imedi /  18 ოქტომბერი 2020, 18:12 / სანდო წყარო

ბრიტანეთის დედოფალმა პატიმრობის ვადა შეუმცირა მკვლელს, რომელმაც ლონდონის ხიდზე ტერორისტი შეაჩერა

სტივენ გალანტი (მარცხნივ)

სტივენ გალანტი (მარცხნივ)

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ პატიმრობის ვადა შეუმცირა მკვლელობისთვის გასამართლებულ სტივენ გალანტს, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ლონდონის ხიდზე ტერორისტის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დედოფალმა გალანტის პატიმრობის ვადა 10 თვით შეამცირა, 2021 წელს კი ის შეძლებს კომისიას ვადამდელი გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართოს. საბოლოო განაჩენს სწორედ კომისია მიიღებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დედოფლის გადაწყვეტილებას შეცვლის. ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ დედოფალი შეწყალების უფლებას იშვიათად იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში მას გალანტის „მამაცი საქციელის“ წაქეზება ურჩიეს, რადგან მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვები გადაარჩინა.

2005 წელს, გალანტს მეხანძრის მკვლელობისთვის 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წლის 29 ნოემბერს კი პატიმრების რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გაუშვეს, რომელიც ლონდონის ხიდზე მდებარე მეთევზეთა გილდიის შენობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე უსმან ხანიც იმყოფებოდა, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს თავს დაესხა და 2 ადამიანი მოკლა. გალანტმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ბოროტმოქმედის შეჩერება სცადეს და პოლიციის მისვლამდე დააკავეს.

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2020, 15:05

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ობიექტს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”. კაფსულის ჩაგდების ცერემონია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სოკარის პრეზიდენტმა, კომპანიის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა და ადგილობრიივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 14:57

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

20 ოქტომბერი 2020, 14:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 16 000-ს პირველად გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 431 635-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 269 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 635-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1 085 608 პაციენტი.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2020, 14:42

COVID19

კახა კალაძე: ნინო წილოსანთან კონტაქტი ყველა რეგულაციის დაცვით მქონდა, თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია

თბილისის მერის განცხადებით, დეპუტატ ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა, თუმცა რეგულაციების დაცვით. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ნინო წილოსანთან კონტაქტი მას პირბადის გარეშე არ ჰქონია, ტესტი მაინც ჩაიტარა.

20 ოქტომბერი 2020, 14:42

COVID19

ეპიდემიოლოგი: თუ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, ვიტყვით, რომ პიკს მივაღწიეთ

„ეს ციფრები საკმაოდ საყურადღებო და საგანაგაშოა, მაგრამ ამ შემთხვევაში პანიკა არაფერს არ მოგვცემს, ეს სიტუაციას უფრო ართულებს. ყველაზე სწორია რეგულაციების შესრულებაა, რომ მეტად გავრცელებას ხელი შევუშალოთ. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეულ მოქალაქეს დღეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მას ჰგონია. არის ადამიანების ნაწილი, რომელიც რეგულაციებს არ იცავს განსახვავებული მოსაზრების გამო, მათ, სამწუხაროდ, ვირუსის არსებობის დღესაც არ სჯერათ“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

გოგა ხაინდრავა

20 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ თემაზე მან დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა.

ზურაბ ნოღაიდელი

20 ოქტომბერი 2020, 14:15

სამართალი

რა წერია დავით-გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში

როგორც ნოღაიდელი ამბობს, ამ სხდომაზე დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ წარადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ამბობდა, რომ დავით-გარეჯში შემავალი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერები საზღვრების დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა და ეს საკითხი სადავო კომისიის არც ერთ წევრს არ გაუხდია.

20 ოქტომბერი 2020, 13:58

რეგიონი

სენაკში აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა პრემიერა, „პროლოგი - ჩემი წარსულია“ გამართა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა პრემიერა ,,პროლოგი - ჩემი წარსულია“ გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპექტაკლი დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ტრაგიკულ ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს და მისი დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა.

20 ოქტომბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

ნიდერლანდური გამოცემა ქართულ ღვინოზე წერს

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა ans-online.nl-მა გამოაქვეყნა ბლოგი ღვინის უცნობ ისტორიაზე. ბლოგში აღნიშნავენ ღვინის 8000-წლიან ისტორიას, რომელიც საქართველოში იწყება და რომ თავდაპირველად ღვინო ამფორაში მზადდებოდა. ბლოგში ასევე წერენ, რომ წითელი, თეთრი და როზე ღვინოების გარდა, არსებობს სხვადასხვა ფერის ღვინოები. სტატიის ავტორს მაგალითად ქართული, ქარვისფერი ღვინო მოჰყავს.

20 ოქტომბერი 2020, 13:49

ეკონომიკა

ნიდერლანდური გამოცემა: მოცვის ექსპორტი საქართველოსთვის შეიძლება ძალზედ მნიშვნელოვანი იყოს

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა www.agf.nl გამოქვეყნა სტატია, რომელიც ეხმაურება ეფკოს (Efko) პრეზენტაციას მოცვის ბიზნესში ინვესტიციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. დავითაშვილმა ისაუბრა პროექტზე „დანერგე მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო მეურნეობის განვითარებას. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა კენკროვანი ხილის მნიშვნელობას.

20 ოქტომბერი 2020, 13:48

COVID19

მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ნინო ბულიას განცხადებით, სკოლაში ვირუსის შიდა გავრცელება არ მომხდარა და ინფიცირების შემთხვევები ოჯახებს უკავშირდება. სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები გადასული არიან თვითიზოლაციაში.

20 ოქტომბერი 2020, 13:47

სპორტი

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო

ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და არსებული შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა თამაში დროებით გაეუქმებინა. შესაბამისად საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის 1-ელ ნოემბერს გასამართი შეხვედრა გადაიდო.

20 ოქტომბერი 2020, 13:32

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

20 ოქტომბერი 2020, 13:25

COVID19

აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს

აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე პოლიცია COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებასა და „Ipsos“-ის კვლევებზე: როგორც ჩანს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი იყო ნაცმოძრაობასა და გაბუნიას საქმეს შორის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ფილმზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთას შეეხება. „ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო ნაცმოძრაობასა და გაბუნიას საქმეს შორის. მაგრამ ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბებები ეს რომ მიხეილ სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის ხელწერაა”, ყველამ ძალიან კარგად იცის და საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცები უკრაინას. როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს. დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

20 ოქტომბერი 2020, 13:19

ეკონომიკა

შარტავას ქუჩაზე 13-წლიანი პაუზის შემდეგ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ გაჩერებული პროექტის მშენებლობა იწყება

ეს უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობაც 13 წლის წინ შეჩერდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, შეჩერებული მშენებლობის ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კლინიკა „ბომონდი“

20 ოქტომბერი 2020, 13:15

COVID19

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 70 წლის კაცი გარდაიცვალა

"პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც "კლინიკა ბომონდში" COVID ცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის კაცი. 95 წლის ქალი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე," - აცხადებს მამია ყიფიანი.

მამუკა მდინარაძე

20 ოქტომბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი „კომპრომატი“ ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია

„დაახლოებით ორი წლის წინ, „ვესტმისტერნის “ მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც „ქართული ოცნების“ ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი. სწორედ იქ არის გადაღებული ის "სუპერსკანდალური" ვიდეო, რომელიც, „პატრიოტთა ალიანსმა“, არც მეტი და არც ნაკლები, თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა“.

20 ოქტომბერი 2020, 13:09

საზოგადოება

შს სამინისტრო: 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს

112 აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტყრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამდე, ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 13:08

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება

ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია თურნავას განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი სწრაფად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.