომბვის განახლებას კვლავ დააპირებს, პრაქტიკულად ერთ საათში ყველა ხიდს გაანადგურებს.
28 ივლისი 2026, 17:31
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი!
ახალგაზრდული მოძრაობა „ეროვნული თაობის“ დაფუძნებას ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნულ მოძრაობას სწორედ ახალგაზრდები აფუძნებენ. მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილში არსებობდა განცდა, რომ ახალგაზრდები ეროვნულ ღირებულებებს შორდებოდნენ, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს წარმოდგენა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას.
28 ივლისი 2026, 17:28
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გუშინ ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან ცუდად აიტაცეს და თქვეს, რომ თითქოს, ეს იქნება ძალადობრივი ქმედებებით - ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ
ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა და ღირებულებები ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშეც დავიცვათ, - განაცხადა მოძრაობა „ეროვნული თაობის“ წევრმა გიორგი ქართველიშვილმა.


