13 ივნისი 2021, 09:38 / სანდო წყარო

ფრანგული მედია, აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის მოქალაქეების გადაცემის პროცესში, ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ფრანგული მედია ეხმაურება და ამ პროცესში, საქართველოს მთავრობის მეთაურის როლს აღნიშნავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და მარცხის შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა, -წერს „ლე ფიგარო“.

სტატიის ავტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ამავე შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა.

„შაბათს, აზერბაიჯანმა, სომხეთს 15 სომეხი სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ტყვეობაში ორ ქვეყანას შორის 2020 წლის შემოდგომაზე, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონტროლისთვის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა.

„აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 ტყვე, რომლებიც დააკავეს აგდამის რაიონში 97,000 ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ნაღმების რუკის სანაცვლოდ”- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპულ საკითხებში ფილიპ რიკერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) პრეზიდენტს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.

სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ; „სომეხი ტყვე ჯარისკაცები აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიყვანეს და შემდეგ სომხეთში გაგზავნეს”.

განცხადების მიხედვით, აღნიშნულით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კლიმატის გაუმჯობესებისკენ.

ავტორი წერს, რომ შარლ მიშელი შაბათს გამოცხადებული შეთანხმების წინ „მჭიდრო კავშირში იყო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მწვავე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისთვის და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიესალმება „პირველი ნაბიჯის გადადგმას ნდობის აღდგენისკენ, რომლის მხარდასაჭერადაც, ევროკავშირი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას“. აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმება რუსეთიც, რომელმაც რეგიონში მშვიდობისმყოფელები განალაგა: „შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს“-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ხაზაროვამ.

ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის მაღალმთიანი რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ტერიტორიას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა კავშირში.

„აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, ნაღმების აფეთქებების შედეგად მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 110 ადამიანი დაშავდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ნაღმები, მათ შორის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. ბოლო კონფლიქტმა, რომელიც სექტემბერში დაიწყო, ექვსი კვირის განმავლობაში 6000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტი დასრულდა ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც დაიდო რუსეთის ეგიდით და დაადასტურა სომხეთის მარცხი, რის შემდეგაც სომხეთი იძულებული გახდა, დაეთმო აზერბაიჯანისთვის ის ტერიტორიები, რომელთაც აკონტროლებდა სამი ათწლეულის განმავლობაში”-წერს ავტორი.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 მაისი 2026, 01:00

მსოფლიო

კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ დადებითად უნდა უპასუხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ, რათა უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ესკალაციისა და დაბომბვებისგან დაიცვას.

დავით ლორთქიფანიძე

29 მაისი 2026, 00:15

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც

სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძე

29 მაისი 2026, 00:05

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის აქციაზე: 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში

26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ, რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას.

დავით ლორთქიფანიძე

28 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ

პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 მაისი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა

კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 მაისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს

„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

პეტერ მადიარი მარკ რუტე

28 მაისი 2026, 23:34

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის

ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

ირაკლი ქადაგაშვილი

28 მაისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება

ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.

28 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის

პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

28 მაისი 2026, 22:35

რეგიონი

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 22:31

მსოფლიო

კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

28 მაისი 2026, 22:16

სპორტი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

28 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.