imedi  /  03 ივნისი 2021, 12:07 / სანდო წყარო

FBI-მ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი მსოფლიოში ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა.

„კომპანია JBS-ზე განხორციელებული შეტევა Revil-ისა და Sodinokibi-ის ჯგუფებს დავუკავშირეთ და გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ საფრთხის აქტორებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 ივნისს ხორცის გადამამუშავების უდიდესმა ამერიკულმა კომპანია JBS-მა აშშ-ის მთავრობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან კრიმინალური ორგანიზაცია დგას, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პუტინმა და რუსეთის მთავრობამ კიბდერთავდასხმების შეჩერებასა და პრევენციაში შესაბამისი როლი უნდა ითამაშონ.

„ველით, რომ კიბერთავდასხმების თემა ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი პუტინთან ერთად სამიტზე განიხილავს. პრეზიდენტი ბაიდენი, რა თქმა უნდა, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას ამ თავდასხმების შეჩერება და პრევენცია ეკისრებათ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

21 ივნისი 2021, 23:31

COVID19

მამუკა მდინარაძე: მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში ვაქცინები ამოსარჩევად გვექნება

„რამდენიმე ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიდის. ერთ-ორ კომპანიასთან, მათ შორის „ფაიზერთან“ შეთანხმება მიღწეულია, გაფორმების ეტაპზე და დაახლოებით მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 ივნისი 2021, 23:08

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს. „ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ ნატო თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს. თურქეთი ალიანსის წინაშე თავის ვალდებულებებს სრულად ასრულებს. თურქეთი ნატოს შენარჩუნების მნიშვნელობას აღიარებს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

21 ივნისი 2021, 23:08

პოლიტიკა

საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი შეღავათებით ისარგებლებს

საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.

მამუკა მდინარაძე

21 ივნისი 2021, 22:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის

აბსოლუტურად გულწრფელად მიმაჩნია, რომ გიორგი გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის, ამ პარტიის თავმჯდომარისთვის... დავანებოთ თავი ინფორმაციას, შეფასებებს, ლოგიკას... ფაქტი ის იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა, - ამის შესახებ, „მთავარი არხის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

21 ივნისი 2021, 22:22

საზოგადოება

თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახი დააკმაყოფილა

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ადამიანები ყოველ წელს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო. დაახლოებით, 3 100 ოჯახი არის დაზარალებული. ამ დროისთვის, 1 289 ოჯახს მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში იცხოვროს. ჩვენ გამოვყავით 17 არეალი, სადაც უკვე მიმდინარეობს მშენებლობა, ზოგან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა ხორციელდება, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 22:18

საზოგადოება

კახა კალაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს

მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ კონკრეტული ქუჩების გამოყენება, გადაადგილება და ტრანსპორტით სარგებლობა. ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ინკლუზიური და ყველასთვის ადაპტირებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივნისი 2021, 22:12

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში 23 ივნისს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

21 ივნისი 2021, 22:07

საზოგადოება

ილია ელოშვილი: წლის ბოლომდე დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას 90-95%-ით მოვაგვარებთ

დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ 33 ობიექტზე უკვე გაიცა რეკომენდაცია და ნებართვების აღების პროცესი მიმდინარეობს. როგორც მან თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ანგარიშზე აღნიშნა, 33 ობიექტიდან 18 მისამართზე სამშენებლო პროცედურები უკვე დაწყებულია.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 22:01

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.

ილია ელოშვილი

21 ივნისი 2021, 21:53

საზოგადოება

ილია ელოშვილი: „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაფინანსება 5 მილიონი ლარით გავზარდეთ

დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას, ბავშვთა სამედიცინო და სოციალური დახმარების მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრა. ილია ელოშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამად „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა“ დაასახელა. მისი თქმით, ამ პროგრამით 1 375 პირი სარგებლობს.

21 ივნისი 2021, 21:40

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ესწრებოდა, ასევე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი და რეგიონალური ბიუჯეტისთვის თანხების გამოყოფას და რაც თავის მხრივ მოიაზრებს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობისაა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. დეპუტატების განცხადებით, ამით ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე შემსუბუქდება პანდემიით გამოწვეული კრიზისული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 21:36

საზოგადოება

კახა კალაძე: საამაყოა ის სტანდარტი, რაც თბილისის ბაგა-ბაღებში დაინერგა

თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს, მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 21:32

საზოგადოება

კახა კალაძე: სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა

დედაქალაქში 2018-2021 წლებში, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოქალაქეთა ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა.

21 ივნისი 2021, 21:24

საზოგადოება

2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა

„ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა და სამი ახალი კომპონენტი დაემატა. ესენია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“.

21 ივნისი 2021, 21:17

COVID19

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად, სპეციალური ღონისძიებების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

„კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, - განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.

ანრი ოხანაშვილი

21 ივნისი 2021, 21:15

პოლიტიკა

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობისთვის დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტის თანახმად, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესებისა და ღონისძიებების დადგენისთვის საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება.

21 ივნისი 2021, 21:08

COVID19

1-ლი ივლისიდან თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება

1-ლი ივლისიდან თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 21:03

საზოგადოება

კახა კალაძე: ვისურვებდი, რაც შეძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი იყოს ქვეყანაში

„კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა რომელსაც სჭირდება გაძლიერება, გაფართოება და რაც მთავარია აუცილებლად უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, ეს პროგრამები კიდევ უფრო გავაფართოოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მხარდაჭერა და თანადგომა. ვისურვებდი, სოციალურად ძლიერი ოჯახები გვყავდეს, ამას სჭირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეგვაფერხა და პრობლემები შექმნა, დარწმუნებული ვარ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ივნისი 2021, 21:00

საზოგადოება

კახა კალაძე: ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ გვყავს ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, დედაქალაქში სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

21 ივნისი 2021, 20:50

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ბელარუსის 46 ოფიციალური პირი შეიყვანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ბელარუსის 46 ოფიციალური პირი შეიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.