imedi /  21 აგვისტო 2020, 20:59 / სანდო წყარო

ყოფილი უკრაინელი დეპუტატი: ძვირფასო საქართველოვ, წაიყვანე უკან სააკაშვილი

გენადი მასკალი

გენადი მასკალი

ძვირფასო საქართველოვ, წაიყვანე უკან სააკაშვილი - ამ სიტყვებით დაიწყო „ქრონიკასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილმა უკრაინელმა დეპუტატმა გენადი მასკალმა.

მისივე თქმით, მისთვის საქართველოში ჩადენილი დანაშაულებებიც ცნობილია და ისიც, რას დაჰპირდა უკრაინელებს და რეალურად, რა გააკეთა მათთვის. მასკალის განცხადებით, სააკაშვილს არანაირი რეფორმების გატარება არ შეუძლია და ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაშიც უკვე დარწმუნდნენ, რომ ის მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს.

„„სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების ისეთი რეფორმა გაატარა, რომ ყველაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სისტემა შექმნა. მაშინ რატომ ეშინია, დაბრუნდეს საქართველოში და დაიცვას თავი? წავიდე და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ან თუ მართალი არ ხარ, ჩაჯექი ციხეში, იქნება მერე პრეზიდენტმა შეგიწყალოს. წაიყვანეთ სააკაშვილი უკან, თორემ უკრაინაშიც ისეთ წარმატებულ რეფორმებს გაატარებს, რომ ქვეყნისგან არაფერი დარჩება. სააკაშვილი ვერასოდეს იქნება უკრაინის პრემიერი, პარლამენტი მას ხმას არ მისცემს. ის ოდესის გუბერნატორი იყო, მაგრამ ძაღლისთვის ჯიხურიც კი არ აუშენებია. იქ ხალხს მისი ხსენებაც არ უნდა. მისგან სარგებელი არც უკრაინაში იქნება, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი ამას გააცნობიერებს, გვიანი იქნება - სააკაშვილს ისევ გააგდებენ და მოქალაქეობას ისევ ჩამოართმევენ. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ“, - აცხადებს გენადი მასკალი.

რადის ყოფილი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქვეყნიდან ერთხელ უკვე გაძევებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი მეორედაც იმავე ბედს გაიზიარებს. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი კარგად ხედავს, რა გააკეთა უკრაინაში სააკაშვილმა და მისმა რეფორმატორმა თანაგუნდელებმა.

„როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნეს, მან საბაჟოს რეფორმის ჩატარების პირობა დადო. მან დანიშნა ვიღაც ახლობელი გოგო საბაჟოში და თუ მანამდე საბაჟოს ბიუჯეტში თვეში 2 მილიარდამდე გრივნა შეჰქონდა, რეფორმის შემდეგ ეს თანხა 750 მილიონი გახდა. სად გაქრა 1,25 მილიარდი გრივნა? გამოჩნდნენ მისი თანამემამულეები, გახსნეს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი, სადაც გარკვეული თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ საბაჟოზე საქმეები გვარდებოდა. ახლა ეს ადამიანი ებრძვის უკრაინაში კორუფციას? მან უნდა განახორციელოს სასამართლო რეფორმა? ის მოსამართლეა, პროკურორი იყო თუ გამომძიებელი? აქ ჩამოიყვანა ხატია დეკანოიძე, რომელმაც უკრაინული პოლიცია სრულიად დაანგრია. ხატია დეკანოიძემ დაარწმუნა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება, რომ საკმარისია, პოლიციელმა 6 თვე ისწავლოს. 6 თვეში როგორ უნდა მოემზადოს პოლიციელი, ბავშვსაც კი 9 თვე სჭირდება, რომ დაიბადოს? ამის შედეგად პოლიციის ხარისხი გაუარესდა, დანაშაულის რიცხვი კი გაიზარდა. გარკვეული დროის შემდეგ დეკანოიძე უკრაინაში ისევ გამოჩნდა, ერთი თვე სასტუმროში იჯდა, სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტს ევაჭრებოდა, რომ დეკანოიძე შს მინისტრად დაენიშნა. რადაში დეკანოიძის კანდიდატურას 450 დეპუტატიდან 10-ც არ მისცემდა ხმას. შემდეგ დღის წესრიგში საბაჟო დადგა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზეც უარი თქვა, დეკანოიძე კი საქართველოში, სააკაშვილის პარტიაში დაბრუნდა“, - აცხადებს გენადი მასკალი.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.