გერმანიაში 82 წლის პენსიონერმა წყალდიდობით დაზარალებულებს 1,2 მილიონი ევრო შესწირა
ჰორსტ ეშლერი
ფოტო: Antenne Munster
82 წლის ჰორსტ ეშლერმა გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა. ამის შესახებ რადიოსადგური Antenne Munster-ი იტყობინება.
მათი ცნობით, თავდაპირველად, ქალაქ მიუნსტერის მკვიდრმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს მილიონი ევრო გადაურიცხა და ამასთან, თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი - მიუნხენის „ბაიერნი“ გააკრიტიკა. კლუბმა „კიოლნთან“ შეხვედრის შემდეგ დაზარალებულებისთვის 100 ათასი ევრო გაიღო, თუმცა ეშლერის აზრით, ეს საკმარისი არ იყო და პირობა დადო, რომ თუ კლუბი მეტ თანხას გადარიცხავდა, თავადაც კიდევ 200 ათას ევროს გაიღებდა.
მეორე დღეს, „ბაიერნში“ განაცხადეს, რომ „შალკესთან“ საქველმოქმედო მატჩს გამართავენ, მთლიან შემოსავალს (სულ მცირე მილიონ ევროს) კი წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად გადარიცხავენ. მატჩის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის, მაგრამ კლუბის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციებს ახლავე გადასცემენ.
„ბაირნის“ პრეს-რელიზში ეშლერის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა პენსიონერმა აღნიშნა, რომ თავის სიტყვას შეასრულებს და დაზარალებულებს დამატებით თანხას გადასცემს.
ეს ეშლერის პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის. 2021 წლის აპრილში მან მიუნსტერის ზოოპარკს 750 ათასი ევრო გადასცა, რამდენიმე კვირაში კი ზოოპარკში 33 333 ბილეთი იყიდა, რომლებიც ადგილობრივ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაარიგა. ეშლერის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ, ცოლის გარდაცვალებამდე ის მეუღლეს დაჰპირდა, რომ დანაზოგს, რომელსაც წყვილი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდა, ცხოველებისა და ბავშვების დასახმარებლად გამოიყენებდა.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2024, 09:25
პოლიტიკა
აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 41 ქვეყანას შორის დასახელდა
ინდექსის მიხედვით, საქართველო აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 9 წევრს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს: ხორვატიას, პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, კვიპროსს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ა.შ.
19 სექტემბერი 2024, 09:07
მსოფლიო
ლიბანში აფეთქებების მეორე სერიის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ლიბანში უსადენო მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების მეორე სერიის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა.
19 სექტემბერი 2024, 08:56
არჩევნები 2024
ბექა ოდიშარია გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: ჩვენ დიდი ხნით ადრე „დავასპოილერეთ“ საზოგადოება, რომ ეს ქორწინება შედგებოდა, ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ?!
„ძალიან კი ფშეკდნენ ფეხებს საჯაროდ, მაგრამ ვინ ეკითხება მათ ან ვინ ეკითხება ამ უნიჭო დრამატურგიის დამდგმელ რეჟისორს - ზურაბიშვილს ახლა? ეს არის ორი მძიმე ქვა, რომელიც ამძიმებს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს, ბადეს და ამ ღელვაში ერთ ქვას რომ მეორეს დაადებ, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას აუცილებლად ნახავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს“, - აცხადებს ოდიშარია.
19 სექტემბერი 2024, 08:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: შავ ფულს, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულის და ქართველი ჯარისკაცების ძარცვის შედეგად არის მოპოვებული, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება
„იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული გავლენა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებზეც კი, სურთ რომ კეზერაშვილის თანხები გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ამით დავით კეზერაშვილმა ერთგვარად „იყიდოს“ კიდეც მოგზაურობის ბილეთები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა. არცერთ თანხას უცხოეთიდან და განსაკუთრებით შავ ფულს, რომელიც არის ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად მოპოვებული და ქართველი ჯარისკაცების ძარცვის შედეგად არის მოპოვებული, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, - აცხადებს გორდულაძე
19 სექტემბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბუბუტეიშვილის აღიარებაზე: ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ვითომცდა მშვიდობიან აქციებს ჰყავდათ ორგანიზატორები, რომლებიც უბიძგებდნენ მშვიდობიანად შეკრებილ მოსახლეობას გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს
„ვაშაძის ვიდეოები არსებობს, რა მითითებებს იძლეოდა სხვადასხვა შეკრების დროს. იყო ხოლმე საუბარი ორგანიზატორებზე და მათ პასუხისმგებლობაზე და ხმამაღლა საუბრობდნენ ვაშაძე და მისთანები სხვადასხვა დროს ორგანიზატორების დასჯაზე. კარგად რომ დაფიქრდნენ თავად რისი ორგანიზატორები იყვნენ, არ იქნებოდა ურიგო. ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ვითომცდა მშვიდობიან აქციებს ჰყავდათ ორგანიზატორები, რომლებიც უბიძგებდნენ მშვიდობიანად შეკრებილ მოსახლეობას გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
19 სექტემბერი 2024, 08:24
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
19 სექტემბერი 2024, 08:17
კულტურა
„ღამის სერენადების“ ფარგლებში კონსერვატორიაში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა
„ღამის სერენადები“ გრძელდება, ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კონსერვატორიაში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი და მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან, რომლებმაც ბედრჟიხ სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.
