imedi /  17 ივნისი 2020, 16:35 / სანდო წყარო

საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბიძას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რიფატ ასადი

რიფატ ასადი

პარიზის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ბიძა ფულის გათეთრებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რიფატ ასადს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამასთან, სასამართლოს განაჩენით, მას ქონება ჩამოართვეს, რომლის საერთო ღირებულებაც 90 მილიონ ევროს შეადგენს. 82 წლის ასადი, რომელიც სირიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, პროცესს არ დასწრებია და დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

რიფატ ასადი სირიის პრეზიდენტის მამის ძმაა. 1983 წელს ის ქვეყნიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გააძევეს, თუმცა მალევე ვიცე-პრეზიდენტის ნომინალურ პოსტზე დანიშნეს, რომელსაც ის 1998 წლამდე იკავებდა.

ყველა სიახლე

25 მაისი 2022, 11:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში ☀️

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

კახა კალაძე

25 მაისი 2022, 11:52

პოლიტიკა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

25 მაისი 2022, 11:45

საზოგადოება

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს.

25 მაისი 2022, 11:42

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ვაკის რაიონის ბაღების მდგომარეობას გაეცნო

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სკოლამდელი განათლების დახვეწასა და განვითარებას ემსახურება. კახაბერ გვანცელაძემ და გიორგი ტყემალაძემ ოთხივე საბავშვო ბაღში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

კახა კალაძე

25 მაისი 2022, 11:40

საზოგადოება

პირველი ივნისის ღონისძიებების კვირეული 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

„თქვენ იცით, რომ პირველ ივნისს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. შესაბამისად, მერიამ დაგეგმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს რაიონის, ვაკის რაიონისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობების ერთობლივი ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქის სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, „მზიურის“ პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

25 მაისი 2022, 11:33

მსოფლიო

„ომის კვლევის ინსტიტუტი“: გასულ კვირაში, წინა კვირებთან შედარებით უკრაინაში რუსული ჯარის წინსვლა უფრო წარმატებული იყო

ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტი“ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ინსტიტუტის ექსპერტების მთავარი ყურადღება დონბასში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო.

25 მაისი 2022, 11:30

საზოგადოება

500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685-მა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

25 მაისი 2022, 11:28

საზოგადოება

თბილისში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება, რის გამოც ის სრულად ჩაიკეტება

„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს, გვყავს კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

25 მაისი 2022, 11:27

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იწყება.

25 მაისი 2022, 11:23

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას.

25 მაისი 2022, 11:15

რეგიონი

კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70-წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

25 მაისი 2022, 11:14

საზოგადოება

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

25 მაისი 2022, 11:07

საზოგადოება

ევროკავშირის ელჩი: როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით - ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარადაა ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელ, რომელიც გურიას სტუმრობდა, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

25 მაისი 2022, 11:02

საზოგადოება

შრომის უსაფრთხოების თემაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი მოეწყო

„მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამუშაო ადგილებზე შეიქმნას ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, ამის გარანტი არის ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ამ გარემოს შექმნა. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვინ შეიძლება გახდეს უსაფრთხოების სპეციალისტი, რა უფლება მოვალეობები ეკისრება მას და როგორ შეიძლება მან შექმნას სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი გარემო“.-განაცხადა ქეთევან დარციმელიამ - შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

25 მაისი 2022, 10:50

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით. მისი განმარტებით, ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

25 მაისი 2022, 10:44

ტექნოლოგიები

არგენტინაში მფრინავი რეპტილიის უძველესი ნაშთები აღმოაჩინეს

სიკვდილის დრაკონი - ასე შეარქვეს მეცნიერებმა მფრინავი რეპტილიის ახლადაღმოჩენილ სახეობას, რომლის ნაშთებსაც არგენტინაში მიაკვლიეს.

25 მაისი 2022, 10:30

საზოგადოება

გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირთან საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში.

25 მაისი 2022, 10:30

რეგიონი

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის 10 სოფლის მოსახლეობას ციფრული სერვისების გამოყენებაში ტრენინგი ჩაუტარა

„ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტით დაიწყო. პროექტის შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” კი კომუნიკაციების კომისია ახორციელებს“.

25 მაისი 2022, 10:27

სამართალი

პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების (ე.წ. კრიპტოვალუტა) ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და დახმარებით შეიმუშავა.

ილია დარჩიაშვილი

25 მაისი 2022, 10:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებსა და ევროპულ ინტეგრაციას, პერსპექტივებს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში. საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებს, ასევე ევროპულ ინტეგრაციას და იმ პერსპექტივებს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავოსში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.