ლონდონი საპროტესტო აქციებმა მოიცვა
საპროტესტო აქცია ლონდონში
ლონდონში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ხანძრის გამო ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. იუწყება BBC. აქციის მონაწილეები ხანძრის მიზეზების დასახელებას ითხოვდნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი კენსინგტონისა და ჩელსის მუნიციპალიტეტის შენობაში შეიჭრა და ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დროული დახმარება მოითხოვა. ათეულობით ადამიანი შეიკრიბა ასევე იმ საზოგადოებრივ ცენტრთან, სადაც პრემიერი ტერეზა მეი დაზარალებულებს ხვდებოდა, დემონსტრაცია დაუნინგ-სთრითზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რეზიდენციასთანაც გაიმართა.
საპროტესტო აქციას ლონდონის ქუჩებში უამრავი ადამიანი შეუერთდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მუსტაფა ალ-მანსურის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები საკმარისი არ არის და მთავარ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, კერძოდ, ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დამწვარ სახლში.
მუნიციპალიტეტის შენობასთან, სადაც აქცია მომდინარეობდა, პოლიციის გამოჩენამ ხალხის უკმაყოფილება და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.
მოსახლეობის პროტესტზე ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია დაზარალებულთა დახმარება. დაზარალებულებთან შეხვედრაზე მეიმ პირობა დადო, რომ ღია გამოძიების შედეგად ხანძრის რეალური მიზეზები გაირკვევა.
ტერეზა მეიმ გასცა განკარგულება, დაზარალებულთავის პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად 5 მილიონი ფინტის გამოყოფის შესახებ. ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, ლონდონის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ხანძარი მოწყობილი იყო.
ლონდონის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა 30 ადამიანის სიკვდილი, რომლებიც 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად დაიღუპნენ. გაზეთი The Sun-ის ინფორმაციით, უგზოუკვლოდ დაიკარგა 65 ადამიანი.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 დაღუპულის შესახებ. ხანძარი ლონდონის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოთხშაბათს ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 600 ადამიანი იმყოფებოდა.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 15:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.
08 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.
08 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.
08 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.
08 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:49
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.
08 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
The Spectator: უკრაინა ომს აგებს
The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.
08 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!
„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.
08 სექტემბერი 2026, 14:33
მსოფლიო
Reuters: გაზსაცავებში მარაგების დაბალი დონის გამო გერმანიას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება
გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:29
კულტურა
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
ფესტივალის სექციაში Venice Spotlight 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:28
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
08 სექტემბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა
რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.
08 სექტემბერი 2026, 14:26
პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში 134-ე სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.
08 სექტემბერი 2026, 14:25
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
ადრესატმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.
08 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო
დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.


