imedi /  26 ივნისი 2020, 16:19 / სანდო წყარო

„მანჩესტერ სიტი“ - „ბარნლის“ თამაშის დროს, თვითმფრინავის საშუალებით გამოფენილი ბანერის ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

„მანჩესტერ სიტი“ - „ბარნლის“ თამაშის დროს, თვითმფრინავის საშუალებით გამოფენილი ბანერის, White Lives Matter-ის (თეთრების ცხოვრებაც მნიშვნელოვანია) ავტორი, ჯეიკ ჰეპლი სამსახურიდან გაათავისუფლეს და საფეხბურთო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ჰეპლი „ბარნლის“ გულშემატკივარია და ერთ-ერთ კომპანიაში შემდუღებლად მუშაობდა. მის გარდა სამსახური დაკარგა ჯეკის შეყვარებულმა მეგან რამბანდტმა, რომელმაც „ტვიტერზე“ ასეთი სტატუსი დაწერა: „მე მიყვარს ბარნლი, მაგრამ ქალაქის ცენტრში რომ გავდივარ, სხვა ქვეყანა მხვდება. კარგი იქნება, თუ ამ ზაზუნებს გავისტუმრებთ თავის ბანანის რესპუბლიკაში“, - აღნიშნა მან.

ასეთი პოსტის შემდეგ რამბანდტი სილამაზის სალონიდან გაუშვეს. რაც შეეხება ჰეპლის მიერ თამაშის დროს ჩატარებულ ორიგინალურ აქციას, როგორც ირკვევა მას თვითმფრინავის ქირაობასა და ამ ყველაფრის ორგანიზებაში „ბარნლის“ ფან-კლუბის 60-კაციანი დაჯგუფება დაეხმარა და სავარაუდოდ, სასჯელი არც მათ ასცდებათ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, თითოეული შეხვედრის დაწყებამდე, პრემიერლიგის კლუბის ფეხბურთელები მცირე ხნით ჩამუხლულები არიან და მაისურებზე წარწერით, Black Lives Matter (შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ფლოიდის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 18:27

მსოფლიო

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

24 ივნისი 2026, 18:27

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:24

ეკონომიკა

IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:21

საზოგადოება

ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

24 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: ევრობიუროკრატები მიხვდნენ, რომ იმდენად ძლიერად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ კონკრეტული პარტიის, ან პოლიტიკოსის მხარდაჭერა შედეგს ვერ გამოიღებდა და გადავიდნენ პოლიტიკურ ზეწოლაზე ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რასაც დღეს ვუყურებთ

რასაკვირველია თინა ბოკუჩავას ჩამოლაბორანტება დიდი დანაკლისი იქნება მისი პარტიისთვის; მას საგარეო მიმართულებით თავისი ლობისტები ჰყავდა, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან სწორი იყო ხელისუფლება, როდესაც ამბობდა, რომ მათი ჩართულობით იყო მცდელობები საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:16

მსოფლიო

უკრაინული მედია: პარასკევს, ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს უნგრეთი, არ დაბლოკოს უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ წერილი

პარასკევს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფი (COELA) ხელახლა განიხილავს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების შეფასების საკითხს, რომელიც 23 ივნისს უნგრეთმა შეაფერხა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯგუფი ევროკავშირს შესთავაზებს უკრაინას გაუგზავნოს წერილი თითოეულ კლასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პოზიციის წარდგენის მოწვევით, რათა დაიწყოს მათი გახსნის შესახებ განხილვა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ევროკავშირის ორმა ჩინოვნიკმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა განუცხადა.

24 ივნისი 2026, 18:09

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

24 ივნისი 2026, 18:06

საზოგადოება

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი: კულტურული გიდების ნულოვანი კვოტირება გამართლებულია. ქვეყანაში საკმარისი რესურსია სხვადასხვა ენობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის ამოქმედება ადგილობრივი გიდების ინტერესების დაცვისთვის აუცილებელი იყო.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება

„ერთი მხრივ, არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მინიმუმ იმიტომ გაგრძელდება, რომ თუნდაც მებრძოლ უკრაინელებს დაანახონ რომ თუ ისინი იბრძოდნენ და საქართველო ასცდა ამ ომს, საქართველო ამისთვის ისჯება“, - მიიჩნევს წილოსანი.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 18:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოებაზე: ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაფართოების პერსპექტივა რეალურად არ მიაჩნიათ.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, არანაირ გაფართოებას არ აპირებენ. ეს დებატები, რეზოლუცია, რომელიც ახლა უნდა მიიღონ, არის სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს წინააღმდეგ. რისთვის გვსჯიან, ალბათ ეს ყველასთვის ნათელია

მისი თქმით, სადამსჯელო ღონისძიების მიზეზი არის ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეასრულა ევრობიუროკრატების გეგმა, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას უკავშირდებოდა.

ანა ბრილკა

24 ივნისი 2026, 17:46

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ანა ბრილკა: ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

24 ივნისი 2026, 17:45

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თევზის სატბორე მეურნეობა დაათვალიერა. შპს „ათ“ სხვადასხვა ჯიშის თევზის (ზუთხი, კობრი, სქელშუბლა) მოშენებას ახორციელებს და ხიზილალას აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის და ექსპორტზეც გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მალაიზია, სინგაპური, ავსტრალია.

24 ივნისი 2026, 17:27

საზოგადოება

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ოლენა ზელენსკა

24 ივნისი 2026, 17:21

მსოფლიო

მედია: ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალის ფონზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ პოლონეთის ქალაქ გდანსკში ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 17:16

სამართალი

გახარიას პარტიის წევრის შეურაცხყოფისთვის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილს სამი ათასი ლარი შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილის საქმე განიხილა. შაქარაშვილს სოციალურ ქსელში გახარიას პარტიის წევრის, ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის სამი ათასი ლარი შეეფარდა.

სერგეი ლავროვი

24 ივნისი 2026, 17:11

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: აშშ-ს “ჩრდილოეთ ნაკადების“ ევროპული ნაწილის ყიდვა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთ ნაკადი - 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“-ის ევროპული ნაწილის შესყიდვა სურს.

ისრაელ კაცი

24 ივნისი 2026, 16:53

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ცაჰალი“ სამხრეთ ლიბანიდან არ გავა, ამერიკის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) სამხრეთ ლიბანიდან არ გავა, ამერიკის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 16:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა „BIS Innovation Hub“ -ის ხელმძღვანელს შეხვდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS) - ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-გრიფოლის შეხვდა.

24 ივნისი 2026, 16:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა ქუთაისში ნახევარფაბრიკატების საწარმო „კულინარი“ დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში შპს „კულინარის“ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოს საქმიანობას ადგილზე გაეცნო.