imedi /  27 ივნისი 2020, 09:29 / სანდო წყარო

Der Spiegel: ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში მეორე ფიგურანტი, რუსეთის მოქალაქე რომან დ. გამოჩნდა

ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ფედერალური პროკურატურა და სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირში მყოფი მეორე ადამიანის კვალზე გავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი წერს.

წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ გერმანელი სამართალდამცავების მხედველობის არეალში კიდევ ერთი ადამიანი მოხვდა - ვინმე რომან დ., რომელმაც შენგენის ვიზის მისაღებ საბუთებში იგივე სამსახური მიუთითა, რომელიც საქმეში არსებულ ერთადერთ ეჭვმიტანილ ვადიმ კ.-ს აქვს მითითებული.

გამოცემის ცნობით, ემთხვეხა ვიზაზე საბუთების შეტანის თარიღიც. რომან დ. ევროკავშირის ტერიტორიაზე პოლონეთის გავლით 2019 წლის 3 აგვისტოს - მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მანქანით შევიდა და გერმანია 9 აგვისტოს დატოვა. გამომძიებლები მის სახელს ახსენებენ ვადიმ კ.-ს საბრალდებო დასკვნაში, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, შეეძლო თუ არა რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო ხანგოშვილის მკვლელობაში.

მობილური ტელეფონების მონაცემების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ვადიმ კ. და რომან დ. რუსეთის ქალაქ ორეხოვო-ზუევოში იმყოფებოდნენ, სადაც ФСБ-ს სპეციალური ძალების საწვრთნელი ბაზა მდებარეობს.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

ყველა სიახლე

ჰილარი კლინტონი

04 ივლისი 2020, 01:19

COVID19

ჰილარი კლინტონი: დონალდ ტრამპზე უკეთ გავუმკლავდებოდი კორონავირუსის პანდემიას

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპზე უკეთესად გაუმკლავდებოდა კორონავირუსის პანდემიას.

04 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა

ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდის ქალაქ მარუჩიოდორაში კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

04 ივლისი 2020, 00:42

ტაბლოიდი

კანადაში ძაღლმა მეზობლები ხანძრისგან იხსნა

კანადაში, იორკის მუნიციპალიტეტის კომუნა მარკემში მეზობლები მათ სახლში მომხდარი ხანძრისგან იხსნა. ინფორმაციას I Heart Radio ავრცელებს. ღამის ორ საათზე ბიგლმა სახელად ჯორჯიამ პატრონი გააღვიძა და აიძულა რომ ფანჯარასთან მისულიყო. მეზობლების სახლს ცეცხლი ეკიდა.

04 ივლისი 2020, 00:23

ტაბლოიდი

Fox news: პრინცი ჰარი და უილიამი შერიგდნენ

ბოლო თვეებში ბრიტანეთის პრინცებს ჰარისა და უილიამს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ Fox News იუწყება. ტელეარხის მთავარი რედაქტორი ნიკ ბულენი აცხადებს, რომ ძმები შერიგდნენ. ბულენი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, ძმები Zoom-ის მეშვეობით რეგულარულად საუბრობენ.

ყველაზე ასაკოვანი კატა

04 ივლისი 2020, 00:15

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 31 წლისა მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 31 წლისა მოკვდა. Daily Mail-ის ცნობით, მეინ-კუნის ჯიშის კატა, სახელად რაბლი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერში ცხოვრობდა. მისი პატრონის, 51 წლის მიშელ ჰერითეჯის განცხადებით, კატა მას დაბადების დღეზე, 20 წლის იუბილეზე აჩუქეს და მას შემდეგ რაბლი მიშელთან ცხოვრობდა. მიშელის თქმით, კატა არ ავადმყოფობდა, უბრალოდ სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ალიმენტი

04 ივლისი 2020, 00:02

ტაბლოიდი

ბრიტანელი კაცი 14 წლის განმავლობაში ალიმენტს სხვის შვილს უხდიდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ კინგსტონ-აპოლ-ჰალის მკვიდრს სხვისი შვილისთვის ალიმენტის გადახდას აიძულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hull Live ავრცელებს. კაცმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ 14 წლის განმავლობაში ყოფილი ცოლის ქალიშვილს ალიმენტის სახით 38 ათასი გირვანქა გადაუხადა, 2019 წლის ოქტომბერში კი მისმა პარტნიორმა აღიარა, რომ გოგო სხვისგან გააჩინა.