19 სექტემბერი 2024, 08:06
პოლიტიკა
გახარია-ხაზარაძე გაერთიანებაზე კვლავ ვერ თანხმდებიან
გაერთიანების მიზნით აუდიენცია პრეზიდენტის სასახლეში დღესაც გაგრძელდება. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები სწორედ დღეს დასრულდება.
19 სექტემბერი 2024, 08:01
სპორტი
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ავსტრიული კლუბი ფრანგულ „ბრესტს“ დაუპირისპირდება. კიტეიშვილისთვის ეს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტი იქნება.
19 სექტემბერი 2024, 03:00
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
„ქრონიკის“ ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში დღეს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისი მეგობარმა მამაკაცია.
19 სექტემბერი 2024, 02:32
მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ნატოში წევრობა დამატებით კონფლიქტებს შექმნის
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში წევრობა დამატებით კონფლიქტებს შექმნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
19 სექტემბერი 2024, 02:17
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო
გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
19 სექტემბერი 2024, 01:57
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
19 სექტემბერი 2024, 01:38
მსოფლიო
ჯონ კირბი: აშშ-ს კავშირი არ აქვს ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი მოწყობილობების კოორდინირებულ აფეთქებასთან
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს კავშირი არ აქვს ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი მოწყობილობების კოორდინირებულ აფეთქებასთან.
19 სექტემბერი 2024, 01:11
არჩევნები 2024
მომღერალი გელა დონაძე: გვინდა ევროპულ ოჯახში მოვხდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი კულტურით, პოლიფონიით, მრავალხმიანობით, ცეკვით და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თან სდევს ჩვენს ერს ისტორიულად
გვინდა ევროპულ ოჯახში მოვხდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი კულტურით, პოლიფონიით, მრავალხმიანობით, ცეკვით და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თან სდევს ჩვენს ერს ისტორიულად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მომღერალმა გელა დონაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
19 სექტემბერი 2024, 00:57
მსოფლიო
POLITICO: სურს თუ არა ამერიკას, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს? ეს ასე არ გამოიყურება
ომის დაწყებისას ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და მოკავშირეების მობილიზება მოახდინა, რათა უკრაინისათვის მიეწოდებინათ მილიარდობით დოლარის იარაღი და ეკონომიკური დახმარება. „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ რა საბოლოო მიზნის მიღწევას ემსახურება? - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით სურს თუ არა ამერიკას, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს? ეს ასე არ გამოიყურება.
19 სექტემბერი 2024, 00:53
არჩევნები 2024
დავით ქართველიშვილი: ჩვენს არჩევნებამდე დარჩენილია 38 დღე. ლამის ყოველი დღე საჭიროებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარშემო მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერას
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არჩევნებამდე იმ მოვლენებზე საუბრობს, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს როგორც ქვეყნის გარეთ განვითარებულ პროცესებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ტერაქტებზე, სადაც იარაღად ელექტრონული საშუალებები იყო გამოყენებული, ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
19 სექტემბერი 2024, 00:50
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია „ნაცმოძრაობაზე“: ეს ბოროტების მანქანა ოპოზიციაში ტოქსიკურ გარემოს ქმნის და შეუძლებელია იქ ჯანსაღი ძალის ჩამოყალიბება
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, უდიდეს შეცდომას უშვებენ. როდესაც შავზე მეუბნები, რომ თეთრია, ქართველი ამას არ მიიღებს, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას.
19 სექტემბერი 2024, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ, ციტირებენ? ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული?
ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ, ციტირებენ? ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
19 სექტემბერი 2024, 00:40
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: ფონდები ხომ არის შექმნილი, ამერიკელი და ევროპელი ხალხის ფულები იხარჯება, ვითომ აქ გვეხმარებიან, რომ ეკონომიკურად მოვძლიერდეთ. ხომ ასე ჰქვია ამ ყველაფერს? სინამდვილეში ეს ფული იხარჯება სახელმწიფო გადატრიალებებისთვის
რაღაც ფონდები ხომ არის შექმნილი, ამერიკელი და ევროპელი ხალხის ფულები ხომ იხარჯება ვითომ აქ გვეხმარებიან, რომ ეკონომიკურად მოვძლიერდეთ. ხომ ასე ჰქვია ამ ყველაფერს. სინამდვილეში ეს ფული იხარჯება სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ.