imedi /  09 ივნისი 2021, 12:12 / სანდო წყარო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი 553-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 91 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 46-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. დოკუმენტი QR-კოდს შეიცავს და უფასოდ გაიცემა. იგი ადასტურებს, რომ ადამიანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილია, რომ მას აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

სერტიფიკატი მხოლოდ 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისი გამოყენება 1-ლი ივლისიდან დაიწყება.

ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის (კარანტინი, იზოლირება ან ტესტირება), თუ ეს ზომები აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ არავაქცინირებული პირების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა უნივერსალური, ხელმისაწვდომი, დროული და უფასო ტესტირება უნდა უზრუნველყონ.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს სხვა წევრ ქვეყნებში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატები, რომელიც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ნებადართულ ვაქცინებს ეხება. რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს, თითოეული წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ასეთ ვაქცინებზე გაცემული სერტიფიკატები.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

17 ივნისი 2021, 11:13

საზოგადოება

მეუფე იაკობი სახალხო დამცველს ხვდება

ამ წუთებში მეუფე იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს. შეხვედრის ინიციატორი მეუფე იაკობია და საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენებია.

17 ივნისი 2021, 11:09

COVID19

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

17 ივნისი 2021, 11:05

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 302-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 221 156 აცრა გაკეთდა.

17 ივნისი 2021, 11:03

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 414 თბილისში, 82 იმერეთში, 50 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

17 ივნისი 2021, 10:58

სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა

უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

17 ივნისი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:56

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ს.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

17 ივნისი 2021, 10:54

COVID19

ინდონეზიაში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ცოცხალ ქათმებს სჩუქნიან

ინდონეზიის ქალაქ ჩიანჯურში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ქათმებს სჩუქნიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

17 ივნისი 2021, 10:46

ტექნოლოგიები

ჩინეთმა მშენებარე კოსმოსურ სადგურზე პირველი ასტრონავტები გაგზავნა

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 5 წლის განმავლობაში, როცა ჩინეთი კოსმოსში ადამიანებს აგზავნის.

17 ივნისი 2021, 10:32

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

სამუშაოების გამო 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ც.დადიანის ქუჩის ნაწილს, ზვარეთის, სვირის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ხიმშიაშვილის, სურგულაძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, ასკურავას, ურიდიას, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

17 ივნისი 2021, 10:29

რეგიონი

გიორგი ხანიშვილი ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 ივნისი 2021, 10:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 10:19

COVID19

როგორი კოვიდპაციენტი იყო ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მასთან კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 09:50

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატების მიზეზებზე ისაუბრა

„შეიძლება მრავალი ვერსია არსებობდეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ანალიზდება ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ახალი შტამები, რომლებიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. დაავადების მიმდინარეობაც სხვადასხვა სირთულის არის. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ლეტალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირება დროული აღმოჩენისთვის და დროული მიმართვისთვის ექიმთან და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ უკვე იწვევს იმ შედეგებს, რაზეც კითხვები ისმის. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც გეოგრაფიულად, ასევე რაოდენობრივად, ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ყველა საეჭვო სიმპტომზე მივიდნენ და გაისინჯონ“, - განაცხადა მინისტრმა.

17 ივნისი 2021, 09:37

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. ცენტრი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

დავით ზალკალიანი

17 ივნისი 2021, 09:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დევნილების უფლებების დაცვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა და მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია თანასპონსორთა რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას. მეტიც, ამ ნაბიჯით საერთაშორისო თანამეგობრობა ხაზს უსვამს, რომ თავად არის ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში“ - განაცხადა ზალკალიანმა.

17 ივნისი 2021, 08:47

პოლიტიკა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეუფე იაკობი/ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2021, 08:31

საზოგადოება

დღეს მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართება

პანსიონის ახალი ხელმძღვანელის თქმით, ბავშვების უფლებების დამრღვევებს პირადად დასჯის, მანამდე კი მიმდინარე გამოძიების მასალებს ეცნობა.