imedi /  04 ნოემბერი 2020, 01:08 / სანდო წყარო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო არეულობების გამო, თეთრი სახლის ირგვლივ ბარიკადები აღიმართა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო არეულობების გამო, თეთრი სახლის ირგვლივ უსაფრთხოების ბარიკადები აღიმართა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, სამართლადამცველები 4-7 ნოემბრის პერიოდში სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ძალადობრივ დემონსტრაციებს პროგნოზირებენ.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელმა, ჩედ ვულფმა აღნიშნა, რომ მისი უწყება სამოქმედო გეგმას ამზადებს არეულობების შემთხვევისთვის.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

ბოლო მონაცემებით, 100 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. ბოლო გამოკთხვის თანახმად, გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, ხოლო დონალდ ტრამპს კი 43% უჭერს.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

საფრანგეთში 1,5 მილიონი ადამიანი კავშირგაბმულობის სერვისის გარეშე დარჩა

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად, ქალაქ ლიმოჟთან 1,5 ადამიანი რამდენიმე დღეა კავშირგაბმულობის სერვისის გარეშეა დარჩენილი. კერძოდ, ისინი ვერ სარგებლობენ რადიო-ტელე და ინტერნეტ სერვისით. ამის შესახებ Le Figaro წერს.

მელბურნი

17 იანვარი 2021, 00:36

COVID19

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩოგბურთელები მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ და მათთან ერთად მგზარობდნენ კოვიდინფიცირებულები.

17 იანვარი 2021, 00:25

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სასექსის ჰერცოგინია მაგან მარკლის მამა ტომას მარკლი შვილის და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ The Sun წერს. ტომას მარკლი ფილმის გადაღებას 2021 წელს დაასრულებს. ფილმში მოთხრობილი იქნება მეგანის დაბადებისა და მათი ურთიერთობების შესახებ.

17 იანვარი 2021, 00:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაცია, რომელსაც ფრანკფურტის აეროპორტში პოლიცია ახორციელებდა დასრულდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ადმინისტრაცია Twitter-ზე წერს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფრანკფურტის აეროპორტი და რკინიგზის სადგური პოლიციამ საეჭვო ნივთის არსებობის გამო გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია ორი ადამიანის დაკავების შესახებ.

საფრანგეთი

16 იანვარი 2021, 23:58

COVID19

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.

16 იანვარი 2021, 23:36

მსოფლიო

პარიზში საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „გლობალური უსაფრთხოების კანონპროექტს“ პროტესტი პარიზის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა. საფრანგეთის შს მინისტრის, ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, აქციაზე 12 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 75 აქტივისტი დააკავეს.

ვიქტორია ნულანდი

16 იანვარი 2021, 23:12

მსოფლიო

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება

ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ apnews წერს. მისი კანდიდატურა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა წარადგინა. ნულანდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.

ჭიდაობის ფედერაცია

16 იანვარი 2021, 22:59

სპორტი

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს. ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნიცაში მიმდინარე ანრი დეგლანის გრან-პრის ფინალში გავიდნენ.

16 იანვარი 2021, 22:43

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

​​​​​​​ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 22:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ინფექციური საავადმყოფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ის წერს იმაზე, თუ რას გულისხმობდა ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაში.

კახეთი

16 იანვარი 2021, 22:23

COVID19

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, 63 წლის ქალი საგარეჯოდან იყო და ის ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა.

16 იანვარი 2021, 21:43

სამართალი

კაცი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება, ჩვენი ოპონენტები კი დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე „აჯანჯღარონ“ ეს ქვეყანა

„ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები დაკავებული არიან იმით, რომ როგორმე აჯანჯღარონ ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც მმართველი პარტიის ყრილობის მიმდინარეობისას აქციის მოწყობის თემას შეეხო.

კახა კუჭავა

16 იანვარი 2021, 21:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულწრფელობით და განათლებით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კარგია რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა პოლიტიკიდან გასვლა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ფაქტორის გარეშე უნდა აჩვენოს ძალა და რესურსი

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

16 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

ვაშინგტონ პოსტი: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში

ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები, როგორ წესი, ვერ ელევიან ძალაუფლებას და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით,- ასე ეხმიანება გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 20:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი უკვე მეორედ შეირცხვინა

„ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი მეორედ შეირცხვინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე შეკითხვას უპასუხა.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 20:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი სიმდიდრეა, რომ პარტიაში რამდენიმე ლიდერია

„წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რომელიც თავად არის საზომი, რომ ჩვენი არსით ვუახლოვდებით ევროპას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

16 იანვარი 2021, 20:09

ეკონომიკა

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტოკონცერნი შეიქმნა

ორი ავტოკონცერნის PSA-ს და Fiat Chrysler-ის შერწყმა განხორციელდა და შედეგად მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტოკონცერნი Stellantis შეიქმნა. ამის შესახებ dw წერს. ფრანგულ კომპანია PSA-ს (რომელიც ბრენდ Opel-ს ფლობს) და ამერიკულ-იტალიურ Fiat Chrysler-ს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

ანრი ოხანაშვილი

16 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი კობახიძე პოლიტიკური გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, შეძლებს ქვეყნისა და „ქართული ოცნებისთვის“ მრავალი გამარჯვების მოპოვებას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.