imedi /  02 ივნისი 2020, 16:55 / სანდო წყარო

ინდოეთის მთავრობამ ციკლონის გამო მუმბაიში ევაკუაცია დაიწყო

ინდოეთი ციკლონი ევაკუაცია

ინდოეთის მთავრობამ მუმბაისა და მის შემოგარენში ციკლონის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სტიქია ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქს სავარაუდოდ ოთხშაბათს დღისით დაატყდება თავს. ევაკუაციის პროცესს კორონავირუსის პანდემია ართულებს. მუმბაიში COVID-19-ის 53 ათას შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული.

მაისში ძლიერმა ციკლონმა ინდოეთის ინფრასტრუქტურა 13 მილიარდი დოლარით დააზარალა. სტიქიას ბანგლადეშსა და ინდოეთში 100 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2026, 23:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნი

06 აგვისტო 2026, 22:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 აგვისტო 2026, 22:14

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

06 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

Reuters: ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას მიაღწიოს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

06 აგვისტო 2026, 21:12

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

06 აგვისტო 2026, 20:44

მსოფლიო

The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ

ომის დიდი ნაწილის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებმა დასავლელი მოკავშირეებისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე შედეგი გამოიღო, მისმა ლობირებამ ხელი შეუწყო ვაშინგტონის დარწმუნებას, 2023 წელს კიევისთვის აშშ-ის წარმოების პირველი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცა, რასაც წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნების მიერ კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემის გაგზავნა მოჰყვა - ახლა კი, როდესაც უკრაინა ომის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიშების წინაშე დგას, ზელენსკის ხელახალი მოწოდებები უპასუხოდ რჩება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

06 აგვისტო 2026, 20:35

რეგიონი

გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

06 აგვისტო 2026, 20:34

პოლიტიკა

კრიმინალით მანიპულირების მცდელობა და სტატისტიკა. ჰიბრიდული ომი და ხელისუფლების პასუხი-საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა ხდებოდა საქართველოში დანაშაულის ჩადენის თუ გახსნის მიმართულებით და როგორ შეიცვალა ვითარება. საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა - ეს ხელისუფლების პასუხია მორიგ დეზინფორმაციაზე და ქვეყნის ამ სტატუსს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, თუ კვლევაც ადასტურებს.

06 აგვისტო 2026, 20:32

პოლიტიკა

შეკვეთილი რუსოფობია. რატომ შეცვალა ოპოზიციამ რიტორიკა? აღიარება და უპასუხო კითხვები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ განსაზღვრავს და ცვლის ოპოზიციის რიტორიკას გარე კონტექსტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს კითხვებს აღარ პასუხობდნენ, იქამდე კი დაადასტურეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის და ოკუპაციის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაცია დასავლეთის გამო არ სჭირდებოდათ.

06 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

უცხო ქვეყნიდან მართული და საქართველოდან მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია. საბოტაჟის საქმის გამოძიება და პრემიერის კომენტარი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმ ფონზე, როდესაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის რუკაზე წარმატებულ და გამორჩეულ ადგილს იკავებს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - ვინ და როგორ ცდილობს ამ მონაპოვრის განადგურებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.

06 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნაცსექტისათვის გიგა ავალიანის დედა საინტერესო იყო როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით

ნაცსექტისათვის, რომლის კრებსით სახესაც ამ შემთხვევაში ნანული ჟორჟოლიანი წარმოადგენს, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, პოლიტიკურ სვავებს თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.

06 აგვისტო 2026, 19:57

პოლიტიკა

აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებაში.

06 აგვისტო 2026, 19:55

მსოფლიო

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია, იმის მიუხედავად, რომ ფიფას პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და მსოფლიო ჩემპიონატის გასხვისების გეგმა უკან გაიწვია.

06 აგვისტო 2026, 19:53

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06 აგვისტო 2026, 19:47

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.

06 აგვისტო 2026, 19:35

მსოფლიო

ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპს ავალდებულებდა, BBC-ისთვის თავისი ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები გაემჟღავნებინა

ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპს ავალდებულებდა, BBC-ისთვის თავისი ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები გაემჟღავნებინა - ეს მოთხოვნა უკავშირდება ცილისწამების სარჩელს, რომელიც ტრამპმა მედია-კომპანიის წინააღმდეგ შეიტანა, - წერს გამოცემა POLITICO.

06 აგვისტო 2026, 19:30

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

06 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

The Washington Post: ტრამპმა ჰეგსეტისგან განმარტებები მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიყვანეს შეცდომაში საბრძოლო მარაგების დეფიციტის საკითხზე, რაც ახლა ირანთან სამხედრო ვარიანტების შეზღუდვის საფრთხეს ქმნის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილებამ ირანთან დაკავშირებული ომის გამო გასულ კვირას კემპ-დევიდში კულმინაციას მიაღწია, სადაც მან თავდაცვის მდივნისგან, პიტ ჰეგსეტისგან განმარტებები მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიყვანეს შეცდომაში საბრძოლო მარაგების დეფიციტის საკითხზე, რაც ახლა ირანთან სამხედრო ვარიანტების შეზღუდვის საფრთხეს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 აგვისტო 2026, 18:48

რეგიონი

ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებს გაეცნო.

06 აგვისტო 2026, 18:41

მსოფლიო

უკრაინული მედია: პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უკრაინელების დეპორტაციის პროექტის წამოყენებას გეგმავს - ინიციატივა ეხება მხოლოდ გაწვევის ასაკის იმ მამაკაცებს, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი

პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) უკრაინელების დეპორტაციის პროექტის წამოყენებას გეგმავს - ინიციატივა ეხება მხოლოდ გაწვევის ასაკის იმ მამაკაცებს, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.