imedi /  02 ივლისი 2020, 19:56 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა მონაცემები გაავრცელა, რომლის თანახმად, ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1%-მდე შემცირდა.

„ამერიკის ეკონომიკამ ივნისში დაახლოებით 5 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა, რამაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ერთი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილების ზრდის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი ფანტასტიური იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ეს იქნება მესამე კვარტალი, რომლის მსგავსი არავის არასდროს უნახავს. კარგია, რომ ეს მაჩვენებლები არჩევნების წინ გამოქვეყნდება, რათა ხალხმა ეს მონაცემები დაინახოს. მეოთხე კვარტალიც შესანიშნავი იქნება. მომდევნო წელი კი ისტორიული გახდება“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 22:58

მსოფლიო

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 22:43

სამართალი

გურჯაანში საცხოვრებელ სახლში 85 წლამდე კაცის ცხედარი ნახეს

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 85 წლამდე კაცის ცხედარი თავისსავე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მეზობლებმა პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

სალომე ზურაბიშვილი

04 აგვისტო 2020, 22:41

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

BTS

04 აგვისტო 2020, 22:34

კულტურა

ჯგუფი BTS MTV VIdeo Music Awards-ზე იმღერებს

ტელეარხის ცნობით, ღონისძიებაზე პოპულარული კორეული ჯგუფი BTS ახალ სიმღერას Dynamite შეასრულებს. საღამოზე ასევე იმღერებენ Doja Cat-ი და ჯეი ბალვინი.

04 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა კვიპროსში ისმოდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქებების ხმა 240 კილომეტრის დაშორებით, კვიპროსში ისმოდა.

04 აგვისტო 2020, 22:09

მსოფლიო

თურქეთში 2 000 წლის წინანდელ საპირფარეშოს ტურისტებისთვის აღადგენენ

დასავლეთ თურქეთში, დენიზლის პროვინციის ქალაქ ბულდანში აღმოჩენილი უძველესი საპირფარეშოს ნანგრევებს აღადგენენ და ტურისტულ ობიექტად აქცევენ. დაახლოებით 2 000-წლის წინ აშენებული რომაული საპირფარეშო 40-მდე ადამიანს დაიტევს.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

04 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 89 პაციენტი ემსხვერპლა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 306 293 შემთხვევა გამოვლინდა, 46 299 ადამიანი კი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 21:51

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

04 აგვისტო 2020, 21:49

სპორტი

ცნობილია, რა განრიგით იასპარეზებს ქართველ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა.

04 აგვისტო 2020, 21:40

მსოფლიო

ისრაელური მედია: ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს

ისრაელს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ისრაელური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ზინადინ ზიდანი

04 აგვისტო 2020, 21:31

სპორტი

L’Équipe-მა ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა. მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

04 აგვისტო 2020, 21:21

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლება უარყოფს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება

ლიბანის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა აბას იბრაჰიმმა უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებები პიროტექნიკის საწყობზე აფეთქებას უკავშირდება.

რიკარდას პუისისი

04 აგვისტო 2020, 20:57

მსოფლიო

5 წლის წინ გაუჩინარებული ლიეტუველი კაცი ბრიტანეთის ერთ-ერთ ტყეში იპოვეს

რიკარდას პუისისი, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს, კემბრიჯის მახლობლად, ქალაქ უისვეჩთან იპოვეს. სამართალდამცველების ცნობით, გაუჩინარებამდე პუისისი ერთ-ერთ ფერმაზე მუშა იყო, ბოლოს ის 2015 წლის სექტემბერში, კემბრიჯშირის საგრაფოში თანამემამულეების გარემოცვაში ნახეს. ივნისში კი პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია და ტყეში იმალება.

04 აგვისტო 2020, 20:47

მსოფლიო

მედია: ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ვიდეო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ალ არაბია“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები. აღსანიშნავია, რომ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი პიროტექნიკის საწყობში მდებარეობდა, თუმცა აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მიხეილ ჩხენკელი

04 აგვისტო 2020, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.

04 აგვისტო 2020, 20:24

COVID19

ნიუ-იორკში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ქალაქ ნიუ-იორკში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი საქართველო

04 აგვისტო 2020, 20:21

COVID19

ელიავას ბაზრობის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ გამოუვლინდა

„ბაზრობები, მოგეხსენებათ, სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებული რისკია. ამიტომ, ამ ტიპის ე.წ. რანდომული კვლევები შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩატარდეს სხვადასხვა ბაზრობაზე მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად დიდი მობილობისა ბაზრობებზე, სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ალეკო ელისაშვილი

04 აგვისტო 2020, 20:16

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს რეგიონებშიც წარადგენს

საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება. შესაძლოა, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში არა, მაგრამ ნამდვილად გვეყოლება", - ამის შესახებ პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ნინო ლომჯარია

04 აგვისტო 2020, 19:57

საზოგადოება

ომბუდსმენი: კორონავირუსის პანდემია გენდერულ თანასწორობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

„ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე“.

პოლიცია ზუგდიდი ავარია

04 აგვისტო 2020, 19:55

სამართალი

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დიდი სიჩქარით მოძრავმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდებარე ხეს შეასკდა.