IMEDI /  17 ივლისი 2020, 16:37 / სანდო წყარო

ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა ლოკაცია შეიცვალოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოდის ინიციატივით, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა ლოკაცია შეიცვალოს და ლორდთა პალატის სხდომები ქალაქ იორკში ჩატარდეს. ამის შესახებ Mirror პრემიერ-მინისტრის წერილზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის მიზეზია სარემონტო სამუშაოები, რომელიც ვესტმინსტერში მდებარე პარლამენტის შენობას უნდა ჩაუტარდეს.

ვესტმინსტერში მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციაზე ექვსი მილიარდი ფუნტი დაიხარჯება. გამოცემის ცნობით, რემონტი შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს.

შენობა, ჯერ კიდევ 2013 წელს საფრთხის შემცველად დაასახელეს. მაშინ სწრაფი რემონტისთვის 4 მილიარდი ფუნტის დახარჯვას გეგმავდნენ და რემონტის ვადად 6 წელი განისაზღვრა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2020, 16:32

საზოგადოება

დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში წერია, დღეს აღინიშნება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის 12 წელი და მისი შედეგი კვლავ იგრძნობა.

დადიანების სასახლე

07 აგვისტო 2020, 16:31

საზოგადოება

აჭარაში გამართული ტურის შემდეგ ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ. ფოტოგალერეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია. აჭარაში გამართული ტურის შემდეგ ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ. გადაღებული ფოტოები სხვადახვა სოციალური ქსელითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით უკვე გავრცელდა. ტურში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდებიც.

ბრენტ კარვერი

07 აგვისტო 2020, 16:21

კულტურა

კანადელი მსახიობი ბრენტ კარვერი გარდაიცვალა

კანადელი მსახიობი ბრენტ კარვერი გარდაიცვალა. ის 68 წლისა იყო. მსახიობი თავის ქალაქ კრანბრუკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი არ სახელდება. ბრენტ კარვერი ისეთ სერიალებში მონაწილეობდა, როგორებიცაა Due South-ი და Twilight Zone.

სალომე ზურაბიშვილი

07 აგვისტო 2020, 16:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია - არშეგუება!

მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია, - ამის სესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს. „12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ.

07 აგვისტო 2020, 15:48

რეგიონი

აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნა

სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა - დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ არის.

07 აგვისტო 2020, 15:39

პოლიტიკა

გერმანული პრესა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით: რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს

გერმანული გამოცემა Bild-ი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი, ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ, აგრესიულ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.

ეკა ბესელია

07 აგვისტო 2020, 15:37

პოლიტიკა

ეკა ბესელია: ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ქვეყანამ დეოკუპაციისკენ იაროს, არის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება

ეკა ბესელიას განცხადებით რუსეთი უნდა ვაიძლოთ ისეთ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მიგვაღწევინებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა

07 აგვისტო 2020, 15:34

საზოგადოება

აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა

დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად. დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.

07 აგვისტო 2020, 15:31

თემა

ნიკოლა სარკოზი - ქარიშხლების დრო

სტადიონზე, რომელსაც თავისი განსაკუთრებული არქიტექტურული ფორმის გამო, ჩიტის ბუდეს უწოდებდნენ, ახალი მოსული ვიყავი და ღონისძიებაში მონაწილე სახელმწიფო მეთაურებისათვის განკუთვნილ სივრცეში ვსადილობდი. აქ იყვნენ დელეგაციები მთელი აზიის, აფრიკის ყველა ქვეყნისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობიდან, რაც, ჯამში, უკვე ძალიან ბევრი იყო. ევროპა თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებდა, ღონისძიებაზე თავისი წარმომადგენელი რომ არ ჰყოლოდა. უეცრად, ჩემთან ჟან-დავიდ ლევიტი, ჩემი დიპლომატიური გუნდის ხელმძღვანელი და ვიზიტის ორგანიზატორი მოვიდა. ჩაფიქრებული და გაფითრებული იყო. ეს-ესაა, ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. რუსეთის არმია საქართველოს საზღვარზე შეიჭრა. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა სურთ. ახლა ინფორმაციის ნამდვილობას ვადგენ. ვლადიმერ პუტინი ჩემგან ოც მეტრში იმყოფებოდა. გული რომ დამემშვიდებინა, მაშინვე მის სანახავად გავეშურე. ვთხოვე, სიტუაციის განსამუხტად ჩვენთვის, სულ ცოტა, ორმოცდარვა საათი მაინც მოეცა. საპასუხოდ მან ცივად მომიჭრა: ნიეტ, ნიეტ, ნიეტ. ადგილი, სადაც ვიმყოფებოდით, მსგავსი საუბრისათვის ხელსაყრელი ნამდვილად არ იყო. თანაც, სკანდალი ნამდვილად არ მჭირდებოდა. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. [ჩინეთში] დილით ჩამოვედი, უკან დაბრუნებას კი ცერემონიის დასრულებისთანავე ვაპირებდი. თან მახლდა ჩემი ვაჟი ლუი, რომელიც მაშინ 11 წლის იყო. ღამით ისევ სწრაფად გადავკვეთეთ პეკინი და, როგორც კი საპრეზიდენტო თვითმფრინავში აღმოვჩნდით, დაღლილობამ მოგვცელა. თანმხლებ გუნდთან მხოლოდ რამდენიმე საკითხის გავლა მოვასწარი. სამწუხაროდ, ფაქტები დასტურდება, მითხრა ჟან-დავიდ ლევიტმა. გვიანი ღამე იყო და ვეღარაფერს ვიზამდით. ტულონში უნდა დავბრუნებულიყავი, 15 აგვისტოს უიქ-ენდის გატარებას კაპ ნეგრზე ვაპირებდი და კარლა უკვე იქ მელოდებოდა. საფრანგეთში ზუსტად საუზმობის დროს დავბრუნდი. ადგილზე ჯადოსნური ატმოსფერო დამხვდა. მზე უკვე აცხუნებდა, ჩემი ცოლი მელოდებოდა, ტბასავით მშვიდ ზღვას კაშკაშა შუქი მოციმციმე ქერცლებს უბრჭყვიალებდა. თვითმფრინავში გატარებული გრძელი ღამის წყალობით, კარგად დავისვენე. დილით, ტრადიციულად, სარბენად წავედი და როდესაც დავბრუნდი, ჟან-დავიდ ლევიტს, რომელიც პარიზში სულ ახალი დაბრუნებული იყო, ჩემთვის უკვე ორჯერ ჰქონდა დარეკილი. სახლში დამონტაჟებული უსაფრთხო სატელეფონო ხაზიდან დავურეკე. კარგი არაფერი უთქვამს. რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილიყო და მეტიც, ქვეყნის დედაქალაქისკენ, თბილისისკენ მიიწევდა. მთელი მსოფლიო შოკში იყო. გადავწყვიტე, რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან დამერეკა. ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ დიპლომატებში მწვავე დებატები გამოიწვია. ნაწილს სურდა, რომ მხოლოდ ქვეყნის ნამდვილ და ერთადერთ შეფს, პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინს დავლაპარაკებოდი, მეორე ნაწილს კი უნდოდა, რომ პროტოკოლის თანახმად, პრეზიდენტის რანგში პრეზიდენტთან დამერეკა. გადაწყვეტილება ბოლო არჩევანზე შევაჩერე, რადგან ჩავთვალე, რომ სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, პრეზიდენტ მედვედევს სასაცილო მდგომარეობაში ჩავაგდებდი, ის კი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. თანაც, მიმაჩნდა, რომ კრიზისის სიმძიმიდან გამომდინარე, პუტინს ჩარევა რომ მოსდომებოდა, ნამდვილად არაფერი შეაჩერებდა. ამდენად, საწყის ეტაპზე მედვედევთან დარეკვას მხოლოდ დადებითი მხარეები ჰქონდა. მასთან დაკავშირება სრულებით არ გამჭირვებია. არსებული მდგომარეობა მიუღებელი იყო, მაგრამ, გულწრფელად უნდა მეღიარებინა ისიც, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბად. