აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს უფლებამოსილება 9 დღით ადრე შეუწყდა

ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ბიოგრაფიები შეცვლილი იყო ისე, რომ თითქოს მათი უფლებამოსილება 11 იანვარს ამოიწურა - ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 9 დღით ადრე. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ბიოგრაფიაში ეწერა: დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 11 იანვარს, 19:49:00 საათზე დასრულდა“. მოგვიანებით მონაცემები წაშალეს და ვებგვერდის მომხმარებლებს შემდეგი წარწერა ხვდებოდათ: „სამწუხაროდ, ვებგვერდზე ტექნიკური პრობლემებია. სცადეთ რამდენიმე წამში“.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და წინასწარი ინფორმაციით, ტრამპის და პენსის ბიოგრაფიები უწყების უკმაყოფილო თანამშრომელმა შეცვალა. უცნობია, რამდენ ხანს იყო გამოქვეყნებული მცდარი მონაცემები, თუმცა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 14:40
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, 2-3 წლის და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, ამის გამო ამუნათებდნენ.

19 თებერვალი 2025, 14:36
პოლიტიკა
ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტში საქართველოზე დისკუსიების დასაწყისშივე ყურადღებას ვამახვილებდი იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საშინელებაა, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობას უწოდო პრო-რუსული
ევროპარლამენტში საქართველოზე დისკუსიების დასაწყისშივე ვცდილობდი ყურადღება გამემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, წარმოუდგენელია და საშინელებაა, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობას უწოდო პრო-რუსული, ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ბრანისლავ ონდრუშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 14:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეს პროგრამები, რასაც აცხადებს ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის
ეს პროგრამები, რასაც აცხადებს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არა საარჩევნო რეფორმების გაუმჯობესებისთვის, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში USAID-ის საარჩევნო პროექტების დახურვასთან დაკავშირებით საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 14:26
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, არის ამ ომის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული
პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, მაგრამ იმ უმძიმესი სურათით, რაც უკრაინაში დღეს გვაქვს, არის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული ამ ომისა,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

19 თებერვალი 2025, 14:25
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ტერიე ჰელანდის განცხადებაზე: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში.

19 თებერვალი 2025, 14:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში
„მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში. მიუხედავად ამ მასშტაბური აქტივობისა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია, არაფერი გამოუვათ როგორც არ გამოუვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

19 თებერვალი 2025, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში
სამწუხარო მოცემულობა იყო, რომ უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დონალდ ტრამპის უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 14:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ მცირე რესურსების მქონე ქვეყნის ხელისუფლებამ გაბედა და დაუპირისპირდა ტრენდს, „დიფ სთეითს“, უამრავ შემოტევას, რომელიც დღემდე გრძელდება და თქვა ის, რაც სათქმელი იყო
„ფაქტია, რომ მცირე რესურსების მქონე ქვეყნის ხელისუფლებამ გაბედა და დაუპირისპირდა ტრენდს, „დიფ სთეითს“, უამრავ შემოტევას, რომელიც დღემდე გრძელდება და თქვა ის, რაც სათქმელი იყო - რეალობა, რაც საზოგადოებას უნდა სცოდნოდა. ჩვენს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მადლობა, მისი ინტელექტისთვის, სწორი პოზიციისთვის. არათუ ტრამპმა, „რადაში“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, მერე ზელენსკიმაც მოგვიანებით თქვა, რომ ამის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ამ შესაძლებლობის წინააღმდეგ მივიღეთ ინსტრუქცია და მივყევით ინსტრუქციასო. ყოველგვარი დაფარვის გარეშე ეს თქვეს. ერთადერთი, ვინც ვერ გაიგო, ან არ გაიგო, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ ახასიათებს როგორც მეტასტაზი ჩვენს სახელმწიფოს და დღევანდელობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

19 თებერვალი 2025, 14:12
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ტრამპი საუბრობს, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, მახსენდება 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც იყო საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რათა აგვერიდებინა ომი უკრაინაში
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მან ამ თემაზე საუბროსას საქართველოს პარლამენტის მიერ სამი წლის წინ მიღებული რეზოლუცია გაიხსენა.

19 თებერვალი 2025, 14:12
არჩევნები 2024
გრიგოლ გეგელია: ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს - სრულიად ვეთანხმები, ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს, მე მას სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, შეუძლებელია, რომ ნორმალურ ადამიანს სხვა პოზიცია გააჩნდეს. რა თქმა უნდა ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ და უნდა მივაღწიოთ ხანგრძლივ, სტაბილურ მშვიდობას“, - აღნიშნა გეგელიამ.

19 თებერვალი 2025, 14:02
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია.

19 თებერვალი 2025, 14:00
ეკონომიკა
საქსტატი: 2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 11.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 403.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

19 თებერვალი 2025, 13:50
პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 13:21
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-16 პაკეტი შეათანხმეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-16 პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 13:10
ეკონომიკა
Scope Ratings: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს და სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს
„საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

19 თებერვალი 2025, 12:47
რეგიონი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

19 თებერვალი 2025, 12:45
მსოფლიო
ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომდგენელი რუსეთსა და უკრაინაში კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 12:41
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 12:23
პოლიტიკა
ფოჩხუა მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის
„წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის, განსხვავებით ამ პოსტის გამზიარებლის პატრონებისგან, რომელთა შემოსავალიც შავი ფულია და რომელსაც პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილების შეძენისთვის ხარჯავენ. და კიდევ, იქნებ ისიც გაარკვიოს პოსტის ავტორმა ჩარიცხული ფულებით, სასწრაფო წესით, რატომ ყიდულობენ ზღვის პირას სახლებს, მანქანებს და ა.შ. მათი ბოსები, როცა მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამდენი ბავშვი შიმშილობს და ჯართს აგროვებს,“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

19 თებერვალი 2025, 12:18
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ასეთ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეძლებს კი მარტოდ დარჩენილი ევროპა დანგრეული ქვეყნის აშენებას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას რუსეთთან უშუალო საზღვრით?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის ცრუ დაპირება რომ იყო, ეს ღიად ითქვა და ახლა საინტერესოა, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ევროკავშირში.