imedi  /  12 ოქტომბერი 2020, 17:50 / სანდო წყარო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს

ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა „შედეგების გარეშე ვერ დარჩება“.

„საფრანგეთი და გერმანია ინიციატივით გამოდიან, სანქციები დაუწესდეს გარკვეულ პირებს, რომლებმაც ამ მხრივ ჩვენი ყურადღება მიიპყრეს”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არსებული ინფორმაციით, სანქციები, სავარაუდოდ, დაუყოვნებლივ არ დამტკიცდება, რადგან ევროკავშირმა იურიდიული ტექსტი უნდა მოამზადოს.

8 ოქტომბერს ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სასანქციო სიაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მოხვდენიან.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს „ნოვიჩოკი“ შეიქმნა.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 00:28

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: კორონავირუსი ახალი დაავადებაა, რომელსაც გზადაგზა ვსწავლობთ

არის ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ აქვს სამედიცინო საზოგადოებას, ეს ახალი დაავადება და გზადაგზა ვსწავლობთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოა, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა კორონავირუსზე საუბრისას Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:19

COVID19

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ შსს-ს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 00:07

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვარაუდობს, რომ მკაცრი შეზღუდვები გახდება საჭირო, თუ COVID19-თან ბრძოლაში მოსახლეობა 3 ძირითად წესს არ დაიცავს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 23:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ უკვე $23,6 მილიონია მოზიდული

მიღებულია 1,100 განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - თავად განსაჯეთ რამდენად ეფექტური შედეგია (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი) , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე წერს.

არმენ სარგსიანი

26 ოქტომბერი 2020, 23:43

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, დატოვოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი

საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი დატოვოს, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა გამოცემა The National-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ევროპის უნივერსიტეტი

26 ოქტომბერი 2020, 23:42

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტი“ მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადების შესახებ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდება.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის უნივერსიტეტმა“ მზაობა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებთან და დეკანებთან გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისხლსმოწყურებულები ელოდებიან, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად

ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზია, (თუ შეიძლება რომ ტელევიზია ეწოდოს), ორიენტირებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია ოპერაციის მეორე ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუკავა

26 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, - წერს კახა კუკავა.

26 ოქტომბერი 2020, 23:09

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 ოქტომბერი 2020, 22:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

26 ოქტომბერი 2020, 22:42

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.

26 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 102 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე

26 ოქტომბერი 2020, 22:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

26 ოქტომბერი 2020, 21:54

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.

არჩევნები

26 ოქტომბერი 2020, 21:46

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%. კვლევის შედეგები „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ -2%; სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation: მოსახლეობის 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

ბადრი ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 21:20

სამართალი

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:53

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა“, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.