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის ელჩი ელისეს სასახლეში მოვიწვიეთ და გავაფრთხილეთ, რომ ევროპა, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო ჩარევას, რუსული შეტევის გაგრძელების შემთხვევაში, არ განახორციელებდა. ბერნარ კუშნერმა, იგივე შეტყობინების გადასასცემად, თავის ქართველ კოლეგასაც დაურეკა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ის ორი რეგიონი, რომლებსაც საქმე შეეხებოდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოსთვის იგივეა, რაც - ალზასი და ლორენი საფრანგეთისთვის. საკითხის მგრძნობიარობა ამ შედარებაში კარგად ჩანს. სააკაშვილს სურდა, თავისი თანამოქალაქეების ნაციონალისტური გრძნობებისათვის ეამებინა, შედეგად კი, მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. გაღვიძებული დათვის ბუნაგში შებრუნება კი სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ იქნებოდა! პრეზიდენტ მედვედევთან დალაპარაკებამდე, სამპუნქტიანი გეგმა შევიმუშავე. გეგმის მიზანი იყო statu quo ante-ზე დაბრუნება. მედვედევმა ჩემს შეთავაზებებს თავისი ჩვეული გულითადობით მოუსმინა და არაფერს დამპირდა. ამასობაში, რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებდნენ. 11 აგვისტოს რუსეთის ჯარს თბილისიდან მხოლოდ 25 კილომეტრი აშორებდა. გონებაში მქონდა ყველაზე მძიმე სცენარი, რომელშიც რუსები დედაქალაქს იპყრობდნენ, სააკაშვილის ხელისუფლებას ამხობდნენ და ქვეყანაში პრორუს მთავრობას ნიშნავდნენ. ჯორჯ ვ. ბუშმა დამირეკა და მითხრა, რომ ფრანგულ გეგმას მხარს უჭერდა, მაგრამ, ამასთანავე მოითხოვდა, რომ რუსები დასჯილიყვნენ, თუმცა, (და საბედნიეროდ), სამხედრო ჩარევის გარეშე. ორ ცეცხლს შუა ვიყავი. რუსები თვლიდნენ, რომ მხარს ქართველებს ვუჭერდი. ამერიკელებს და ევროპელების ერთ ნაწილს კი მიაჩნდა, რომ, პირიქით, ზედმეტად შემრიგებლური ვიყავი. თუკი საკითხს ოპტიმისტურად მივუდგებოდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი პოზიცია გაწონასწორებული იყო. მედვედევს კიდევ ორჯერ ვესაუბრე. ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ მასაც, ისევე, როგორც მე ამას დაუღალავად ვუმეორებდი, გარკვეულწილად მიაჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან შორს შეიძლებოდა წასულიყო და, შედეგად, რუსეთის რეპუტაცია ძალიან შელახულიყო. ამას, რა თქმა უნდა, არ ამბობდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ მისი ოფიციალური პოზიცია სულ უფრო და უფრო კარგავდა სიმტკიცეს. ვიცოდი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ის არ იღებდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, პუტინის ნდობით სარგებლობდა. შეიძლება, ეს ჩემი მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მედვედევი ორჭოფობდა და გადავწყვიტე, ამითი მესარგებლა და ისევ გამეკეთებინა ვა-ბანკი. ჩემს თანამოსაუბრეს მოსკოვში, ნამდვილი მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩასვლა შევთავაზე. ვითხოვდი მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი, პირობის დაკმაყოფილებას: რუსული ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლა უნდა შეეჩერებინათ. ჩემი შეთავაზება კიდევ უფრო ზუსტიც კი იყო: მოსკოვში ჩამოვალ, მაგრამ, როდესაც ჩემი თვითმფრინავის ბორბლები ბილიკზე დაეშვება, ველი შეტყობინებას, რომ რუსეთის არმია შეჩერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავიდან არ ჩამოვალ და უკან გავბრუნდები. მე გარანტია მჭირდებოდა, რადგან ჩემი გუნდის ნაწილი შიშობდა, რომ ჩემი მოსკოვური ვოიაჟი ხაფანგი აღმოჩნდებოდა და რუსები ამითი მხოლოდ დროს მოიგებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, გადავწყვიტე, გამერისკა და მედვედევს ვენდე. პეკინიდან მხოლოდ სამი დღის დაბრუნებულები, მოსკოვში გავემგზავრეთ. ინფორმაციის გადაცემის სპეციალისტმა, რომელიც საპრეზიდენტო თვითმფრინავში გვახლდა, თვითფრინავის დაშვებიდან ათ წუთში შემატყობინა, რომ რუსეთის ჯარებს შეჩერება უბრძანეს. ცოტა ხნით შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, მახსოვდა, რომ ჯარების შეჩერება კარგი იყო, მაგრამ არასაკმარისი. ახლა მათ უკან უნდა დაეხიათ! მოსკოვი ჩართული სირენებით გავიარეთ და კრემლში მივედით. იქ უამრავი კამერა, მიკროფონი და ჟურნალისტი დამხვდა. დაძაბულობა იგრძნობოდა. ყველას ესმოდა, რამდენად რთულ სიტუაციაში ვიყავით. ჩემს მცირერიცხოვან დელეგაციაში არავინ იღიმოდა და ლაპარაკობდა. ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რამდენად სწორად ვიქცეოდი, მაგრამ ამ კითხვების დასმა ახლა ძალიან გვიანი იყო. ახლა საჭირო იყო თავდაუზოგავი ბრძოლა. თან ისიც ვიცოდი, რომ სახის დაკარგვა არავის სურდა. პრეზიდენტი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დაუღალავი სერგეი ლავროვი გველოდებოდნენ. როგორც კი მივედი, დიმიტრი მედვედევმა გვერდზე გამიყვანა. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, სადილზე ვლადიმერ პუტინი რომ შემოგვიერთდეს? მე ვუპასუხე: რა საკვირველია, არა. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ვნახავ. სადილზე პუტინის ამ გაუთვალისწინებელ დასწრებაში ჩანდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსებისთვის ეს საკითხი. ვფიქრობდი, რომ ეს საქმეს გაგვიადვილებდა, რადგან, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რუსი გენერლები მედვედევს დაემორჩილებოდნენ. სამაგიეროდ, ისინი დაემორჩილებოდნენ პუტინს. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ამასობაში, ვლადიმერ პუტინი მოვიდა ოდნავ შესიებული ყბით. შემოსვლისას მომესალმა და მითხრა: ახლა კბილის ექიმთან ვიყავი, კბილი მტკივა და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ვიზიტების უკეთესი დასაწყისიც მინახავს. შემდეგ პატარა მაგიდას მივუსხედით: რუსეთის მთავრობის ორი ხელმძღვანელი, ჟან-დავიდ ლევიტი და მე. პარალელურად, გვერდით ოთახში, მინისტრი სერგეი ლავროვი და მედვედევის მრჩეველი სერგეი პრიხოდკო, ბერნარ კუშნერი და ჩემი მრჩეველი დამიენ ლორასი სადილობდნენ. სადილი ცუდად დაიწყო. პუტინი ლაპარაკობდა. გაცეცხლებული იყო. ლაპარაკი დაიწყო და, მთელი თხუთმეტი წუთის მანძილზე, სიტყვა არავის ათქმევინა. ეს იყო მძაფრი გამოსვლა სააკაშვილის, მისი მეთოდების, მისი პოლიტიკისა და პიროვნების წინააღმდეგ. პუტინი ძალიან იყო გაბრაზებული და, ხანდახან, ქართველი პრეზიდენტის ხსენებისას, პირჯვარს იწერდა. შთამბეჭდავი იყო. ბოლოს თქვა: ყველა იმ დანაშაულის გათვალისწინებით, რაც ჩაიდინა, ის პრეზიდენტად ვერ დარჩება. სიმშვიდე ჩემი ძლიერი მხარე არ არის და ნელ-ნელა სიბრაზე მომერია. პუტინის ტირადების დროს, დიმიტრი მედვედევი ჩუმად იყო. ჩემს თანამოსაუბრეს სიტყვა ძლივს შევაწყვეტინე და, რასაც ქვია, ავფეთქდი: დღეს 11 აგვისტოა და კაპ ნეგრიდან აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ გაეროს წევრი ქვეყნის პრეზიდენტმა, შენი ლანძღვა და მუქარა მოვისმინო. მე აქ ჩამოვედი კეთილი ნებით, იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, გამოხვიდეთ სიტუაციიდან, რომელიც ყველასთვის წამგებიანია და, განსაკუთრებით წამგებიანია შენთვის. შენ კი არაფრის მოსმენა გინდა. დავიღალე. უნდა წავიდე. გაბრაზებული წამოვდექი, ჩავიცვი კოსტუმი, რომელიც სუფრასთან დაჯდომისას გავიხადე და მტკიცე ნაბიჯით გავეშურე კარისაკენ. შეწუხებულმა პუტინმა მომაძახა : სად მიდიხარ? აქ აღარაფერი მესაქმება. სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლევ და არაფრის მოსმენა გინდა. პრესას ვეტყვი, რომ დავმარცხდი. ფეხზე წამომდგარმა პუტინმა ახლა უფრო თავაზიანად მთხოვა დარჩენა და საუბრის გაგრძელება, მე კი ვუთხარი, რომ საუბარი არც დაგვიწყია ! სუფრასთან დავბრუნდი. ამ შესაძლებლობამ შვება მომგვარა. პუტინმა საუბარი განაგრძო : ერთი კითხვა მინდა დაგისვა. როდესაც შენი მეგობარი ბუში სადამ ჰუსეინს ახრჩობს, შენ არაფერს აპროტესტებ და როდესაც მე სააკაშვილის გაგდებას გთავაზობ, წასვლა გინდება. ასე სხვადასხვანაირად რატომ იქცევი? მე ვუპასუხე: ნუთუ ეს არის შენი ცხოვრების