imedi  /  04 აგვისტო 2020, 15:54 / სანდო წყარო

ალექსანდრე ლუკაშენკო: რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ახლო მოკავშირეები არ დარჩა

ალექსანდრე ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის ან რუსეთის ხელისუფლებაში. ეს გადაულახავი ფაქტორია, ეს ჩვენს ერებში ღრმად არის გამჯდარი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ძმური ურთიერთობები პარტნიორულ ურთიერთობებზე გაცვალეს“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი არავისთან მეგობრობს ვინმეს წინააღმდეგ და მხარს უჭერს მრავალვექტორულობასა და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას.

„რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ახლო მოკავშირეები არ დარჩა და ბოლო დროს დასავლეთმა ჩვენ მიმართ ინტერესის გამოხატვა დაიწყო. ყველამ იცის ჩვენი პასუხი: ბელარუსი არავისთან მეგობრობს ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალვექტორულობას, თანმიმდევრულ და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს შეხვდებიან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

29 სექტემბერი 2020, 08:08

სამართალი

ელიავას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

29 სექტემბერი 2020, 00:58

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

29 სექტემბერი 2020, 00:53

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა. „ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ.

29 სექტემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

მილანში, მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:41

ტაბლოიდი

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:40

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ანგელა მერკელი და ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს.

შსს

29 სექტემბერი 2020, 00:22

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ემანუელ მაკრონი

29 სექტემბერი 2020, 00:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ევროპა რუსეთისგან შორს მყოფი კუნძულია

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით ევროპამ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:56

საზოგადოება

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან კლინიკა უკვე ყველა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

37 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:19

COVID19

ლევან რატიანი: ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა ან არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა

პანდემიამ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, როგორც ექიმების ისე საზოგადოების. მაგრამ სულ იმის იმედი მაქვს, რომ საშველი აუცილებლად იქნება. არ გვაქვს უფლება ჩავიქნიოთ ხელი. ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიდგეთ იმ ადგილზე სადაც მოგვეთხოვება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 81 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 22:56

COVID19

ჯანმო: დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ.

28 სექტემბერი 2020, 22:25

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფეში ხანძარი გაჩნდა

კოტე აფხაზის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარე კაფე „ბლუმში" ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

28 სექტემბერი 2020, 22:24

მსოფლიო

სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება.

28 სექტემბერი 2020, 22:08

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.

ანტონიო გუტერეში

28 სექტემბერი 2020, 21:46

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი მთიან ყარაბაღში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნის ინიციატივით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნისკენ მოუწოდა.