30 იანვარი 2021, 10:24 / სანდო წყარო

ბრიტანეთში 4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა

დიდ ბრიტანეთში, ბენდრიქსის სანაპიროზე 4 წლის ბავშვმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა, - ამის შესახებ BBC წერს.

ანაბეჭდი, რომელიც ლილი უაინდერმა იპოვა, 220 მილიონი წლისაა. ნაკვალევის სიგრძე 10 სანტიმეტრია და მეცნიერთა ვარაუდით, ის დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიმაღლის დინოზავრს ეკუთვნის.

„ლილიმ გამოსახულება სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა და მამას დაუძახა: „მამა, შეხედე“. როდესაც რიჩარდი (ბავშვის მამა) სახლში დაბრუნდა და ფოტო მაჩვენა, ვიფიქრე, რომ ის გასაოცარი იყო. ამის შემდეს, დავუკავშირდი ექსპერტებს“ - იხსენებს ბავშვის დედა.

უელსის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ნაკვალევი მეცნიერებს ძალიან დაეხმარება დინოზავრთა ფეხის აგებულების შესწავლაში, რადგან გამოსახულება ძალიან კარგადაა შემონახული.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 10:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 067 979 შემთხვევა გამოვლინდა, 2 530 716 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 418 462 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 605 669 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 513 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ოქროს გლობუსი

01 მარტი 2021, 10:29

კულტურა

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„ნომადლენდის“ რეჟისორი, ჩინელი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დრამატულ ფილმებში საუკეთესო მსახიობები ანდრა დეი („შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“) და ჩედვიკ ბოუზმენი („მა რეინი: ბლუზის დედა).

01 მარტი 2021, 10:24

თემა

„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე კივილი ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა- ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა სისხლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.

01 მარტი 2021, 10:24

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

01 მარტი 2021, 10:19

COVID19

ჩეხეთში მოსახლეობის იმუნიზაცია რუსული ვაქცინით დაიწყეს

ჩეხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით დაიწყეს. რესპუბლიკის პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება, როდის დაამტკიცებს ევროკავშირი რუსულ ვაქცინას, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

01 მარტი 2021, 10:10

რეგიონი

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

01 მარტი 2021, 09:53

თავდაცვა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 09:40

საზოგადოება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 09:25

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იმართება

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბშილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

01 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

01 მარტი 2021, 09:13

ეკონომიკა

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ დღეიდან საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით

პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

01 მარტი 2021, 08:53

რეგიონი

აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

აჭარაში, სადაც ღია კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფეების გახსნა ყველაზე ადრე გადაწყდა. ეს ობიეტები დღეიდან მომხმარებლებს უკვე შიდა სივრცეებშიც მიიღებენ. შეზღუდვა ამ ეტაპზე შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

01 მარტი 2021, 08:36

საზოგადოება

ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება დღეიდან ნებადართულია

ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების დანლაგება

01 მარტი 2021, 08:30

საზოგადოება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

01 მარტი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

01 მარტი 2021, 08:13

საზოგადოება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება. ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 08:07

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 07:58

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოში დღეს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.