ოცნება? გინდა, ბუშივით სძულდე პლანეტის ორ მესამედს? არ ვიცოდი, თუ ის შენთვის მისაბაძი მაგალითი იყო! პუტინს გაეცინა და გულწრფელად მიპასუხა: ერთით ნული. როგორც იქნა, გულდასმით საუბარი შევძელით. კბილი აღარ სტკიოდა, ან, ყოველ შემთხვევაში, ისე აღარ აწუხებდა. ჩემს წინ კვლავ იყო ის მშვიდი და საზრიანი თანამოსაუბრე, რომელსაც ვაფასებდი. მრავალი წუთი დამჭირდა იმისათვის, რომ მისთვის გამეგებინებინა, რომ მან მოახერხა თავისი ქვეყნის განვითარება სიმშვიდეში, ძალადობის გარეშე, რასაც არავინ ელოდა და რომ ახლა, მიმდინარე ამბები ძალიან დააზიანებდა რუსეთსაც და მასაც. არც კი მესმოდა, რა იყო მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ დღის წესრიგში. ნებისმიერი მიმართულებით, რომელზეც არ უნდა მეფიქრა, მხოლოდ მომავალ კატასტროფებს ვხედავდი. რა პრესტიჟს აძლევდა რუსეთს ოთხმილიონიანი ქვეყნის დაპყრობა? საჭირო იყო ამ სიგიჟიდან სწორად გამოსულიყო, თორემ საძულველ დიქტატორად დაასრულებდა! დაახლოებით ოთხი საათი ვილაპარაკეთ. საუბრის ტონი არასოდეს დაძაბულა, მაგრამ კრიზისიდან გამოსავალზე ვერ შევთანხმდით. უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი. ჩემს ორ თანამოსაუბრეს ვთხოვე, საუბარი დროებით შეგვეწყვიტა, რათა მათთვის სამშვიდობო გეგმა შემეთავაზებინა. ოთახიდან საკუთარ გუნდთან ერთად გავედი და მე თვითონ შევადგინე ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შესათანხმებლად რუსებს მოვუტანე. გეგმის ძირითადი მიზანი იყო საქართველოდან რუსული შეიარაღებული ძალების გამოყვანა, თუმცა, მათთვის რჩებოდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩენის შესაძლებლობა; ამდენად, საქართველოს ტერიტორიის 90%-ს გავათავისუფლებდით. გამოსავალი იდეალური არ იყო, მაგრამ ქვეყნის სრულ ოკუპაციას ნამდვილად სჯობდა. როდესაც შევთავაზე, რომ მომავალში რუსებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკებებს გავმართავდი ჟენევაში ამ ორი რეგიონის საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, პუტინი დამთამნხმდა. ვიცოდი, რომ ამას დიდი დრო დაჭირდებოდა და, შესაბამისად, ეს საშუალებას მოგვცემდა, კრიზისის სიმწვავე გადაგველახა. რუსები თვლიდნენ, რომ ქონდათ უსიტყვო უფლება, ამ ორ რეგიონში დარჩენილიყვნენ, მაგრამ წასულიყვნენ ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიებიდან. ისიც კი შევძელი, რომ მედვედევთან ერთად პრესკონფერენცია გავმართე და წარვადგინე საფრანგეთის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის გარანტიც თვითონვე იყო. ეს ძალიან დიდი წინსვლა იყო. კატასტროფა თავიდან ავირიდეთ. შემდეგი ნაბიჯი ქართველების დარწმუნება იყო. კვლავ ჩავჯექი თვითმფრინავში და გავეშურე თბილისში, სადაც 22 საათზე დავეშვით. ბნელი ღამე იყო. ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყო და ოკუპანტის არმია ჩვენგან ოცდახუთ კილომეტრში იმყოფებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფრონტის ხაზთან ასე ახლოს მდებარე ქალაქში ვიმყოფებოდი. გარშემო სიცოცხლის ნიშან-წყალი არ იყო. შუქი ყველგან ჩამქრალი იყო. ადამიანები სახლებში გამოკეტილიყვნენ. მზაკვრული შიში ყველგან გამეფებულიყო. გამონაკლისს ერთადერთი ადგილი წარმოადგენდა დედაქალაქში, პარლამენტი, სადაც ასევე იყო პრეზიდენტის სასახლეც. ვგრძნობდი დიდ აღელვებას, ისტერიასაც კი. ქალაქის მაღლობზე მდგარი შენობა ჩახჩახებდა, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა სრულიად ჩაბნელებულ გარემოსთან. ქვეყნის ხელისუფლებამ თავის ყველაზე გულანთებულ მომხრეებს მოუწოდა, ამ ადგილზე შეკრებილიყო თავისი ხელისუფლების დასაცავად და მითითებების მისაღებად. საითაც არ უნდა გამეხედა, მხოლოდ აღელვებას, ფუთფუთსა და ნერვულ დაძაბულობას ვხედავდი. პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში მივედი, მადლობა გადამიხადეს, მომესალმნენ, მთელი გულწრფელობითა და ენერგიით იზეიმეს ჩემი ჩასვლა. იქ ასევე იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც