imedi /  11 აგვისტო 2020, 23:31 / სანდო წყარო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

სპეცრაზმმა დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეების დარბევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მილიცია რეზინის ტყვიებს იყენებს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე ნეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში?

დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა მას თბილისის მერად?“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 23:45

მსოფლიო

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი დაბლოკა

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ისევ უნდათ სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი

თუ ისევ უნდათ, სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების, ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი, მათი არჩევანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში

„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს ადამიანი. მით უმეტეს, პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ამიტომ მან ფული არ მისცა საკუთარ გუნდს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ორ თუ სამ მის ლობისტს. რატომ არის საინტერესო? მით უმეტეს არჩევნების წინ, ჩვენ მოსახლეობას უნდა ველაპარაკოთ ჩვენს გეგმაზე, ჩვენს ხედვაზე, განვითარების გეგმებზე და ა.შ. უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღეს. ეს უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.​

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია

„მისი საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის ნიკა მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. მეტს გეტყვით, რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ჩამოვა. თვითონაც ამბობდა, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან არ დააფინანსა საკუთარი პარტია და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, ამ მიზნით თქვა რომ ჩამოვა. ჩამოვიდეს, რას იმუქრება?“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილზე: ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ

„სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: გვაქვს ერთი გეგმა - კანონის აღსრულება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა

ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა: კანონის აღსრულება. ჩვენ კომპრომისს არ ვუშვებთ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.

28 სექტემბერი 2021, 23:16

სამართალი

გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ჯენ ფსაკი

28 სექტემბერი 2021, 23:12

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცი რომ დაეტოვებინა, შედეგად ომს მივიღებდით

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ „თალიბანთან“ ომში იქნებოდა, 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში რომ დაეტოვებინა.

ზურაბ ჩიკვილაძე; კახა კალაძე

28 სექტემბერი 2021, 23:09

პოლიტიკა

მომავალ წელს ივერთუბანში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრეს.

კონსტანტინე შარაშენიძე

28 სექტემბერი 2021, 22:54

სამართალი

სასამართლომ ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ ოზურგეთის მოქმედი მერი და ოპოზიციის კანდიდატი მერის არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო. შარაშენიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერიის თანამშრომლების ერთი ნაწილი უკანონოდ შეკრიბა, რითაც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 93-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.

ზურაბ ჩიკვილაძე

28 სექტემბერი 2021, 22:53

პოლიტიკა

ზურაბ ჩიკვილაძე: ზემო ჩუღურეთში ყველა ქუჩა მოვაწესრიგეთ და გავანათეთ

დღეს ვერავინ იტყვის, რომ ჩუღურეთში რომელიმე ქუჩა მოუწესრიგებელი და გაუნათებელია, - ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან ერთად, სოციალური ქსელში ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჩუღურეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

28 სექტემბერი 2021, 22:46

COVID19

CDC: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები მეორე დოზის შემდგომი გვერდითი მოვლენების მსგავსია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ.

28 სექტემბერი 2021, 22:44

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა. სოფელ ქსოვრისში ახლადგახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას ახალ გარემოში გაუწევს.

28 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოთხ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ამავე რაიონის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. მოსახლეობასთან შეხვედრა კვლავ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2021, 22:26

კულტურა

„ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა📷

სერიალის მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში ამჯერად ენტონი ბრიჯერტონი და მისი სიყვარულის ისტორია მოექცევა, თუმცა მაყურებელი პირველი სეზონის გმირებსაც ნახავს. სერიალის მსახიობების გუნდს სიმონ ეშლი შეუერთდა, რომელიც კეიტ შარმას როლს შეასრულებს. სწორედ ის დააინტერესებს ვიკონტს.

იენს ჰანინგი

28 სექტემბერი 2021, 22:01

ტაბლოიდი

დანიელმა მხატვარმა მუზეუმისგან $84 ათასი მიიღო, სანაცვლოდ ცარიელი ტილოები გადასცა და საკუთარ ქმედებებს ხელოვნების ნიმუში უწოდა

ტელეარხის ცნობით, მხატვარმა მუზეუმისგან თანხა თავისი ძველი ნამუშევრის რეპროდუქციისთვის მიიღო. კონცეპტუალური ნამუშევარი დანიისა და ავსტრიის მოქალაქეების შემოსვლის შედარებას წარმოადგენდა და ორი ჩარჩოსგან შედგებოდა, რომლებშიც ბანკნოტები იყო მოთავსებული. მაგრამ ჰაანინგმა მუზეუმში ცარიელი ტილოები გააგზავნა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის თანხის დაბრუნებასაც არ აპირებს.

28 სექტემბერი 2021, 21:35

მსოფლიო

უგანდაში 84 წლის კაცმა მის სახლში შეჭრილი ყაჩაღი მაჩეტეთი მოკლა

უგანდაში 84 წლის კაცმა მის სახლში შეჭრილ ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი მათგანი მაჩეტეთი მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.