ჯანლუიჯი ბუფონი

03 ივლისი 2020, 23:59

სპორტი

ბუფონმა აღიარა, რომ სკოლა არ დაუმთავრებია

ტურინის „იუვენტუსის“მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სკოლაში განაგრძობს სწავლას. „როდესაც ფეხბურთს დავანებებ თავს, სკოლას დავამთავრებ, რადგანაც სწავლის შეწყვეტის გამო მშობლები 30 წელი ტვინს მიბურღავდნენ,“-აღნიშნა „იუვეს“ გოლკიპერმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 42 წლის ბუფონმა ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 23:50

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა

არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი.

03 ივლისი 2020, 23:45

ეკონომიკა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურად აისახა. ამის შესახებ The New York Times წერს.

პოლიცია

03 ივლისი 2020, 23:44

სამართალი

კასპის მუნიციპალიტეტში საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. 30 წლამდე ქალმა ახალშობილი საპირფარეშოში დატოვა. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა და მას შემდეგ, რაც მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს.

03 ივლისი 2020, 23:37

COVID19

Reuters: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ სტატკისტიკაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

03 ივლისი 2020, 23:15

მსოფლიო

პედოფილი, რომელსაც აშშ-ში 1000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადამდე გათავისუფლდა

ამერიკელი პედოფილი, რომელსაც 1000-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამის შესახებ New York Post წერს. ჯორჯიის შტატის მკვიდრი, პიტერ მელორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, პედოფილმა უკვე მოიხადა სასჯელი. ამავე დროს მხარის პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლოს ვერდიქტს ვერ შეაჩერებს.

გიგი უგულავა

03 ივლისი 2020, 23:03

პოლიტიკა

გიგი უგულავა: არ მჯერა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს, შალვა ნათელაშვილს ზედმეტი მოუვიდა

მე არ ვთვლი, რომ შალვა ნათელაშვილისგან გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოდიოდეს. თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ნათელაშვილსაც აქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ მას ზედმეტი მოუვიდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 22:39

ტექნოლოგიები

Twitter-ის პროგრამისტები ტექნიკურ ტერმინებს „შავი სია“ და „ბატონი/მონა“ აღარ გამოიყენებენ

კომპანია Twitter-ი უარს იტყვის ისეთი ტექნიკური ტერმინების გამოყენებაზე, რომელიც რასიზმთან ასოციაციებს იწვევს. ამის შესახებ კომპანიის პროგრამ ისტების გუნდმა განაცხადა.

ალექსანდრე გეჯაძე

03 ივლისი 2020, 22:35

სამართალი

ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: დასადგენია სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა

ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აღებულია თირკმელი, იკვლევენ სხვა ვიწრო პროფილის სპეციალისტები. ამ კვლევით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თირკმელში პლანქტონი. პლანქტონის აღმოჩენის მიზნობრიობა იკვეთება იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი არადამახასიათებელი ასფიქსიისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი ისრაელი

03 ივლისი 2020, 22:27

COVID19

ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

ისრაელში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყო. The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა. კერძოდ, საუბარია რელიგიურ დღესასწაულების და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა რიცხვის შეზღუდვაზე, საწარმოების დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზე.

03 ივლისი 2020, 22:16

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დროს დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი 70%-ით შემცირდა

საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმის დროს დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი წინა წლის პერიოდთან შედარებით 55%-დან 78%-მდე შემცირდა. აღნიშნულს ცხადყოფს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა.

რიჩარდ სტაიტლი

03 ივლისი 2020, 21:50

მსოფლიო

კალიფორნიის ციხეში სიკვდილმისჯილი კორონავირუსით გარდაიცვალა

სან-ქუენტინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით 71 წლის სიკვდილმისჯილი გარდაიცვალა. რიჩარდ სტაიტლის 1992 წელს ჩადენილი ძალადობისა და მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდა მისჯილი. ციხეში მან 30 წელი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19 სან-ქუენტინის ციხის 3700-მდე პატიმრიდან 1347-ს დაუდასტურდა.

თურქეთი აფეთქება

03 ივლისი 2020, 21:43

მსოფლიო

თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში რამდენიმე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriyet-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ 100-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების 85 ბრიგადა, 2 ვერტმფრენი და 11 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მირიან ნიკოლაძე

03 ივლისი 2020, 21:39

სამართალი

მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის დევნის ეპიზოდზე დაკავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ

ერთი კვირაა ვეხვეწები დაკავებულ პირებს, რომ თქვით სიმართლე. მთავარი არსებითი აქ არის ერთი რამ, გიორგის მიმართ რომ გრძელდება დევნა აი ამის შემდეგ რა ხდება. ამის შემდეგ საქმეში ყველაფერი წყდება, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.