imedi  /  18 ნოემბერი 2020, 19:46 / სანდო წყარო

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა, გეგამ მანუქიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ტერიტორიების დაკარგვაშია დამნაშავე, ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს.

საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. პოლიცია მათ პერიოდულად დაშლისკენ მოუწოდებს, ვინაიდან სომხეთში საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს და აქციების ჩატარება აკრძალულია.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.

ყველა სიახლე

ილია ინჯია

01 მაისი 2026, 19:47

ეკონომიკა

ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას

„კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, რომ საკითხი ყველა მიმართულებით შეგვესწავლა. ეს პროცესი ერთად გავიარეთ, დეტალურად ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და საბოლოოდ ერთ, საერთო პოზიციაზე შევთანხმდით - ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც“.

01 მაისი 2026, 19:37

მსოფლიო

CNN: ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების უმეტესობა დააზიანა

ტელეკომპანია CNN-ის გამოძიების თანახმად, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთის რვა ქვეყანაში აშშ-ის, სულ მცირე, 16 სამხედრო ობიექტი დააზიანეს, რის გამოც ზოგიერთი პოზიცია პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა.

01 მაისი 2026, 19:23

რეგიონი

ხულოში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა

ტურნირში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი კორტოხისა და რაქვთის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

01 მაისი 2026, 19:00

სპორტი

ნეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანა უკვე დიდი ხანია ეძებს პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმის პოტენციალი ექნება - ბოლო კვირების განმავლობაში, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს, - წერს ნეაპოლიტანური სპორტული გამოცემა CalcioNapoli24-ი.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 18:48

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით

აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ (USAI) პროგრამით. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენებზე. ინფორმაციას ამის შსახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 18:46

სპორტი

სპორტის მინისტრი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალ გენერალურ მდივანს, ზურაბ თალაკვაძეს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მას ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ზურაბ თალაკვაძე ასევე იკავებს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალური მდივნის პოსტს.

ნიტა ჯამაგიძე

01 მაისი 2026, 18:41

სპორტი

ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძემ ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბაქოში ტანვარჯიშის ევროპის თასი მიმდინარეობს. ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში 26,200 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

01 მაისი 2026, 18:35

მსოფლიო

CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება - ირანში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ფასების ზრდამ 47%-ს მიაღწია

მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

01 მაისი 2026, 18:30

ეკონომიკა

ახალციხის №2 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი 900 მოსწავლეზე გათვლილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის.

01 მაისი 2026, 18:23

მსოფლიო

CNN: ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა

ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი მოლაპარაკების პროცესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 მაისი 2026, 18:17

ეკონომიკა

თელავის, ჭიათურის, გარდაბნის და თბილისის სკოლების პროექტირება-რებილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერები ითვალისწინებს 350 მოსწავლეზე გათვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის, ჭიათურის №2 750 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 1000 მოსწავლეზე გათვლილი თბილისის №64 სკოლის რეაბილიტაციას, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 18:10

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობის“ სამარკო ნიშანი იყო ის, რომ ისინი დღენიადაგ ახორციელებდნენ ყოვლად ამორალურ თავდასხმებს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი

როდესაც რაღაც რუსულზე ლაპარაკობენ, თუ ვინმე წარმოადგენს და იყო რუსული პროექტისა და რუსული საქმის განსახიერება, ეს არის თავად სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტებზე საუბრისას.

გია ცაგარეიშვილი

01 მაისი 2026, 18:06

საზოგადოება

გია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით

რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.

01 მაისი 2026, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

01 მაისი 2026, 17:53

მსოფლიო

Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მიუხედავად იმისას, რომ არაბული ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა და მოსკოვი დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ავთანდილ კუნჭულია

01 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:50

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული

გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი

ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო და პროდუქტი კვლავ ძვირია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:32

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს

„პერსპექტივა ამ ე.წ. ალიანსს ვერ ექნება. არის მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობა, როგორმე მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია. დირექტივა ამჯერადაც გარედან მოდის, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან და თითოეულ მათგანს იმდენად მაღალი პოლიტიკური ეგო და ამბიციები აქვს, ვერ ახერხებენ თუნდაც ამ დავალების ფონზე დათრგუნონ პოლიტიკური ვნებები. მარტის დასაწყისში დააანონსეს ალიანსის შექმნა და ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა, შეილახეს რეპუტაცია თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას ჰგავს.

01 მაისი 2026, 17:30

მსოფლიო

გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა

გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.