IMEDI /  23 მაისი 2020, 17:59 / სანდო წყარო

კიევის პოლიცია „ოპოზიციური პლატფორმის“ ოფისთან აფეთქებას არ ადასტურებს

კიევში, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცოხლისთვის“ ოფისთან აფეთქებას კიევის პოლიცია არ ადასტურებს. ინფორმაციას unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც „ნაციონალური კორპუსის“ აქტივისტები იყვნენ, პარტიის ოფისთან კვამლის გამომწვევი შაშხანები ისროლეს.

მანამდე გავტცელდა ინფორმაცია, რომ კიევში, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცოხლისთვის“ ოფისთან აფეთქება მოხდა.

პარტიის პოლიტსაბჭოს ვიქტორ მედვეჩუკი ხელმძღვანელობს. ამავე დროს ვიქტორ მედვეჩუკი პრორუსული მოძრაობა „უკრაინის არჩევანის“ ლიდერია.

ყველა სიახლე

RyanAir

03 ივლისი 2020, 21:14

მსოფლიო

ბერლინი-ათენის რეისით მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბერლინიდან ათენის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად ქალაქ სალონიკში დაეშვა.

პოლიცია

03 ივლისი 2020, 21:07

სამართალი

დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

03 ივლისი 2020, 21:03

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შეიძლება არ დადგეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შეიძლება არ დადგეს.

დავით ჭაკუა

03 ივლისი 2020, 20:55

სამართალი

პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა გადმოიყვანეს. პენიტენციურ დაწესებულებაში მას 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ გადაიყვანენ - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 20:34

საზოგადოება

თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თაოსნობით ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „შშმ პირებთა შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რომელიც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.

03 ივლისი 2020, 20:33

სამართალი

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადავარდა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადავარდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ირაკლი ჩილინგარაშვილი

03 ივლისი 2020, 20:17

სამართალი

ირაკლი ჩილინგარაშვილი: ჭაკუა ამბობდა, რომ პოლიტიკურად დევნიდნენ, თუმცა გერმანულმა სასამართლომ ეს არგუმენტები არ გაიზიარა

დავით ჭაკუა ამბობდა, რომ პოლიტიკურად დევნიდნენ და მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობდა, თუმცა გერმანულმა სასამართლომ არ გაიზიარა ეს არგუმენტები და თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა.

03 ივლისი 2020, 20:10

სამართალი

გენერალური პროკურატურა: ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოშია ეტაპირებული

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების თაობაზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ელენა ზელენსკი

03 ივლისი 2020, 20:10

COVID19

უკრაინის პირველი ლედი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, პირველი ლედი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

03 ივლისი 2020, 20:00

პოლიტიკა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“-ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა

2020 წლის 3 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“- ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა. ციფრულ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს.

გორი ვახტანგ გომელაური

03 ივლისი 2020, 19:59

რეგიონი

ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად გორში იმყოფება. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1-ელ ივლისს მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რომელიც მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

03 ივლისი 2020, 19:59

COVID19

ჯანმო: თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

03 ივლისი 2020, 19:56

სამართალი

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუა საქართველოშია. მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

03 ივლისი 2020, 19:51

პოლიტიკა

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება და განთავსდება ვებგვერდზე.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას

კარლ ჰარცელი, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას მიესალმება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას. „საარჩევნო კოდექსი ის პროექტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობოებთან და სხვადასხვა მხარესთან ერთად, წელიწადზე მეტხანს განვიხილავდით. ეს დამღლელი პროცესი იყო.

საარჩევნო უბანი

03 ივლისი 2020, 19:46

საზოგადოება

რას ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა.

კრისტიან ურსე

03 ივლისი 2020, 19:44

პოლიტიკა

კრისტიან ურსე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნები საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. „მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:43

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის

მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის. გულწრფელად რომ ვთქვა, გამიჭირდებოდა ახსნა, საქართველო რომ ამ სიაში არ მოხვედრილიყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

03 ივლისი 2020, 19:41

COVID19

საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამოგზაურო დერეფნის სია წარადგინა, რომელიც 59 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ინგლისში ჩასვლისას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. „მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ ახლა შესაძლებელია ამ ზომების მოხსნა ინგლისში და ჩვენ სამოგზაურო დერეფანი შევქმენით ზოგიერთი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში საქართველო არ მოხვდა. ასევე, აშშ-ის მოქალაქეებს ინგლისში გამგზავრების შემთხვევაში ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

შსს

03 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა. ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.