03 ოქტომბერი 2020, 16:53 / სანდო წყარო

მოსკოვი: გერმანიამ რუს დიპლომატებს ალექსეი ნავალნის მონახულების უფლება არ მისცა

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, გერმანიამ რუს დიპლომატებს არ მისცა უფლება, მოინახულონ ალექსეი ნავალნი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საელჩოს გერმანიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უარყოფითი პასუხი მიუვიდა განცხადებაზე, რომლითაც რუსი დიპლომატები ოპოზიციონერის მონახულებაზე თანხმობას ითხოვდნენ.

მოსკოვი გერმანიის საგარეო უწყების ამ გადაწყვეტილებას „რუსეთის დემონიზაციის კამპანიას“ უწოდებს.

ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიო მაასმა ევროკავშირს მოუწოდა, ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.

ყველა სიახლე

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ნიკოლ ფაშინიანი

26 ოქტომბერი 2020, 19:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 19:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცესკომ მიიღო ყველა ზომა იმისთვის, რომ საარჩევნო უბნები მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცედ გადაქცეულიყო

ჩვენ გვაქვს საარჩევნო გათვლები, მათ შორის აქტივობასთან დაკავშირებით და ამ არჩევნებზე მაღალ აქტივობას ველით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სტივენ ვან გუხტი

26 ოქტომბერი 2020, 19:04

COVID19

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს. პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ხანდაზმულების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 18:53

მსოფლიო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს პორტალი United States Elections Project-ის მონაცემები ცხადყოფს.

26 ოქტომბერი 2020, 18:50

საზოგადოება

რუსთავში, 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. მას არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ აღენიშნებოდა. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დარტყმა თავის თავზე კლინიკურმა სექტორმა უნდა აიღოს, გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას

„არის თუ არა შეფერხებები ჩვენთან პაციენტების მომსახურებაში? შეფერხებები უეჭველად არის. ეს ეხება იმას, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან, მათ შორის ზოგჯერ ტელეფონით. ზოგჯერ, მათ უწევთ ლოდინი ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოდით, შევადაროთ სხვა ქვეყნებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც რევოლუციას მოაწყობენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება დიდი გაყალბებისთვის ემზადება.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:47

სამართალი

ირაკლი კობახიძე: განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული

ზუგდიდში, იმ ადგილას, სადაც პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა პოლიტიკოსები პოზიორობდნენ, ისინი პოლიციასაც კი დაუპირისპირდნენ იმ მომენტში, როდესაც პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ოპერაციის წარმატებით ჩატარებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მისგან ჯარსა და პოლიციაზე შეტევა არ გვიკვირს

„პოლიციასა და ჯარზე შეტევა, არა ინსტიტუციებზე არამედ სახელმწიფოზე შეტევა, რითაც ეს პოლიტიკური ძალები 9 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ძალები სახელმწიფოს ებრძოდნენ და არა ინსტიტუციებს.

ანგელა მერკელი

26 ოქტომბერი 2020, 18:43

COVID19

ანგელა მერკელი: გერმანია კოვიდსიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე

დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო ფლობს ნატოში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:38

COVID19

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, თენგიზ ცერცვაძე რჩევებით მიმართავს

დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

26 ოქტომბერი 2020, 18:30

COVID19

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი“ - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:24

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით“.

ილჰამ ალიევი

26 ოქტომბერი 2020, 18:23

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა

დღეს აზერბაიჯანი ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.