www.imedi.ge /  06 მარტი 2021, 13:18 / სანდო წყარო

რომის პაპმა შიიტების სულიერ ლიდერთან ერაყელი ქრისტიანების უსაფრთხოების საკითხი განიხილა

ალი ას-სისტანი და პაპი ფრანცისკე

ალი ას-სისტანი და პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში შიიტების სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ას-სისტანის შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სასულიერო ლიდერები ერთმანეთს ქალაქ ენ-ნეჯეფში, აიათოლას რეზიდენციაში შეხვდნენ. შეხვედრაზე ას-სისტანიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ერაყელი ქრისტიანები უნდა დაცივას.

„ქრისტიანები უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ყველა ერაყელი - უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ყველა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფით“, - განაცხადა აიათოლამ და პონტიფექსს ერაყში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ფრანცისკემ ას-სისტანის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ყველაზე მოწყვლადების დასაცავად ხმა აიმაღლა და აღნიშნა, რომ აიათოლას გზავნილმა ადამიანის სიცოცხლის სიწმინდესა და ერაყელი ხალხის ერთობლიობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

რომის პაპი ერაყში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ალი ას-სისტანისთან შეხვედრის შემდეგ ის ქალაქ ურში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს შეხვდება. დღეს საღამოს კი ფრანცისკე ბაღდადში მესას ჩაატარებს.

ყველა სიახლე

საგარეო

12 აპრილი 2021, 20:36

პოლიტიკა

საგარეო: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

12 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 9 789 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 789 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი გარდაიცვალა.

​სტეფანო სანინო

12 აპრილი 2021, 20:28

პოლიტიკა

​სტეფანო სანინო: ყველა პოლიტიკური პარტია მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდეს და გამოსავალი იპოვოს

„პირველ რიგში, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერია. ორგანიზაცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს გვერდითაა და ბედნიერია ამ მიმართულებით მხარდაჭერა გააგრძელოს. მაგრამ ახლა, არსებული პრობლემის მოგვარება, პოლიტიკურ პარტიებზეა “, - განაცხადა სტეფანო სანინომ.

12 აპრილი 2021, 20:26

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

საგარეო

12 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებენ

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

12 აპრილი 2021, 20:20

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა.

პროკურატურა

12 აპრილი 2021, 19:49

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 19:31

COVID19

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით.

ჯუანშერ ბურჭულაძე
იმამურა აკირა

12 აპრილი 2021, 19:25

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

მიწისძვრა

12 აპრილი 2021, 19:24

საზოგადოება

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და იტყობინება, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

12 აპრილი 2021, 19:05

რეგიონი

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

უკრაინის მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის აგრესია და განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ უკრაინის პრობლემა არაა და ეს საქართველოსაც ეხება, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო პრობლემა და ინტერესი.

12 აპრილი 2021, 19:00

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ცვანესა და ხეცერაში, სადაც ცენტრამდე მისასვლელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო, სარეაბილიტაციო სამუშაო უკვე დაიწყო. გზასთან ერთად, მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარია.

ანრი ოხანაშვილი

12 აპრილი 2021, 18:59

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ზურაბ ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედებისთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს

„თუ მოქალაქეობიდან და საქართველოში ყოფნიდან სარგებელს იღებდნენ, ახლა ამ სარგებელს ვეღარ იღებენ და მათ საქართველოს მოქალაქეობა აღარაფერში სჭირდებათ, რაც მარტივი დასანახია, თუმცა ეს არის იმ მძიმე დანაშაულების ირიბი აღიარება, რაც ამ პირებს უკვე დადასტურებული სახით აქვთ, თუნდაც, ადეიშვილს“.

12 აპრილი 2021, 18:28

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით18:19 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრა ცაგერთან მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 18:24

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ლაშა ტალახაძე

12 აპრილი 2021, 18:23

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა

ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. ტალახაძემ მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მისი თქმით, ქართველმა ძალოსნებმა ტურნირზე გუნდურად კარგი შედეგი აჩვენა.

12 აპრილი 2021, 18:16

ეკონომიკა

სსფ-ს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

12 აპრილი 2021, 18:15

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ქუჩების ნაწილს 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ინფორმაციას თელასი ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი: 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.

12 აპრილი 2021, 18:07

საზოგადოება

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.