Imedi /  23 ივნისი 2017, 16:44 / სანდო წყარო

WP: აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო კიბერიარაღი შექმნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ელექტრონული ზომები, 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში რუსების ჩარევის საპასუხოდ მიიღო. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება სპეციალურ პროგრამას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინფრასტრუქტურების სუსტ წერტილებს გამოავლენს და მასში ე.წ. იმპლანტებს ჩანერგავს, რომ საჭირო მომენტში შესაძლებელი გახდეს მისი მწყობრიდან გამოყვანა. 

"იმპლანტების" შექმნა ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დაევალა. სავარაუდოდ, მისი გამოყენება ამერიკელ ჰაკერებს უკვე შეუძლიათ, თუ რუსეთის მხრიდან მორიგი კიბერშეტევა დაფიქსირდება. 

მის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს. The Washington Post-ს ცნობით, ასეთი მოთხოვნა ჯერჯერობით თეთრ სახლში არ გაგზავნილა.

აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი, დიდწილად დემოკრატიული პარტია, რუსეთს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.

მარტის დასასრულს, აშშ-ის სენატში რუსი ჰაკერების აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაზე ზემოქმედების საქმეზე მოსმენა დაიწყო. სენატის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკ უორენმა რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.  

ყველა სიახლე

05 ივნისი 2026, 14:11

საზოგადოება

გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

05 ივნისი 2026, 14:07

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.

05 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.

05 ივნისი 2026, 14:01

სამართალი

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებებს, კიდევ რვა ბრალდებულის აღიარება დაემატა. რვავემ თავი დამნაშავედ ცნო და სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

05 ივნისი 2026, 13:54

საზოგადოება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს სრულდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს, 5 ივნისს, 18:00 საათზე იწურება.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

05 ივნისი 2026, 13:52

პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩვენ გვქონდა 3 დიდი შეხვედრა სამ დიდ ქალაქში, ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში თუნდაც ირიბ მინიშნებას მაინც, რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი - ნიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია? არა, არ ნიშნავს

მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას, - წერს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

05 ივნისი 2026, 13:49

მსოფლიო

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზოვის ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა

გვიან ღამით აზოვის ზღვაში ორ სატვირთო ტანკერს Natra-ს და Zircon-ს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 13:32

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა

„2025 წლის მიმდინარე საქმეების სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო პოზიტიური მაჩვენებლით უსწრებს ევროპის საბჭოს წევრ (მათ შორის, 19 ევროკავშირის წევრ) 29 ქვეყანას, საქმეების მოსახლეობასთან თანაფარდობის პოზიტიური მაჩვენებლით კი, 27 სახელმწიფოს, რომელთაგან 14 ევროკავშირის წევრია“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა პარლამენტში იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

05 ივნისი 2026, 13:09

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთში მოკლული ახალგაზრდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა - იდეოლოგიური განპირობება და ორდონიანი საპოლიციო რეგულირება ცივილიზაციის დაცემის აშკარა სიმპტომებია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში მოკლული 18 წლის მოზარდის ჰენრი ნოვაკის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

05 ივნისი 2026, 13:03

საზოგადოება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნეს.

თამარ იოსელიანი

05 ივნისი 2026, 13:00

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში

საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე მნიშვნელოვანია ქსელის ეფექტიანი მართვა, რის უზრუნველყოფასაც საქართველოს რკინიგზა, როგორც ოპერატორი, განახორციელებს.

დიმიტრი პესკოვი

05 ივნისი 2026, 12:50

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინს ზელენსკის ღია წერილის შესახებ აცნობეს

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ღია წერილის შესახებ აცნობეს, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

05 ივნისი 2026, 12:45

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ქალაქ ტიმიშოარაში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშვა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ტერიტორიების დათმობა

რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი, - განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.

05 ივნისი 2026, 12:28

მსოფლიო

მედია: რუმინეთის კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა

რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის გამოც განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 12:27

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისში უკანონო ტყით სარგებლობის 163 ფაქტი გამოავლინა

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფზე: საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან

ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს

რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე.

კიასტუტის ბუდრისი

05 ივნისი 2026, 12:15

მსოფლიო

ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 12:10

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება, ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია - ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა

ის [ჯო უილსონი] რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჯო უილსონის მიერ შეტანილ შესწორებებს შეეხებოდა.