imedi /  31 მაისი 2020, 21:27 / სანდო წყარო

აშშ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის მთავრობა მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

თეთრი სახლის მეთაური მიიჩნევს, რომ მინეაპოლისში არეულობაზე, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა, პასუხისმგებლობა სწორედ ამ ორგანიზაციას ეკისრება.

„ვულოცავ ჩვენს ეროვნულ გვარდიას შესანიშნავ სამუშაოს, რომელიც გასულ ღამეს, მინეაპოლისში ჩასვლისთანავე ჩაატარეს. ანარქისტები „ანტიფას“ მეთაურობით შევაჩერეთ. მერს ეს პირველივე ღამეს უნდა გაეკეთებინა და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა“, - დაწერა ტრამპმა.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

იან პრაუდი

04 ივნისი 2026, 17:35

პოლიტიკა

იან პრაუდი „იმედის“ დასანქცირებაზე: დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ეს სანქციები ძალიან ცინიკური ნაბიჯია, არ მგონია, რომ მათ რაიმე რეალური გავლენა ჰქონდეთ, მიუხედავად ამისა ვფიქრობ ისინი საკმაოდ ცუდ სიგნალს აგზავნიან საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მომავალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით

დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრიტანულ მედიაში, საკმაოდ დიდი ზეწოლა და პროპაგანდაა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

04 ივნისი 2026, 17:34

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

გლენ დისენი

04 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

გლენ დისენი: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, არსებითად მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები

ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს პატარა ქვეყნებზე. ევროკავშირი საქართველოსგან არსებითად ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს, - განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მონაწილეა.

ილონ მასკი

04 ივნისი 2026, 17:25

მსოფლიო

The Guardian: კირ სტარმერი მასკს ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამერიკელ მილიარდერს და კომპანიების SpaceX-ის და Teslas-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

04 ივნისი 2026, 17:21

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომ არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა

გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 17:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია

დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ნინო წილოსანი აჰმედ ჰუსენი

04 ივნისი 2026, 17:04

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.

04 ივნისი 2026, 17:01

ჯანდაცვა

ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. „Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.

დონალდ ტრამპი

04 ივნისი 2026, 16:55

მსოფლიო

ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის საომარი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას არაპატრიოტულ საქციელს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას გამოეხმაურა, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა.

04 ივნისი 2026, 16:46

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.

04 ივნისი 2026, 16:41

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან

5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.

ვახტანგ ცინცაძე

04 ივნისი 2026, 16:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი

ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

04 ივნისი 2026, 16:18

მსოფლიო

გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

04 ივნისი 2026, 16:04

პოლიტიკა

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა, ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

04 ივნისი 2026, 15:49

სამართალი

რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

გურამ დუმბაძე

04 ივნისი 2026, 15:39

ეკონომიკა

გურამ დუმბაძე: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს და ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები

საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ.

04 ივნისი 2026, 15:30

სამართალი

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები

შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

04 ივნისი 2026, 15:28

მსოფლიო

პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს

პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე უკრაინის მეამბოხეთა არმიის განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

04 ივნისი 2026, 15:17

ეკონომიკა

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ქვეყნებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) შესახებ მოლაპარაკების ნულოვანი რაუნდი გამართეს, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩატარდა.

04 ივნისი 2026, 15:17

საზოგადოება

ილია მეორის ტრადიცია გრძელდება - თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება.