imedi /  21 მაისი 2020, 08:00 / სანდო წყარო

ციკლონ „ამფანს“ ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

ციკლონი ამფანი

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონამფანის“ შედეგად. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ცნობით, განადგურებულია კომუნიკაციები და ათასობით სახლი.
ციკლონის ძირითადი დარტყმა ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ შტატ დასავლეთ ბენგალიაზე მოხდა, სადაც სტიქიას სულ ცოტა 10 ადამიანი ემსხვერპლა.

„შოკში ვართ, ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება. ციკლონმა უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, ვიდრე COVID-19-მა“, - განაცხადა დასავლეთ ბენგალიის მთავარმა მინისტრმა მამათა ბენერჯიმ.

ციკლონის დაწყებამდე, სახიფათო ზონებიდან, ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლებამ 3 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეტეოროლოგების მონაცემებით „ამფანი“ ბენგალის სრუტეში ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ციკლონია. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.

ყველა სიახლე

ლუგარის ლაბოარტორია

27 მაისი 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია

არაერთხელ განგვიცხადებია და არ დავიღლებით, ამის საჯაროდ განცხადებაში, რომ ლუგარის ლაბორატორია არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ საგარეო საქმება მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

27 მაისი 2020, 16:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი არ შესწირავს და არ დაეხმარება პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით

ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შესწირავს და არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით,- ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "ჯეო გრუპთან" და ტენდერებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას. „იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას, ვინც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს, არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერებს იგებს კომპანიები ტენდერების საფუძველზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფილიპ რიკერი

27 მაისი 2020, 16:41

საზოგადოება

ფილიპ რიკერი: აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშოროსო სამართლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ერთიან ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ახლა კი ჩვენ ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას“, - ამბობს რიკერი.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 16:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოციალური მედიის პლატფორმებს მკაცრ რეგულაციებს დავუწესებთ ან საერთოდ დავხურავთ, თუ კონსერვატორების ხმების ჩახშობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს მკაცრად დაარეგულირებს ან საერთოდ დახურავს, თუ კონსერვატორების ხმების ჩახშობას განაგრძობენ.

ამირან გამყრელიძე

27 მაისი 2020, 16:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: მუდმივი მზადყოფნის რეჟიმი ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა

ამ პანდემიამ მსოფლიოს ანახა, რომ მზადყოფნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი საფრთხეებისათვის არის და იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური ჯანდაცვისთვის -ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ავტოსაგზაო შემთხვევა

27 მაისი 2020, 16:36

სამართალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 26 წლის კაცი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 26 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზარტკეცილზე მოხდა. ქვეითს მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მერაბ ქვარაია

27 მაისი 2020, 16:34

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: როდესაც ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, გიჩნდება სურვილი, მათ წარსული გაახსენო

„როდესაც ხედავ, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე საუბრობენ - გიჩნდება სურვილი მათ წარსული გაახსენო. როდესაც ოპოზიცია ვერ ხედავს ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის და მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ, რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ ეკონომიკური კრიზისის დროს“.

27 მაისი 2020, 16:31

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მთავრობამ შედეგი დადო და საზოგადოებამ ამის მიხედვით უნდა იმსჯელოს და არა იმ პოლიტიკური სპეკულაციებით, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში იყო ყოვლისმომცველი, ის შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

გენადი მარგველაშვილი

27 მაისი 2020, 16:28

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების და ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული პროექტის საერთაშორისო აღიარებას გაუსვა ხაზი. „ბატონო პრემიერო, ყველაზე მეტად გეთანხმებით იმ მიმართულებით, რასაც თქვენ კრიზისული გამოწვევის შესაძლებლობა უწოდეთ და რაც ყველაზე მკაფიოდ და ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა. ცხადია გამოწვევები არ დასრულებულა, მაგრამ ის რესურსი, რაც დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა, გვაძლევს განათლების ფორმების ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ დაიხვეწება, მოხდება რა მისი სრული შერწყმა ახალი სკოლის მოდელთან. აღნიშნული ძალის აღიარება მოხდა არაერთგზის, რომელიც აისახა ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო დოკუმენტში, კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ საქართველო და ფინეთი ამ მიმართულებით პირველ ადგილზე დააყენეს. არის კიდევ მეოთხე შემფასებელი და ეს არის ოპოზიცია, რომელსაც სიტყვაც არ უთქვამს, რაც ერთის მხრივ, ერთგვარი შეფასებაა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.​

მანუჩარ მარკოიშვილი

27 მაისი 2020, 16:20

სპორტი

მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო სუპერლიგის 2020/21 წლების სეზონიდან „ტიტების“ მთავარი მწვრთნელი იქნება

საკალათბურთო სუპერლიგის 2020/21 წლების სეზონიდან „ტიტების“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი იქნება. მარკოიშვილი ლაშა-გიორგი გამყრელიძეს ჩაანაცვლებს. გამყრელიძე კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავებს. მანუჩარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტია. ხოლო თბილისის „ტიტებში“ სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ახალი სეზონიდან დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს.

