10 ივნისი 2020, 08:17 / სანდო წყარო

ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს

ფოტო: News24

ფოტო: News24

მინესოტაში, ქალაქ მინეაპოლისში, თეთრი პოლიციელის მიერ მოკლული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი ჰიუსტონში დედის გვერდზე დაკრძალეს, - წერს Deutsche Welle.

ამ ქალაქში ის 2014 წლის შემდეგ ცხოვრობდა. სამშაბათს გამართული ცერემონია დახურული იყო ფართო საზოგადოებისთვის და მას მხოლოდ ახლობლები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და რასიზმისგან დაზარალებული ადამიანები დაესწრნენ.

„მისმა სიკვდილმა შეცვალა მსოფლიო“, -განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ელ გრინმა. პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა შეკრებილ საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, სადაც თქვა, რომ დადგა რასობრივი თანასწორობის დრო და პირობა დადო იბრძოლოს სისტემური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ამერიკის ცხოვრებაზე.
ცნობილმა უფლებადამცველმა და სასულიერო პირმა ალ შარპტონმა თქვა, რომ „ფლოიდი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, სხვადასხვა ნაკლით და სრულყოფისგან შორს მდგომი, მაგრამ ღმერთმა ის დაწუნებული ლოდის მსგავსად მსოფლიო ცვლილებების ქვაკუთხედად აქცია“.

ალ შარპტონის თქმით, 28 აგვისტოს, მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვის - „მე მაქვს ოცნება“- 57 წლისთავზე ვაშინგტონში დაგეგმილ მარშს ფლოიდის ოჯახის წევრები გაუძღვებიან.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 16:07

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში

სამწუხაროდ ისე ხდება, რომ არჩევანი გვიწევს არა კარგსა და უკეთეს შორის, არამედ კარგსა და ცუდს შორის, კარგსა და საშინელებას შორის - როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები ხელისუფლებაში, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში, - ამის შესახებ მომღერალმა, ზურა მანჯავიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:04

მსოფლიო

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ნიკა გვარამია

27 ოქტომბერი 2021, 15:54

პოლიტიკა

ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბიომასა უწოდა

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბიომასა უწოდა.

დავით ქართველოშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:53

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მტერი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, თბილისში აანონსებდა ბიზნეს-ტრენინგებს, სადაც ,,ლექტორი" უნდა ყოფილიყო ცნობილი თაღლითი, ყაზახეთში 5 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მარგულან სეისამბაევი

„საქართველოში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მით უმეტეს არჩევნების მეორე ტურებამდე - აქ „პატარა ნაპოლეონის“ (მარგულანის), ცნობილი პროვოკატორ გორდონის და ა.შ შემოშვება ფატალური შედეგების დადგომის წინაპირობა იქნებოდა. ვერავინ ვერ დადებს პირობას, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ნაცების მიერ დაგეგმილ არეულობაში - ისინი არ მიიღებდნენ აქტიურ მონაწილეობას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში შემოშვების საკითხს.

რატი იონათამიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:44

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს თავისუფლების მოედანზე კეთდება ფასეულობებისა და ღირებულებების არჩევანი

27 ოქტომბერი ძალიან ამაღლებული და ამაღელვებელი დღეა, ფაქტობრივად თაობები ოჯახებთან ერთად ვიკრიბებით და დღეს კეთდება ფასეულობებისა და ღირებულებების არჩევანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრების დაწყებამდე განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 ოქტომბერი 2021, 15:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, დღეს ყველამ ერთად ბოროტების დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ

„დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის, რომ ეს ქვეყანა არის ამ ქვეყნის მოქალაქეების, ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული. გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მაგრამ ამავდროულად ყველამ ერთად, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, იფიქროს იმაზე, რომ ბოროტება დასრულდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნანა ქადაგიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:43

პოლიტიკა

ნანა ქადაგიშვილი: სააკაშვილს ჰგონია, რომ ციხიდან მალე გამოვა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ - სამუდამო პატიმრობა სააკაშვილს!

