imedi /  20 დეკემბერი 2020, 16:34 / სანდო წყარო

მინსკში საპროტესტო აქციის 20-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსიაში, მინსკში მასობრივი პროტესტები არ წყდება. მინსკში საპროტესტო აქციის 20-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ი ავრცელებს.

მინსკში საპროტესტო აქციები რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება. აგვისტოდან დღემდე სამართალდამცველებმა 30 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ყველა სიახლე

06 მარტი 2021, 11:40

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 9,144 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9,144 ადამიანს დაუდასტურდა, 156 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,394,061 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,919 პაციენტი ემსხვერპლა, 1,194,373 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

06 მარტი 2021, 11:38

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,257 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,219 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,654.

06 მარტი 2021, 11:36

საზოგადოება

ძლიერი ქარი, თოვლი და თოვლჭყაპი - როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში

„ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. თი დღეს დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხვალ მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და მხოლოდ 3-8 გრადუსი იქნება დაბლობში. დასავლეთ საქართველოში უნდა ველოდოთ თოვლს, შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ქარი გაძლიერდება“.

დიეგო კოლასი

06 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

დიეგო კოლასი: ეუთო-ოდირის დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ

ჩვენ მანამდეც არაერთგზის გვითქვამს, რომ მთლიანობაში ვეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა განაცხადა. კოლასის თქმით, შეთანხმება აუცილებლი და მისივე თქმით, შესაძლებელიცაა.

ირაკლი ზარქუა

06 მარტი 2021, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე

დაჭრილი, დამონტაჟებული, სიცრუის ტირაჟირება და კიდევ ერთი დემონსტრირება უკანონო მოსმენის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 11:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია იყო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა

უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საურისას.

ანზორ ჩუბინიძე

06 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია

„თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია. როგორმე მოსდონ ჩირქი და თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით დასდონ მათ რაიმე, თუნდაც აბსურდული ბრალი“, - აცხადებს ჩუბინიძე.

06 მარტი 2021, 11:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

06 მარტი 2021, 11:00

COVID19

რამდენი მძიმე პაციენტია ამ ეტაპზე საქართველოში

საქართველოში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

06 მარტი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.6 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.44%.

ლაშა ნაცვლიშვილი

06 მარტი 2021, 10:55

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: არ გასვენებთ "ნაცებო" ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს?

არ გასვენებთ, ნაცებო, ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ში წერს. ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით აღმაშენებლის სიტყვებს ახსენებს.

06 მარტი 2021, 10:52

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 79 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა „ნაცრეჟიმისგან“ არ გვიკვირს

„ცხადია, ამ სიბინძურეს არავინ დაიჯერებს, მაგრამ საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად ქცეული სახალხო დამცველი თუ მოახდენს რეაგირებას გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკაზე და რა პასუხს გასცემს მის ხელმძღვანელებს ეკა გიგაური, რომელიც „უფლებადამცველის“ მანტიაში გახვეული, საკუთარი ფეისბუქიდან უკეთებს ამ წარმოუდგენელ ცილისწამებას ტირაჟირებას“, - წერს მეგრელიშვილი.

06 მარტი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 176 თბილისში, 48 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 10:48

COVID19

Stopcov.ge-ზე კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა განახლდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 344-ს.

06 მარტი 2021, 10:46

საზოგადოება

აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები

შენახვის ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე დაინახავთ წარწერას: შეინახეთ ან ამობეჭდეთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი, ასევე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. არ გადასცეთ სხვას თქვენი პაროლი, ის არაერთხელ დაგჭირდებათ პროგრამების შეცვლის, დამატებისა თუ შედეგების ნახვის დროს.

ლექსიკონი ფემინიზმი სექსიზმი

06 მარტი 2021, 10:40

მსოფლიო

იტალიელი აქტივისტები ლექსიკონიდან სიტყვა „ქალის“ სექსისტური სინონიმის ამოღებას ითხოვენ

აქტივისტები ინსტიტუტის მიერ გამოცემული ლექსიკონიდან სიტყვა „ქალის“ სინონიმის ამოღებას მოითხოვენ. „ქალის“ სინონიმად ლექსიკონში სიტყვა puttana არის მოხსენიებული, რაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ნიშნავს. ამავე ლექსიკონში „ქალის“ სინონიმად სექს-მუშაკების აღმწერი 30 სიტყვაა გამოყენებული, მაშინ როცა სიტყვა „კაცი“ პოზიტიურ ტერმინებთან არის ასოცირებული, მაგალითად „ბიზნესმენთან“.

ჯაბა კანკავა

06 მარტი 2021, 10:40

სპორტი

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ 2 თვეა, რაც საფრანგეთის „ლიგა2“-ის კლუბს ყაზახური „ტობოლიდან“ შეუერთდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა, რასაც აღნიშნული ჯილდოც მოწმობს. 34 წლის ფეხბურთელს „ვალენსიენთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა თუკი ფრანგულ გამოცემებს დავუჯერებთ შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 10:33

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო

სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად, - ასე ეხმაურება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი. ანალიტიკოსი აუდიოჩანაწერებს ყალბს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის რუსული სცენარისა და გეგმის ნაწილია.