http://imedi.ge/ /  03 იანვარი 2021, 12:42 / სანდო წყარო

ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილსაც ადანაშაულებს

ყასემ სულეიმანი

ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში, აშშ-ის გარდა, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილსაც ადანაშაულებს. DW წერს, რომ ირანის სახელმწიფო მედიის მტკიცებით, გენერლის მკვლელობაში თავისი როლი გერმანიამ, ბრიტანეთმა, ერაყმა, სირიამ, ლიბანმა, იორდანიამ, კუვეიტმა და ყატარმა ითამაშეს.

ირანის პროკურორმა, ალი ალქასიმერმა განაცხადა, რომ სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობდნენ ბრიტანული უსაფრთხოების კომპანია და გერმანიაში არსებული საჰაერო ბაზა.

2020 წლის 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

ბანკუკი

25 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

თურქეთში ერთგული ძაღლი ავადმყოფ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდებოდა🐕❤️

ქემალ სენტურკი კლინიკაში 14 იანვარს მოათავსეს, იმავე დღეს მისი ძაღლი ბონკუკი სახლიდან გაიპარა, სასწრაფო დახმარების მანქანას გაყვა და კლინიკის შესასვლელთან დადგა. საავადმყოფოს პერსონალმა ძაღლის პატრონის ვინაობა დაადგინა და ქემალის ოჯახს დაუკავშირდა. პაციენტის ნათესავებმა ძაღლი სახლში დააბრუნეს, თუმცა მეორე დღეს ის კლინიკასთან კვლავ დაბრუნდა და პატრონს მის გაწერამდე ყოველდღე ელოდებოდა.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

25 იანვარი 2021, 00:45

ტაბლოიდი

მედია: დონალდ და მელანია ტრამპებს თეთრ სახლში ცალ-ცალკე ეძინათ

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50 წლის მელანია 74 წლის ტრამპთან განქორწინებას აპირებს. ექსპერტების ვარაუდით, ამ შემთხვევაში მას შეუძლია მეუღლისგან 50 მილიონი დოლარი და მათი 14 წლის ვაჟზე, ბერონზე მეურვეობა მიიღოს. წყაროები ასევე იუწყებიან, რომ ყოფილი სლოვენიელი მოდელი წუთებს ითვლიდა ტრამპის პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, რათა განქორწინების პროცესი დაეწყო.

პასე

25 იანვარი 2021, 00:44

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც განიხილავენ

PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღონისძიების განრიგში ნათქვამია, რომ 25 იანვარს ერთ0ერთ მომხსენებელი ტინი კოქსი იქნება, რომელიც კოლეგებს თავის ანგარიშს წარუდგენს. ასამბლეის ზამთრის პლენარული სესია 28 იანვარს დაიხურება.

ენტონი ბრიჯერტონი

25 იანვარი 2021, 00:30

კულტურა

Netflix-ი „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონს გაზაფხულზე გადაიღებს

სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ დაეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში ამჯერად ენტონი ბრიჯერტონი და მისი სიყვარულის ისტორია მოექცევა, თუმცა მაყურებელი პირველი სეზონის გმირებსაც ნახავს. ამ ეტაპზე ახალი ეპიზოდების გამოსვლის თარიღი უცნობია, ისევე როგორც ის თუ რომელი ახალი მსახიობები შეუერთდებიან პროექტს.

შალვა ნათელაშვილი

25 იანვარი 2021, 00:25

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ევროსასამართლოს ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ

„არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს, რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს. P.S შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი“, - წერს ნათელაშვილი Facebook-ზე.

