imedi /  22 ივნისი 2017, 22:15 / სანდო წყარო

კანადელმა სნაიპერმა ISIS-ის ტერორისტი 3,5-კილომეტრიანი დაშორებიდან მოკლა

კანადელმა სნაიპერმა ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს, 3500 მეტრის დაშორებიდან ესროლა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა. ამ ინფორმაციას, კანადის სპეცრაზმის უწყებაც ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ ავრცელებს. 

Globe-ისა და Mail-ის ცნობით, გაერთიანებული არმიის მეორე ქვედანაყოფის ჯარისკაცმა, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებროლი McMillan TAC-500-ის სნაიპერული შაშხანით მოკლა.

"ეს ძალის გამოყენების ძალიან ზუსტი მაგალითი იყო. სნაიპერი იმდენად შორს იდგა, რომ ცუდი ბიჭები უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ, საიდან წამოვიდა ტყვია", - განუცხადა გამოცემის წყარომ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ტერორისტის სიკვდილი დაფიქსირებულია ვიდეოზეც. 

წინა რეკორდის ავტორი ბრიტანელი სნაიპერი კრეიგ ჰარისონია, რომელმაც 2009 წელს ავღანეთში, ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანის" ტერორისტი, 2 475 მეტრიანი მანძილიდან მოხსნა.

ყველა სიახლე

18 მარტი 2026, 14:24

საზოგადოება

პრემიერი: უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში დაუფასებელია.

18 მარტი 2026, 14:18

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეები იკრიბებიან: ერი დაობლდა, რა სიტყვებმა შეიძლება გამოხატოს ის გრძნობა, ის ტკივილი, რასაც დღეს ერი განიცდის

მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში შიდა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება იმისთვის, რომ გაიმართოს სამოქალაქო პანაშვიდები.

ირაკლი კობახიძე და ილია მეორე

18 მარტი 2026, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

მეუფე ანტონი

18 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

მეუფე ანტონი: ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი - ყველაფერმა მის თავზე და მხრებზე გადაიარა

„ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? - არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

დეკანოზი ელიზბარი

18 მარტი 2026, 14:13

საზოგადოება

დეკანოზი ელიზბარი: სინოდი გადაწყვეტს, სად დაიკრძალება. მე ვიცი, რომ უყვარდა სიონი, 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს

სინოდის გადაწყვეტილება იქნება და გადაწყვეტენ სად დაიკრძალება, - განაცხადა ქაშვეთის ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა ელიზბარმა.

18 მარტი 2026, 14:13

საზოგადოება

მეუფე მიქაელი: ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა

ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მზრუნველი და მლოცველი ქართველი ერისა, - განუცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

18 მარტი 2026, 14:13

საზოგადოება

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება

„მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.

ანდრია ჯაღმაიძე

18 მარტი 2026, 14:08

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში

სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, - განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სინოდის სხდომის დაწყებამდე.

18 მარტი 2026, 14:03

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება

საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.

18 მარტი 2026, 13:49

საზოგადოება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის გარდაცვალების გამო, ილია მეორის სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

დავით ქართველიშვილი

18 მარტი 2026, 13:47

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა. ღმერთმა ინებოს, რომ ეს წესი დავიწყებას არ მიეცეს...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, სადაც იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს.

18 მარტი 2026, 13:43

საზოგადოება

საბერძნეთის საელჩო: მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება - რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო

საბერძნეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ილია მეორე

18 მარტი 2026, 13:26

საზოგადოება

თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

18 მარტი 2026, 13:19

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. უფალმა მოგვმადლოს ძალა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 13:15

საზოგადოება

პრეზიდენტი: უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამ. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 13:00

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია

ცოტნე ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

18 მარტი 2026, 12:57

საზოგადოება

„ნეიტრალური საქართველო“: ილია მეორემ მისი პატრიარქობის წლებს „მზიანი ღამე“ უწოდა. იგი მართლაც სინათლის, სიკეთის და იმედის სხივი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ყველა რთულ მომენტში. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის იდენტობის გადარჩენაში

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 12:55

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

18 მარტი 2026, 12:52

საზოგადოება

ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ29-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ილია მეორე

18 მარტი 2026, 12:52

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ვატიკანში: ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს საელჩო ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში X საელჩოს ანგარიშზე გამოქვეყნდა.