„დღეს მოვედით, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ „ნაცებსა“ და სამუდამოდ დავასამაროთ ისინი. ძალიან საწყენია, რომ დღეს ეს კიდევ დაგვჭირდა, მაგრამ ალბათ, შეცდომებზე ვსწავლობთ. შემოპარული პრეზიდენტი ფიქრობს ტერორისტულად, სახელმწიფო გადატრიალებას და ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. ისინი ამას არც მალავენ და აპირებენ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან და ეღირსებიან. მას რომ ჰგონია, რომ მალე გამოვა, ეს არ მოხდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ - სამუდამო პატიმრობა სააკაშვილს! ყველა ის საქმე, რომელიც თაროებზეა შემოდებული, უნდა განიხილონ. მე ჩემი შვილის ხსოვნის პატივსაცემად არ მოვეშვები, სანამ ამას არ მივაღწევ“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

27 ოქტომბერი 2021, 15:37

პოლიტიკა

მიშა მშვილდაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაში მონაწილეებს დედას აგინებს

„თავიდან ვიფიქრე, რამე თბილს დავწერ-მეთქი დღეს შეკრებილ ხალხზე, წიპა - გაჭირვება, შიში, მოძალადე სისტემა, მაინც ერთი ხალხი ვართ, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობს, ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ და ეგეთებს და მერე ვიფიქრე რო #ერთიმაგათიდედაც***“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მშვილდაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ოქტომბერი 2021, 15:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დღეს უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან, და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დემოკრატია და კეთილდღეობა, დემოკრატია და თანამშრომლობა, ეს არის ის, რაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არის და მომავალშიც იქნება

„ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელია, ძალიან მნიშვნელოვან დროს შეკრება მთელი საქართველოდან და ეს შეკრება ყოველთვის არის დიდი, გრანდიოზული, პოზიტივით გაჯერებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 15:23

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალას პროვინციაში მდებარე სოფელზე თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს.

ბაკურ ბაკურაძე

27 ოქტომბერი 2021, 15:22

საზოგადოება

ბაკურ ბაკურაძე: დღეს გველოდება ევროპული, მაღალი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართულ ტრადიციებზე, სულსა და ჯიშზე

დღეს გველოდება ევროპული, მაღალი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართულ ტრადიციებზე, სულსა და ჯიშზე, - აცხადებს დღევანდელი აქციის დამდგმელი რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე.

27 ოქტომბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას საქართველოს ჰიმნით ანსამბლი „ბასიანი“ გახსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი დონაძის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას ანსამბლი „ბასიანი“ საქართველოს ჰიმნით გახსნის. „27 ოქტომბერი ჩვენთვის ემოციური დღეა. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნება. გვინდა, რომ ნამდვილი პატრიოტული გრძნობა გაღვივდეს. ქვეყანაში მთავარია სიმშვიდე, აღარ გვინდა არეულობა“, - განაცხადა გიორგი დონაძემ.

27 ოქტომბერი 2021, 15:12

პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე

მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

27 ოქტომბერი 2021, 15:05

პოლიტიკა

„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

„თავისუფლების მოედანზე“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებები, მიმართვები 17:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი ამ წუთებში ადგილზე ხმის გამაძლიერებლები და მონიტორები მონტაჟდება, რითაც მოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ პოლიტიკურ გამოსვლებს თვალი ეკრანზეც ადევნონ.

27 ოქტომბერი 2021, 15:04

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მთავარმა არხმა“ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამა კანონდარღვევით გაავრცელა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების კანონდარღვევით გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევით ორი სარეკლამო რგოლი განათავსა. პირველი რგოლი, რომელიც დარღვევით განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავს, ხოლო მეორე რგოლი 14 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდებას.

გურამ მაჭარაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 15:03

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებასთან კომუნიკაციის საფუძველზე ვამბობ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

27 ოქტომბერი 2021, 15:00

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენება დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენება დაადასტურა.

გურამ მაჭარაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 14:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გვსურს დავანახოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიმშვიდეს და არა ძალადობას

საზოგადოებას სურს სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება და სწორედ ამიტომ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას ვასრულებთ იმ გზავნილით, რომ გამარჯვება, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად მიაღწია, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 14:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თაკო ჩარკვიანი არის ოპოზიციაში ყველაზე გულწრფელი ადამიანი, ამბობს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, გეგმავენ და უნდათ, განახორციელონ

„თაკო ჩარკვიანი არის ყველაზე გულწრფელი ადამიანი ოპოზიციაში. ის ამბობს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, გეგმავენ და უნდათ, განახორციელონ. ჩვენ ეს ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემოყვანით. სწორედ ეს იყო გეგმა, აჯანყება, ჯანყი, გადატრიალება. თაკო ჩარკვიანი რასაც საუბრობს, ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია, ვაფრთხილებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის გარდა სხვა გზა არ აქვს, რომ მიიღოს ძალაუფლება, რადგან დემოკრატიულ პროცესში მას ხალხი არ აძლევს ხმას და ხელისუფლების მანდატს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი გეგმავენ არეულობას, ჯანყს და სხვა არაკანონიერ ქმედებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.