ინდოეთში ერთ დღეში 66 მილიონი ხე დარგეს
ქვეყნის გამწვანების კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში, 12 საათის განმავლობაში 66,3 მილიონი ხე დარგეს. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.
შტატ მადჰა-პრადეშის ხელისუფლების ორგანიზებით, ეკოლოგიური აქცია, დილის 7 საათიდან, საღამოს 7 საათამდე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, მოხუცებმა და ბავშვებმაც.
შტატის მინისტრმა შივრაჯ სინჰ ჩაუხანმა, 2 ივლისი ისტორიულ დღედ გამოაცხადა, რომელიც გინესის წიგნის რეკორდებში შევა.
პარიზის კლიმატის შეთანხმებით, ინდოეთის ერთ-ერთი დავალება, ტყის ტერიტორიის გაზრდაა. ინდური ტყეების მთლიანი ფართობი, 2030 წლამდე, 95 მილიონ ჰექტარამდე უნდა გაიზარდოს.
ყველა სიახლე
17 ივლისი 2026, 17:21
მსოფლიო
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი პოლონეთის მთავრობას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და პრაგმატული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს
„სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ, 140 მილიარდ ევროიან დახმარებაში ან წყვეტს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ტუსკის მთავრობა კი ყველაფერზე თანხმდება არაფრის სანაცვლოდ. ჩემი აზრი თავიდანვე უცვლელი რჩება - საკმარისია ეს წაგებიანი თამაში და დახმარება არაფრის სანაცვლოდ! სხვა ქვეყნებმა იციან, როგორ იყვნენ თავდაჯერებულები და პრინციპულები და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ყოველი მხარდაჭერა მიბმული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის კონკრეტული სარგებლის მიღებაზე“, - წერს ევროპარლამენტარი.
17 ივლისი 2026, 17:10
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
17 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ფაქტობრივად ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების დაკანონების უფლებას მისცემდა
კანონპროექტი რომელიც პოლონეთის პარლამენტმა მიიღო, სრულწლოვან წყვილებს განურჩევლად სქესისა, თანაცხოვრების შეთანხმების გაფორმების უფლებას აძლევს. ნავროცკის თქმით, ის როგორც კონსტიტუციის დამცველი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქორწინების განსაკუთრებული სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს, პოლონეთის კონსტიტუციაში კი ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და კაცის კავშირი.
17 ივლისი 2026, 17:02
ეკონომიკა
ნატალია ჭყოიძე: ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა
სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული, - განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
17 ივლისი 2026, 16:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
„საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 ივლისი 2026, 16:57
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.
17 ივლისი 2026, 16:39
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღონისძიებაზე დელეგაციებს მასპინძლობა შანხაის მერის მოადგილემ ჭუ მინმა გაუწია.
17 ივლისი 2026, 16:29
საზოგადოება
სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 213 049 ლარი ჩამოაწერა, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 83 456 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 29 310 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 100 281 ლარი.
17 ივლისი 2026, 16:25
საზოგადოება
ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს ორი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ კომისიამ ამჯერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის ჯარიმა - 5000 ლარი დააკისრა.
17 ივლისი 2026, 16:16
რეგიონი
ბათუმის N4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო. ასევე, მოწესრიგდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
17 ივლისი 2026, 15:47
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.
17 ივლისი 2026, 15:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
17 ივლისი 2026, 15:34
მსოფლიო
ენდი ბერნემი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდა
ლონდონში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მზად არის ლიდერობისთვის, ხალხს „იმედის დაბრუნებას“ დაჰპირდება და თავის წინამორბედი, კირ სტარმერი შეაქო. ბერნემი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ შევა მის მინისტრთა კაბინეტში.
17 ივლისი 2026, 15:16
საზოგადოება
გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.
17 ივლისი 2026, 15:05
ჯანდაცვა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
17 ივლისი 2026, 14:54
სამართალი
გიორგი კვიცარიძე, რომლის შიმშილობასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის და ის ამ დანაშაულისთვის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს დააკავეს
სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თითქოს მას კადრების გაქრობით სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.
17 ივლისი 2026, 14:52
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.
17 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს
ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“.
17 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე დებედაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
17 ივლისი 2026, 14:42
მსოფლიო
აშშ-მა ირანს ისევ დაარტყა, თეირანში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ იუწყებიან
ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხედრო ძალებმა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელეს. საჰაერო თავდასხმების სამიზნე ათობით სამხედრო ობიექტი იყო.