გიორგი ვოლსკი

25 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერების მანდატების გაუქმებაზე: მსჯელობაა საჭირო და არა ხელაღებით იმ გზაზე გაყოლა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცუდ შედეგებამდე

„ასე რომ, მსჯელობაა საჭირო და არა ხელაღებით იმ გზაზე გაყოლა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცუდ შედეგებამდე, სააკაშვილის გზა არ ვარგა და თუკი ამ გზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისიც არის, როგორმე ჩამოსცილდნენ პასუხისმგებლობას და უფრო უკეთესად განავითარონ დესტრუქციული პროცესები, რასაკვირველია, ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და არა ემოციური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

24 იანვარი 2021, 23:47

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ორბიტაზე ერთი რაკეტით თანამგზავრების რეკორდული რაოდენობა გაიყვანა

რაკეტამ Falcon 9 სტარტი ფლორიდიდან აიღო. თანამგზავრები 30 კლიენტს ეკუთვნის, რომელთა შორისაც მთავრობები, ორგანიზაციები, კომპანიები და უნივერსიტეტებია, 10 თანამგზავრი კი თავად SpaceX-ს ეკუთვნის. ისინი გლობალურ სისტემა Starlink-ს შეუერთდებიან, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

მარინა კალიაურანდი

24 იანვარი 2021, 23:34

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უნდა გააუქმოს

„როგორც ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც ომი დასრულდა”, - ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში.

რატი ბრეგაძე

24 იანვარი 2021, 23:23

თავდაცვა

რატი ბრეგაძე: როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით თავდაცვის ძალების გაძლიერების უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს, გარკვეული ძალები ავრცელებენ დეზინფორმაციას თითქოს ჯარზე არ ზრუნავენ

„მანამ, სანამ ირაკლის წინააღმდეგ კამპანიების აგორებას განიზრახავდეთ, ცოტა მის მიერ გაკეთებული საქმეების შესახებაც მოიკითხეთ და, დიდი ალბათობით, ტყუილის გავრცელების სურვილი დაგეკარგებათ“, - წერს რატი ბრეგაძე.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

24 იანვარი 2021, 23:10

სპორტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ნუგზარ სხირელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, ასევე არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი გახლდათ.მის სახელს უკავშირდება გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დაარსება და უდიდესი წარმატებები საერთაშორისო არენაზე. წლების განმავლობაში ნუგზარ სხირელი მუშაობდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელად. არაერთ აღიარებასთან ერთად, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, ასევე სპორტის რაინდის წოდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 23:03

COVID19

რამდენად რეალურია კორონავირუსით რეინფიცირება

„საქმე იმაშია, რომ კოვიდი სასუნთქი გზების ინფექციებს მიეკუთვნება და ის აინფიცირებს ჩვენს ცხვირ-ხახას. როცა აინფიცირებს, შიგნით რჩება. გადის თვენახევარი, გადის ორი თვე, მაგრამ ვირუსის ფრაგმენტები კვლავ იქ დარჩება, იმიტომ რომ ჩვენი ცხვირ-ხახის ეპიტერიუმი ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ არ გავა 3 თვე, მანამდე იმ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტები შეიძლება ისევ იყოს იქ და PCR ტესტირებაზე ჯერ კიდევ შეიძლება იყოს პოზიტიური, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კვლავ დაინფიცირდა, ან კვლავ ატარებს აქტიურ ვირუსს. იქ მხოლოდ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტებია დარჩენილი“, - განმარტავს ღოღობერიძე.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

24 იანვარი 2021, 22:55

კულტურა

პარლამენტის განათლების კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შესასწავლად გასვლითი სხდომა ჩაატარა

ჩვენ გამოვეცით 6 რეკომენდაცია, რომელთაგან რამდენიმე შესრულების პროცესშია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ დღეებში დოკუმენტურად უნა დაგვიდასტუროს, შეასრულა თუ არა ისინი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2021, 22:42

საზოგადოება

„იმედის კვირამ“ ნინო ლომჯარიასთან ომბუდმენის 2020 წლის ანგარიშთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა

ამავე განცხადებაში წერია, რომ რამდენიმე თვეა სხვადასხვა დაწესებულების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მართული პატიმართა ჯგუფი სიტყვიერად სისტემატურად ესხმის თავს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს, ემუქრება და აგრესიას გამოხატავს.

