აშშ-ში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა
ფოტო: Corbis
აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 2015 წლის შემდეგ შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
მიმდინარე წელს ნიუ-მექსიკოს შტატში შავი ჭირი 60 წლამდე კაცსაც დაუდასტურა, თუმცა ორი ინფიცირებული ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდა და, დიდი ალბათობით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს არ უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ მონღოლეთში მიმდინარე წლის განმავლობაში შავი ჭირით გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
14 სექტემბერი 2026, 12:07
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
14 სექტემბერი 2026, 11:59
მსოფლიო
კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა
„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.
14 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
14 სექტემბერი 2026, 11:47
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს
ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
14 სექტემბერი 2026, 11:27
მსოფლიო
ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება
„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე
რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ
„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.
14 სექტემბერი 2026, 11:11
რეგიონი
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
14 სექტემბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.
14 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა
„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
14 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერი 2026, 10:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება
„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 10:14
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 10:11
სამართალი
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
14 სექტემბერი 2026, 09:53
მსოფლიო
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“
„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.
14 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.