თავიანთი მხარდაჭერის საჩვენებლად ჩამოსულიყვნენ. პრეზიდენტის კაბინეტში მაშინვე შევამჩნიე ორი მამაკაცი, რომლებიც, როგორც ჩანდა, ქართველები არ იყვნენ და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე, აქ რას აკეთებდნენ. მიპასუხეს, რომ ისინი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა. მინდოდა, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას დავლაპარაკებოდი, ყოველგვარი გარეშე მოწმის გარეშე. ექვსპუნქტიან გეგმაზე ლაპარაკის დაწყებამდე, სააკაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მომმართა: სასახლის წინ ასორმოცდაათი ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები მზადაა. შენ მათ უნდა მიმართო. თავისი კაბინეტის ორმაგი ფანჯარა გააღო და ოთახში ხალხის ხმაური გაისმა. წინადადება ძალიან მაცდურად ჟღერდა, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. პუტინს, ისევე, როგორც მედვედევს, დავპირდი, რომ რუსული ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ერთ წინადადებასაც კი არ ვიტყოდი მათ საწინააღმდეგოდ. იქ შეგროვილ გაღიზიანებულ და აღტკინებულ ქართველ ხალხს კი, ჩემგან მხოლოდ რუსეთის დამგმობი სიტყვების მოსმენა სურდა. რა საკვირველია, კარგად მესმოდა მისი, მაგრამ, შუამავლისა და მომლაპარაკებლის როლზე უარის თქმის შემთხვევაში, უარს ვამბობდი მიუკერძოებლობის პოზიციის უპირატესობაზეც, რომელიც მოპოვებული მქონდა. სიტუაციით სასოწარკვეთილმა საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სცადა: თუ არაფერს იტყვი, ყველაფერს დალეწავენ. დაე, დალეწონ. სიტყვა მაქვს მიცემული და უნდა შევასრულო. ერთადერთი, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რუსული ტანკების მიერ ტერიტორიის სწრაფი დატოვებაა. ვიცოდი, რომ ჩემს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო განცხადებას რუსეთიდან გულდასმით ადევნებდნენ თვალს. ერთი წამითაც კი არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ სადილზე მყოფ ჩემს რუს თანამოსაუბრეებს ყველანაირი ტექნიკური და ადამიანური რესურსი ჰქონდათ ხელთ იმისათვის, რომ სცოდნოდათ, თბილისში რა ხდებოდა. მთავარ საკითხებზე საუბარი შუაღამისას დავიწყეთ. ჩემს თანამოსაუბრეებს ავუხსენი, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩემს გეგმას არ დათანხმდებოდა, სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდებოდა, თბილისი დაეცემოდა და საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდებოდა. სააკაშვილმა უარი განაცხადა და აღშფოთდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამომავლო სტატუსის დასადგენად საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით. ეს მისი მხრიდან შეცდომა იყო, იმიტომ, რომ ეს იყო ირიბი გარანტია, რომ რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის ოკუპაცია საბოლოო არ ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. ღამის სირველ საათზე მედვედევთან დარეკვა გადავწყვიტე, იმისათვის, რომ დამერწმუნებინა, ორი რეგიონის სტატუსის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების წარმართვის საკითხის მოხსნაში, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ამ ტერიტორიებზე რუსული არმია კვლავ დარჩებოდა. მედვედევმა მადლობა გადამიხადა იმისათვის, რასაც ვაკეთებდი და როგორც ვაკეთებდი. როგორც ჩანდა, უკვე ყველაფერი იცოდა. ინფორმაცია ქართული სისტემიდან აშკარად გაცილებით უფრო იოლად ჟონავდა, ვიდრე ეს ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ. და, ჩემთვის ძალიან გასაკვირად, მედვედევი დიდი დისკუსიის გარეშე დათანხმდა ჩემს თხოვნას. თანაც დამიზუსტა, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურებს უბრძანა, უკან დასახევად მომზადებულიყვნენ. ეს ნამდვილად შესანიშნავი და მოულოდნელი იყო. ამგვარად, დილით დროებით შეწყვეტილი ცეცხლი მუდმივად შეწყდა. ღამის სამ საათზე საქართველოს პარლამენტის ბაღში პრესკონფერენცია გავმართე. მთვარიან ღამეს უცნაური, ეიფორიითა და სტრესით გაჟღენთილი ატმოსფერო იყო. თვითმფრინავში ჩავჯექი და კაპ ნეგრზე დავბრუნდი. როდესაც კაბინაში ავდიოდი, ტიერიმ, მეტრ დოტელმა, რომელიც პრეზიდენტის ინტენდანტის ფუნქციას ასრულებდა, მითხრა : რა კარგია, რომ მივდივართ, ბატონო პრეზიდენტო. არ მინდოდა, სახლში დაბრუნებისას სხვებს ჩამოვრჩენოდით. ვკითხე : შეგეშინდათ? თანაც როგორ, ლამის ჩამოვრჩით! მთელი გულით გამეცინა, მაგრამ, ის ნამდვილად არ ცდებოდა... თუმცა, საქმე ჯერ არ გვქონდა დასრულებული. მე ჯერ ჩემი ევროპელი პარტნიორები უნდა დამერწმუნებინა, რომ ეს მიღწეული შეთანხმება შესაძლო ვარიანტთაგან საუკეთესო იყო. მაგრამ, ასე არ თვლიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, რომელთაც რუსებთან ბრძოლა და ცივი ომის განახლება არ აშინებდათ. მე კი ეს არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა. პირველ სექტემბერს ბრიუსელში მოვიწვიე ევროპის საბჭოს რიგგარეშე სხდომა და, ანგელა მერკელის დიდი დახმარებით, მივაღწიეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ევროპელი დამკვირვებლები განვათავსეთ რუსებისა და ქართველების ფრონტის ბოლო ხაზზე. ამის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მიმეღწია რუსული ჯარის მთლიანი გაყვანისთვის. 8 სექტემბერს კიდევ ერთხელ დამჭირდა მოსკოვში დაბრუნება, იმისათვის, რომ მედვედევისთვის ფიქსირებული და შეზღუდული გრაფიკი მომეთხოვა. ძალიან აგრესიულ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან მწვავე დავის შემდეგ, გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ჩამოსვლიდან თხუთმეტ დღეში, რუსები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებდნენ. 2008 წლის დასასრულს, საქართველომ თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა გადაარჩინა. რუსი სამხედროები მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩებოდნენ, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ისინი ამ ტერიტორიებზე კონფლიქტამდეც იყვნენ. ევროპამ მოახერხა და ერთიანობა შეინარჩუნა და კრიზისი თავიდან ბოლომდე დაიმორჩილა. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ პრობლემა მხოლოდ ევროპელების, და არა ამერიკელების, მიერ უნდა გადაჭრილიყო. ეს რეგიონი ჩვენი გავლენის არეალია, მათი კი არა. ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ გაართულებდნენ მდგომარეობას და ქართულ კონფლიქტს რუსულ-ამერიკულ დაპირისპირებად გადააქცევდნენ. ისინი ჩვენ გულწრფელად დაგვიდგნენ მხარში და ამისთვის ჯორჯ ვ. ბუშის მადლიერი ვიყავი. ბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პარადოქსი იყო, მაგრამ მაინც, ჩემი ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა რუს ხელისუფლებთან გაცილებით უფრო გამყარდა და განვითარდა. პუტინმა თავისი სიტყვა შეასრულა და მედვედევმა უბრალო ფიგურანტზე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამიერიდან შეგვეძლო მას ვნდობოდით. უფრო უკეთ გავიცანი პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს იყო დადებითი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნამდვილი ხედვა. სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოლიგლოტი, რომელიც ოდესმე მინახავს. მაგრამ სააკაშვილი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეგონა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაერთვებოდნენ მის დასაცავად. მას ამას ძალიან ბევრი ამერიკელი ჩინოვნიკი დაპირდა. კარგად რომ დაფიქრებულიყო, ის მიხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები იყო. გარდა ამისა, მას ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ძალებზე. ორი შეცდომა ერთად კი უკვე ძალიან ბევრი და უდავოდ ზედმეტი იყო! ეს იყო ნამდვილი ქარიშხალი ჩემთვის, როგორც ევროპის კავშირის პრეზიდენტისათვის. ბედნიერი ვიყავი ამ ახალი დიპლომატიური წარმატებით. ეს იყო დასტური იმისა, რომ ევროპას როდესაც სურდა, შეეძლო კიდეც!