პოლ პეკერი

27 მაისი 2020, 16:18

პოლიტიკა

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი პოლ პეკერი: საქართველოს დიდი ხანია აქვს წოდება „მართალი ხალხთა შორის“

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“ - ასე მიულოცა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელმა, შეერთებული შტატების საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარემ პოლ პეკერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ეროვნული ბანკი

27 მაისი 2020, 16:13

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ლიცენზირება და რეგისტრაციისთვის განაცხადის მიღების ვადას ახანგრძლივებს

საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ბანკის განცხადებით, აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო საფინანსო მიმართულებას: საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად, საკრედიტო კავშირად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაცია/ ლიცენცირებისთვის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანას.

რატი იონათამიშვილი

27 მაისი 2020, 16:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე

მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ დღეზე ილაპარაკონ, ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

გუგული მაღრაძე

27 მაისი 2020, 16:09

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე: ხელისუფლებამ ათასობით ქართველი ჩამოიყვანა თავის სამშობლოში, მაშინ, როდესაც ტრამპს 3 ათასი ამერიკელის სამშობლოში დაბრუნება წარმატებად მიაჩნდა

„დაცულობა და ნდობა ჩანს იმაში, თუ რამდენი ათასი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან. ხალხი მიდის იქ სადაც არის დაცული. ხელისუფლებამ ათასობით ქართველი ჩამოიყვანა თავის სამშობლოში, როდესაც ტრამპი ამბობდა რომ 3 ათასი ამერიკელი დააბრუნა სამშობლოში და ეს წარმატებად მიაჩნდა“, - აღნიშნა მაღრაძემ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 16:09

COVID19

გიორგი გახარია: 112 იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე

„როდესაც ჯანდაცვის სისტემა შეფასდა და შიდა გადაცემამ სწრაფი ზრდა დაიწყო, ჩვენ მივხვდით, რომ ჯანდაცვის სისტემის დასაცავად ინფიცირებულთა ზეწოლისგან უნდა გაგვეკეთებინა რამდენიმე ბარიერი. პირველი ბარიერი ეს იყო - 112“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 16:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ტურისტული კომპანიებისა და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა

ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ზაზა გაბუნია

27 მაისი 2020, 15:59

პოლიტიკა

ზაზა გაბუნია: ოპოზიციამ აბსურდის მიღწევის საკითხში საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა

„უკვე აშკარაა, რომ ოპოზციის მიზანი გახლავთ გააბუნდოვანოს საკითხი, დაამძიმოს სურათი და შეგნებულად თუ შეუგნებლად ერთმანეთში აურიოს საკითხები, რომ უბრალოდ არ შედგეს დისკუსია, არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც, დიახ, არის პროგრესი, არის გამარჯვება, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ირმა ინაშვილი

27 მაისი 2020, 15:55

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუმსუბუქოთ ადამიანებს ჯარიმებით გამოწვეული ძალიან დიდი ტვირთი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსის გამო შემნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის პრობლემურია.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 15:46

პოლიტიკა

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე მეტად დასჭირდება

მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ, stopcov ფონდში გაწეულ დონაციასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა ამ დონაციას გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესომბუდსმენს stopcov ფონდის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

ელენე ხოშტარია

27 მაისი 2020, 15:42

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია მთავრობას კორონავირუსის ოფიციალურ სტატისტიკაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მინიშნების გაკეთებას სთავაზობს

„აბსოლუტურად მესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდინფიცირებულის აღრიცხვა ტექნიკურად შეუძლებელია, მაგრამ ეგებ გაგვეკეთებინა, რჩევის სახით მინდა გითხრათ, მინიშნება, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ არ იყოს სურათი, რომ საერთოდ გამოტოვებულია ეს ორი ტერიტორია“, - აღნიშნა ხოშტარიამ.