imedi /  30 მაისი 2020, 08:59 / სანდო წყარო

უკრაინაში მასობრივ ჩხუბში 3 ადამიანი დაიჭრა

უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ხალხმრავალი დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხუბში 67 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილიც სანადირო თოფებით იყო შეიარაღებული.

კონფლიქტის მიზეზი ბროვარი-კიევის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის სფეროში ლეგალურად და არალეგალურად მომუშავე ჯგუფებს შორის ბიზნესის გადანაწილება გახდა. დაკავებულია 22 ადამიანი, ამოღებულია 16 თოფი.

„ბროვარსა და კიევს შორის მგზავრთა გადაყვანის ბიზნესის შემოსავალი დღეში დაახლოებით 600 ათასი გრივნაა, წელიწადში - 220 მილიონი. ამ ბაზარზე მოქმედებენ როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ამ ბიზნესში არსებული არალეგალური ფულისთვის დაუპირისპირდნენ და ბანდიტები დაიქირავეს, როგორც ეს 90-იანებში ხდებოდა. 3 დაჭრილი საავადმყოფოშია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

14 ივლისი 2020, 14:15

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება საწარმო, რომელიც სამი ათას სამუშაო ადგილს შექმნის

პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი, რამოდენიმე მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი, მართლაც დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში იქმნება, შენდება საწარმო, რომელიც შექმნის 3 ათას სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, რუსთავში „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს - „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

14 ივლისი 2020, 14:14

ეკონომიკა

რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა იწყება, სადაც 3000 ადამიანი დასაქმდება

რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა იწყება. სამკერვალო საწარმო კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ბაზაზე იხსნება. ღონისძიებას ესწრებიან პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი. როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება.

აქცია სოფელ თოხლიაურში

14 ივლისი 2020, 14:12

რეგიონი

საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა

საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე სოფელ თოხლიაურში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მათი განცხადებით, 2016 წელს აღიარების კომისიის მიერ ათი ჰექტარი მიწა მათ გარეშე, ფარულად გასხვისდა.

14 ივლისი 2020, 14:09

სამართალი

შს სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 14:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტარების ანგარიშში ვერ აისახებოდა სიტყვა პოლიტპატიმარი, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის ინტერპრეტაცია

რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების ანგარიშში ვერ აისახებოდა ვერც სიტყვა პოლიტპატიმარი და ვერც კონკრეტული სახელი და გვარი, რადგან ეს იყო ნაციონალური მოძრაობისა და მისი კლასტერის ინტერპრეტაცია. ნაგულისხმევი სიტყვა შემოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე იმისთვის რომ საზოგადოება ყოფილიყო შეცდომაში შეყვანილი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

ალეხანდრო გომესი

14 ივლისი 2020, 14:00

სპორტი

იტალიის სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა

იტალიის სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა. „ატალანტას" 32 წლის არგენტინელი შემტევი ტიპის ნახევარმცველის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში უკვე 16 საგოლე პასია, რაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ბოლო 16 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

14 ივლისი 2020, 13:57

ეკონომიკა

რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 13:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებას უნდა მივცეთ უფლება, რომ არეგულიროს კრზისი

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროქტი წარადგინა. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

კახა კუჭავა

14 ივლისი 2020, 13:55

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენი ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების ანგარიშში პოლიტიკური პატიმრები ნახსენები არ არის

ანგარიშის საბოლოო კენჭისყრა სესიაზე იქნება სექტემბერში და დაახლოებით 1 თვე გვაშორებს სიმართლის გასაგებად, რა წერია ანგარიშში. მანამდე ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არ არის ანგარიშში, საერთოდ არ არის დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრები ნახსენები, არც ერთი გვარი არ არის ნახსენები - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

14 ივლისი 2020, 13:49

საზოგადოება

პროკურატურა მზადაა, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 13:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ და მემორანდუმს ხელს ამიტომ არ აწერთ

„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ, რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ?!“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 13:45

პოლიტიკა

მარიამ ჯაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ამ კანონით პარლამენტარებს ჩვენს უფლება-მოსილებას გვიზღუდავთ

„ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ჯანდაცვის სფერო, ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობა ხდება სპეკულირების საკითხი. არაერთხელ მადლობა გადაგვიხდია ჩვენი წამყვანი ექსპერტებისთვის, კიდევ ერთხელ არ დავზარდები და მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც საკუთარ პროფესიას ემსახურება, მაგრამ თქვენ ამ კანონით გვიზღუდავთ ჩვენ, პარლამენტარებს რომ განვახორციელოთ ჩვენი უფლება მოსილება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დმიტრო კულება

14 ივლისი 2020, 13:44

პოლიტიკა

დმიტრო კულება: სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კერძო პირის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის სახელმწიფოს პასუხის გაცემა უწევს.

თორნიკე რიჟვაძე
კელი დეგნანი

14 ივლისი 2020, 13:33

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აშშ-ის ელჩს აჭარის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო

„ამერიკის ელჩთან შეხვედრისას, განვიხილეთ, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ის კონკრეტული პროგრამები, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში, სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აქტუალურია პანდემიის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩის მოღვაწეობით კიდევ უფრო გამყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი ვოლსკი

14 ივლისი 2020, 13:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი“, რომელიც პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ფართო ჩართულობით მივიღეთ, არ ტოვებს მანიპულაციის საშუალებას

ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით“ არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე, გვინდა დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი

14 ივლისი 2020, 13:25

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.

მამუკა მდინარძე

14 ივლისი 2020, 13:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიჰყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს

„ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს - ესაა ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას ნაცები ამბობენ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ ალბათ იმიტომ, რომ ვერ მიყიდიდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს“ ,-ასე უპასუხა „ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 13:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე კაპანაძეს: სხდომების გაცდენამ ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე

„გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება გავაკეთოთ. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას და სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ახლა ამ კვირაშიც მოვიდეს, რატომ არ მოდისო პრეტენზიას აყენებთ. ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ პროცედურულ მოთხოვნას თქვენი ფრაქციის, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რევაზ არველაძე

14 ივლისი 2020, 13:14

ეკონომიკა

რევაზ არველაძე: ენერგოკომპანიები წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ვის შეიძლება გადასცენ თავიანთი აქტივები და აქციები

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის პოზიციას, პარლამენტიდან სამი კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნას არ ეთანხმება. საქმე ეხება კონკურენციის, კომუნიკაციის და ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომუნიკაციების კომისია

14 ივლისი 2020, 13:07

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია: „თელიასონერა“ „მაგთიკომის” მფლობელს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „თელიასონერას“ წერილს აქვეყნებს. კომისიის განცხადებით, აღნიშნული წერილით „თელიასონერა“ „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს.