ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულია
ანტონიო გუტერეში
ფოტო: AP Photo/Michael Sohn/Pool
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულია.
„გენერალური მდივანი იმედგაცრუებულია აშშ-ის დედაქალაქში მომხდარი მოვლენების გამო. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი მხარდამჭერების დარწმუნება შეძლონ ძალადობისგან თავის შეკავებისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემის აუცილებლობაში“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა.
6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა. აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა უკვე უსაფრთხოა. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2024, 10:28
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
13 ნოემბერი 2024, 10:22
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელმა „ალიბაბას“ სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე პლატფორმაზე ქართული პავილიონის განთავსების საკითხი განიხილა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათავო ოფისში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
13 ნოემბერი 2024, 10:05
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საფეხმავლო გზა გაკეთდა თუშეთის, თრუსოსასა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, მოეწყო თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბილიკი, ბოჭორმის ციხის, გუდაურისა და ქვეშეთის დამაკავშირებელი ბილიკი, არშის ჩანჩქერებისა და ციხის, ასევე კარკუჩა-ბურსაჭირის ბილიკი.
13 ნოემბერი 2024, 10:04
მსოფლიო
ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე „ფოქს ნიუსის“ წამყვანი წარადგინა
თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია.
13 ნოემბერი 2024, 09:30
მსოფლიო
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „ამ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი ინახებოდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ამერიკულ და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემებზე წითელი ზღვის და ადენის ყურის საერთაშორისო წყლებში თავდასხმებისთვის იყენებდნენ“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. საჰაერო იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. „როგორც მოისმინეთ, ჩვენ გავაგრძელებთ „ჰუსიტებისთვის“ იმის თქმას, რომ მათი უკანონო და გაუაზრებელი თავდასხმები პასუხგაუცემელი არ დარჩება“, - დასძინა რაიდერმა.
13 ნოემბერი 2024, 09:27
მსოფლიო
შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტის მიმართულებით ყველა ავიარეისი ერთი თვით შეაჩერა
შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტის მიმართულებით ყველა ავიარეისი ერთი თვით შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკული ავიაკომპანიების ორი თვითმფრინავი ჰაიტის დედაქალაქზე გადაფრენისას ტყვიების სროლის გამო დაზიანდა.
13 ნოემბერი 2024, 09:21
მსოფლიო
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
13 ნოემბერი 2024, 09:10
პოლიტიკა
Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ეა, შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო 22-ე, ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
13 ნოემბერი 2024, 09:06
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ახალი საბავშვო ბაღი შენდება რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების N25 ფილიალის ადგილზეც, რომელიც პროექტის დაწყებამდე, 12 სააღმზრდელო ჯგუფს ემსახურებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი 25-ე საბავშვო ბაღი, საჭირო სერვისის შეთავაზებას, უკვე 18 სააღმზრდელო ჯგუფისთვის შეძლებს.
13 ნოემბერი 2024, 09:05
არჩევნები 2024
ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით
„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივის გასაჯაროებას. ისინი მანიპულაციურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განაცხადეს, რომ ჩახსნიან სიებს ცესკოდან, რაც შეუძლებელია, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით“, - აღნიშნა ჩოჩიამ.
13 ნოემბერი 2024, 09:00
მსოფლიო
რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს
რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძლებმა იერიშები მიიტანეს კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივისა და პოლტოვის მიმართულებით.
13 ნოემბერი 2024, 09:00
მსოფლიო
უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს „რამშტაინის“ ფორმატი შენარჩუნდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელსაც „რამშატაინის“ ფორმატს უწოდებენ, შენარჩუნებული იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უმეროვის თქმით, ცოტა ხნის წინ მას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რა დროს „რამშტაინის“ ფორმატის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „ჩვენ გვსურს, რომ ის გაგრძელდეს. ჩვენ მასთან [ოსტინთან] განვიხილავდით ამ საკითხს. ჩვენ მათ მივმართეთ, რათა ეს საკითხი [აშშ-ის] ახალ თავდაცვის მდივანთან განიხილონ. მეც გავუგზავნი მას წერილს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა უმეროვმა.
13 ნოემბერი 2024, 08:58
სპორტი
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა
ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
13 ნოემბერი 2024, 08:54
მსოფლიო
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯეკ ტეიშეირა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების აიტი სპეციალისტად მუშაობდა.
13 ნოემბერი 2024, 08:51
მსოფლიო
ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს
უკვე ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს. თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია. მას სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, მსახურობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში.
13 ნოემბერი 2024, 08:49
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტს თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა უმასპინძლა
შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა იქნება, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ბოროტ განზრახვებს ვერ შეასრულებს“.
13 ნოემბერი 2024, 08:45
საზოგადოება
მეტეხის ხიდზე დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.
13 ნოემბერი 2024, 08:42
სპორტი
თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა
ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა. კერძოდ კი დაათვალიერებენ ყოფილი „ავაზის“ ტერიტორიაზე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია ფიფას თანადაფინანსებით მუშაობს.
13 ნოემბერი 2024, 08:38
არჩევნები 2024
ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს
ცნობისთვის, პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა.
13 ნოემბერი 2024, 08:32
არჩევნები 2024
ავთანდილ კუნჭულია: არ შეიძლება პარტიული სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა
„ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - პირველი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ შესაძლოა არ იცის ქართული კანონმდებლობა, ვერ ერკვევიან მასში, ან მეორე შემთხვევაა - ისინი ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნა კუნჭულიამ.