imedi /  04 ივნისი 2020, 02:09 / სანდო წყარო

ბარაკ ობამა: შექმნილი ვითარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიმუშაოთ, რათა გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ამერიკა შევცვალოთ და ჩვენი ქვეყნის იდეალები ცხოვრებაში დავნერგოთ

ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ფერადკანიან ახალგაზრდებს მესიჯით მიმართა.

„მინდა უშუალოდ მივმართო ამ ქვეყნის ფერადკანიან ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან ბევრი ძალადობა იხილეს და ძალიან ხშირად ეს ძალადობა იმ ხალხისგან მოდიოდა, ვისაც ისინი უნდა დაეცვათ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ მნიშვნელოვანები ხართ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოცნებები მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა გქონდეთ სწავლის, შეცდომების დაშვებისა და ხალისიანი ცხოვრების შესაძლებლობა ისე, რომ არ გეშინოდეთ იმისა, თუ რა მოხდება, როდესაც მაღაზიაში წახვალთ“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მღელვარება ამერიკელებს შესაძლებლობას აძლევს გაიაზრონ და გადაჭრან ის გამოწვევები და სტრუქტურული პრობლემები, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას.

„ბოლო რამდენიმე კვირა ტრაგიკული, რთული და საშიში იყო, თუმცა შექმნილი ვითარება წარმოუდგენელ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ ხალხმა გამოიღვიძოს და ერთად გავუმკლავდეთ გამოწვევებს და შევცვალოთ ამერიკა“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 09:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 838 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

07 ივლისი 2020, 09:51

თემა

რას ნიშნავს COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღა და არის თუ არა ის გარდაუვალი?

ახალი კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს აშშ იკავებს. 27 ივნისს ქვეყანაში დღის განმავლობაში 45 ათასი ადამიანი დაავადდა, რაც რეკორდული ციფრია. გერმანიაში ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გამო, შეზღუდვები 600 ათას ადამიანზე დაწესდა, 7 ათასი კი კარანტინში გადაიყვანეს. ისრაელში, სადაც ივნისამდე პროცესი შედარებით მშვიდი იყო, სამედიცინო ნიღბების ტარების წესები გამკაცრდა. როგორც ჩანს, ეს პანდემიის მეორე ტალღის ნიშანია, რაზეც ამდენს საუბრობდნენ. სინამდვილეში კი სიტუაცია უფრო რთულად არის: ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ პანდემიის მეორე ტალღა არ ჩანს, სხვაგან კი არა მხოლოდ მეორე, არამედ მესამე ტალღაც კი შეინიშნება. არ არსებობს უნივერსალური მიზეზები, რის გამოც ეს ხდება. როგორც ჩანს, სიტუაცია ყველგან განსხვავებულია და ბევრი რამ არის დამოკიდებული არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებულ ოფიციალურ ზომებზე, არამედ - თავად მოქალაქეების ქცევაზე.

07 ივლისი 2020, 09:45

COVID19

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 8 პაციენტის დაავადების აქტიური ფორმა აქვს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 83 557 ადამიანი დაინფიცირდა, 4634 გარდაიცვალა, 78 518 კი გამოჯანმრთელდა.

07 ივლისი 2020, 09:39

COVID19

პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება უტარდებათ

კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება.

07 ივლისი 2020, 09:29

COVID19

ზუგდიდში გამოკვლეულ ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული სატვირთოს მძღოლია. მათივე ცნობით, 60 წლის კაცი ზუგდიდიში შიდა ქართლიდან ჩავიდა. მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და ორივე გადაყვანილია კარანტინში.

07 ივლისი 2020, 09:16

საზოგადოება

დღეს საქართველოში შესაძლოა ჰაერის ტემპერტატურამ 42 გრადუსს მიაღწიოს

დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

07 ივლისი 2020, 08:58

რეგიონი

გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თორნიკე შენგელია

07 ივლისი 2020, 08:41

სპორტი

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებები დაადასტურა

თორნიკე შენგელიას ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და არც წინასწარი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

07 ივლისი 2020, 08:27

საზოგადოება

ეროვნული გამოცდები გრძელდება

საგამოცდო ცენტრებში გუშინდელ გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 93% მივიდა. ქვეყნის მასშტაბით გამოცდიდან მხოლოდ ხუთი ახალგაზრდა მოიხსნა. ორს მაღალი სიცხე დაუდასტურდა, ორმა დააგვიანა, ერთს კი დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.

07 ივლისი 2020, 08:17

სამართალი

ლაგოდეხის სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები 50 წლამდე კაცს თავისა და მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრილს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

07 ივლისი 2020, 08:03

საზოგადოება

დღეიდან სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების შემოწმება იწყება

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა დარბაზის ვენტილაციას, აკრძალული იქნება 10 კაცზე მეტის ჯგუფური ვარჯიში.

07 ივლისი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.