გოჩა ლორთქიფანიძე

24 იანვარი 2021, 22:33

საზოგადოება

გოჩა ლორთქიფანიძე ომბუდსმენის განცხადებაზე: ყოველთვის მზად ვართ გავიზიაროთ ის, რასაც გააჩნია საფუძველი

„ჩვენ პატივს ვცემთ სახალხო დამცველს და აუცილებელია მისი მანდატის ხელშეწყობა. მას აქვს მონიტორინგის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, მაგრამ ამასთანავე არის რეალობა, რომელსაც სჭირდება შეფასება. მას აქვს ინსტრუმენტები. თუ მას აქვს ფაქტები და ეს რაიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მზად ვართ ყოველთვის გავიზიაროთ ის, რასაც გააჩნია საფუძველი, თუ ეს ეყრდნობა ფაქტებს“, - ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.

გიორგი პატარიძე

24 იანვარი 2021, 22:21

სამართალი

გიორგი პატარიძე: როდესაც ომბუდსმენი ე.წ. მაყურებლებზე საუბრობს, მოვუწოდებთ, წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები, რათა ჩვენ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება

„შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ. სუბკულტურის მიმდევრები არიან და სწორედ მათ აქვთ განცდა, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა მსჯავდებულებზე. თუმცა, სწორედ მსგავსი ფაქტები იდენტიფიცირების შემთხვევაში ხდება ხოლმე კონკრეტული მსჯავდებულების ნახევრად ღია დაწესებულებებიდან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა. გასული 2 წლის განმავლობაში გვაქვს დაახლოებით 100 ასეთი შემთხვევა“, - აღნიშნავს პატარიძე.

24 იანვარი 2021, 22:15

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი

24 იანვარი 2021, 21:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: გავა დრო, ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით

„გავა დრო, ჩვენი შვილიშვილები იქნებიან უკვე ხანში შესულები და ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით, რომელიც პირად ემოციას ან ამპარტავნებას უკავშირდება. ქვეყანას დარჩება უნივერსიტეტიც, ბოტანიკური ბაღიც, დენდროლოგიური პარკიც და უამრავი სხვა რამ და არაერთი გადარჩენილი, ჩვენი სახელმწიფოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. ვფიქრობ, მაინც წარსულს ჩაბარდება ის ღვარძლი, გააფთრებული შეტევა, უსაფუძვლო უტიფარი ხშირ შემთხვევაში, უზნეო, მაგრამ ასეა თუ ისე, გაკეთებული საქმეები თავის თავზე უფრო მეტს ილაპარაკებს, ვიდრე პოლიტიკური გუნდი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განცხადებები გაკეთებული“, - მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.

სოზარ სუბარი

24 იანვარი 2021, 21:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია

„მე რასაც ვუყურებ, თვითონ დარჩნენ საფუძველგამოცლილნი. მართლა არ იციან რაზე ილაპარაკონ, არ იციან რა აკეთონ. არსი დაკარგეს თითქოს თავისი არსებობის. თუ მართლა ვინმე სერიოზულად ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მოსულიყო და მან ეს ქველმოქმედება დაიწყო პოლიტიკაში მოსვლამდე 20 წლით ადრე, 20 წლით ადრე დაგეგმა, რომ დახმარებოდა ადამიანებს, რომ მათი სიცოცხლე გადაერჩინა ხშირ შემთხვევაში, მან ეს ყველაფერი შეასრულა, 20 წლის მერე მოიგო და კიდევ 10 წლის მერე წავიდა პოლიტიკიდან, თუ ასეთი ძლიერია მაშინ საერთოდ რაღას იბრძვიან, დაყარონ ფარ-ხმალი“, - ამბობს სუბარი.

ვახტანგ მეგრელიშვილი

24 იანვარი 2021, 21:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად

ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად. თუ ამას არ ვაკეთებთ, მერე პასუხისმგებლობა მოგვიწევს, რატომ არ მოვიქეცით ასე, - ამის შესახებ განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

დავით- გარეჯი ამირან გულაშვილი

24 იანვარი 2021, 21:32

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ივერი მელაშვილმა უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ხაზი გაავლო ისე, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება

„მიუხედავად ამისა, როგორც ივერი მელაშვილი ჩანაწერში საუბრობს, მან უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ფაქტობრივად ხაზი გაავლო იმ ფორმით, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.