ანდრიუს კუბილიუსი

07 აგვისტო 2020, 15:26

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია

„უკანონოდ განლაგებული საოკუპაციო ძალებისა და საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსიის გზით რუსეთის მიერ წარმოებული უწყვეტი პროვოკაციები საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ უხეშად არღვევს“.

ფინანსთა სამინისტრო

07 აგვისტო 2020, 15:18

ეკონომიკა

ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა.

07 აგვისტო 2020, 15:18

საზოგადოება

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა და დღეს მან საავადმყოფო დატოვა.

07 აგვისტო 2020, 15:05

ეკონომიკა

საქართველომ COVID-19-ის პანდემიის მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთი საერთაშორისო დახმარება მიიღო

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.

ვახტანგ მახარობლიშვილი

07 აგვისტო 2020, 15:01

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) ონლაინ კონფერენციაზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.

07 აგვისტო 2020, 14:56

რეგიონი

გიორგი გახარია: მაღალი გამავლობის მანქანისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა სოფელი მისაწვდომია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

07 აგვისტო 2020, 14:48

საზოგადოება

ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან თემატური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გიორგი გახარია

07 აგვისტო 2020, 14:46

რეგიონი

გიორგი გახარია: გუნდური, ეფექტური მუშაობის შედეგად, მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს უფრო ადრე მივეცით ცხოვრების ნორმალურ წესზე გადასვლის შესაძლებლობა

ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შტაბის მუშაობა იყო საკმაოდ ეფექტური და სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა.

07 აგვისტო 2020, 14:43

ეკონომიკა

LOT Polish Airlines-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

14 აგვისტო, ვარშავა - თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25); 15 აგვისტო, თბილისი - ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);

საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 აგვისტო 2020, 14:35

პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, 7-8 აგვისტოს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება

7-8 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრელებს.

გიორგი ვოლსკისა და კობა კობალაძის შეხვედრა ვეტერანებთან

07 აგვისტო 2020, 14:27

საზოგადოება

ვეტერანების ორკვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა

ვეტერანების 2-კვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა და ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიროგი ვოლსკისთან და უმრავლესობის წევრთან, კობა კობბალაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.