ინდონეზიაში, ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილას ადამიანების სხეულების ნაწილები და თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს

ფოტო: Reuters
ინდონეზიაში, კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიება გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, ნაპოვნია ადამიანების სხეულების ნაწილები და თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მომხდარ ავიაკატასტროფას უკავშირდება.
საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის დედაქალაქის, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში მიმდინარეობს.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.
ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო.
ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.
ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 14:20
COVID19
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მალე ამოქმედდება პროგრამა, რითაც პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ნებისმიერი ადამიანი უფასო გამოკვლევას ჩაიტარებს
„პოსტკოვიდური კვლევის პარალელურად, შეიქმნება პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გამოაცხადებს, რითაც ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანს განურჩევლად იმისა, არის თუ არა კვლევაში ჩართული, ყველა მათგანს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კლინიკას, თან არამარტო თბილისში, არამედ ნებისმიერ რეგიონებში და უფასოდ ჩაუტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და თ საჭიროა მკურნალობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

26 იანვარი 2021, 14:17
COVID19
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრის ოჯახი ავრცელებს.

26 იანვარი 2021, 14:11
რეგიონი
ოზურგეთში, მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებს
ოზურგეთში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ადგილობრივები შეიკრიბნენ. მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საწარმო საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე ოზუგეთისთვის მნიშვნელოვან ანასეულის წყალმომარაგების პროექტსაც, რომელიც ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

26 იანვარი 2021, 14:06
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.

26 იანვარი 2021, 14:06
პოლიტიკა
Times-ი: ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებამ წერტილი დაუსვა ინდივიდუალისტი პოლიტიკოსის, სააკაშვილის მმართველობას, რომელმაც 2008 წელს ომის შედეგად ტერიტორიის 20% დაკარგა
ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.

26 იანვარი 2021, 13:52
პოლიტიკა
კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია
როგორც კახა კუჭავამ განმარტა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

26 იანვარი 2021, 13:50
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:50
COVID19
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა 500 ადამიანზე იწყება
ამ კვლევის შედეგი იქნება ძალიან სერიოზული. ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

26 იანვარი 2021, 13:50
ეკონომიკა
ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან
ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან. ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.

26 იანვარი 2021, 13:45
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

26 იანვარი 2021, 13:43
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ იუნისეფთან თანამშრომლობა მომავალშიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც აქამდე იყო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) ხელმძღვანელს, ხასან ხალილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციაზე ისაუბრეს.

26 იანვარი 2021, 13:38
COVID19
ამირან გამყრელიძე: მოქალაქეთა 50-60 პროცენტი COVID-ის ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა
ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:36
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის ხელახალი არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს
ირაკლი კობახიძის ხელახალი არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს, საქართველოს იმიჯს და უშუალოდ ირაკლი კობახიძის ავტორიტეტს ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:24
COVID19
ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში არ შემოვა ვაქცინა, რომელსაც მაღალი სანდოობა არ ექნება
ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ,საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.

26 იანვარი 2021, 13:17
COVID19
ეკატერინე ტიკარაძე: დინამიკა სტაბილურია, თუმცა არაა საკმარისი, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3 069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3 700-მდე ადგილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:14
COVID19
ამირან გამყრელიძე: დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია
ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია. ბოლო 3-4 დღეა ეს მაჩვენებელი მერყეობს 4-სა და 6%-ს შორის. ბოლო 7 დღის 6%-ია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია დადებითობის დინამიკა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:09
COVID19
გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან მიმართებით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს
9 ათასი მსჯავრდებულია მთლიანად სისტემაში, 6 654-ს ჩაუტარდა COVID-19-ზე ტესტირება. ჩვენ გვაქვს რწმენა და რესურსები რომ ამ პროცესს გავუმკლავდებით და მივხედავთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო სახდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:07
COVID19
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბალია
მისი თქმით, 4-პროცენტიანი დადებითობის მაჩვენებელი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.

26 იანვარი 2021, 13:06
COVID19
გოჩა ლორთქიფანიძე: 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა
სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. თვის ბოლომდე ინტენსიური ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება. უკვე ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:06
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.